ჰოლივუდის ცნობილი წყვილები ხშირად ანგრევენ ოჯახებს, ამ დროს კი ამერიკელი მსახიობი ტომ ჰენკსი მსახიობ რიტა ვილსონთან უკვე 31 წელია ბედნიერ ოჯახს ინარჩუნებს. მათ ძალიან ბევრი გამოიარეს ერთად და დღემდე ძლიერი წყვილია.
გთავაზობთ ტომ ჰენკსის რჩევებს ბედნიერი ქორწინების შესანარჩუნებლად.
1. არ დაქორწინდეთ 30 წლამდე
ტომ ჰენკსი და რიტა ვილსონი ერთმანეთს 1985 წელს შეხვდნენ, ფილმის – ,,მოხალისეები” – გადაღებაზე. მათი რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისში ტომს ცოლი და 2 შვილი ჰყავდა, რიტას კი – საქმრო. სამწლიანი საიდუმლო ურთიერთობის შემდეგ მსახიობები საკუთარ პარტნიორებს დაშორდნენ და დაქორწინდნენ.
დღეს ტომი ამბობს, რომ პირველ ქორწინებაზე იჩქარა, რადგან ახალგაზრდა და იმპულსური იყო, თან სულ მუშაობდა. ის ყველას ურჩევს, რომ კარგად დაფიქრდნენ, სანამ დაქორწინდებიან.
2. ისწავლეთ დათმობა, თუ ეს ძალიან რთული არ არის
ჰენკსი ვილსონთან ქორწინებამდე კათოლიკე იყო, ვილსონი კი – მართლმადიდებელი ქრისტიანი. ჰენკსმა იცოდა, რომ რელიგია ცოლისთვის მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ მანაც მართლმადიდებლობა მიიღო.
3. ერთმანეთის მხარდაჭერა
ერთად ცხოვრების მანძილზე წყვილი მუდამ ერთმანეთის გვერდითაა. 1994 წელს ტომ ჰენკსმა პირველი ოსკარი აიღო ფილმისთვის ,,ფილადელფია”. სცენაზე დგომისას მან მეუღლეს მიმართა სიტყვებით: ,,მე აქ იმიტომ ვარ, რომ გვერდით მყავს ქალი, რომელიც ყოველდღე მაჩვენებს, რა არის სიყვარული!”
2015 წელს ვილსონს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობის კუთხით – მკერდის კიბო. მას ეშინოდა, რომ ამას გავლენა არ მოეხდინა მეუღლესთან ურთიერთობაზე, მაგრამ ტომი მას მუდმივად გვერდში ედგა და ისინი კიდევ უფრო დაახლოვდნენ. ვილსონმა კი სიმსივნე ქიმიოთერაპიის გარეშე დაამარცხა.
4. გააკეთეთ პატარა და სასიამოვნო რაღაცები პარტნიორისთვის
წყვილი ბევრს მოგზაურობს. ისინი მსოფლიოს ყველა წერტილში არიან ნამყოფები, ვილსონი ტომთან ერთად მოგზაურობს, როცა მსახიობი ფილმების გადასაღებად მიემგზავრება. ბევრწლიანი ქორწინების შემდეგაც ისინი კვლავ ახარებენ ერთმანეთს წვრილმანებით.
,,მე ჩემ ცოლს ისე ვუყურებ, როგორც სატრფოს, თითქოს ერთად მივიპარებით სადმე. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ხშირად პატარა წერილებს ვუტოვებ სამზარეულოში ან ოთახში. ყოველდღე ვუგზავნი ჩემს ფოტორეპორტაჟებს და ყველგან ვიღებ ფოტოს, როცა ის გვერდით არ არის. იმასაც ვაჩვენებ, რას ვჭამ, ვის ვხვდები, რა კადრში გადამიღეს. მგონი, მას ეს მოსწონს” – ამბობს ტომი.
5. გიყვარდეთ პარტნიორები ისეთები, როგორებიც არიან სინამშვილეში
წყვილი ერთმანეთის ღირებულებებს ძალიან აფასებს. ეს ფაქტი მათ სიყვარულს აძლიერებს. ,,ამ ქალს მაშინაც ვუყვარდი, როცა გამხდარი ვიყავი და მაშინაც, როცა გავსუქდი. მელოტიც ვუყვარვარ და თმიანიც. ამ ქალს ვუყვარვარ, მე ეს ვიცი. ამიტომაც ვარ იღბლიანი კაცი” – ამბობს ტომი.
6. მთავარი სწორი ადამიანის პოვნაა
ჟურნალისტები ხშირად ცდილობენ ტომ ჰენკსის ხანგრძლივი ქორწინების საიდუმლო იპოვონ. ის კი იცინის და პასუხობს: ,,ბედნიერი ქორწინების საიდუმლო ისაა, რომ შესაფერისი ქალი ვიპოვე. მე ყველაზე იღბლიანი კაცი ვარ მსოფლიოში.”
თქვენ რას ფიქრობთ, რა არის კიდევ მნიშვნელოვანი ბედნიერი ქორწინებისთვის? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში!