მთავარი კულინარია თხელი ღვეზელის რეცეპტი

თხელი ღვეზელის რეცეპტი

by Keti

ღვეზელი სახლის კულინარიის კლასიკაა. ერთი შეხედვით მარტივად გასაკეთებელია, თუმცა იდეალური ღვეზელი მას გამოსდის, ვინც იცის ცომისა და შიგთავსის ოპტიმალური შეფარდება.

ჩვენ შემოგთავაზებთ ღვეზელის ელასტიური ცომის რეცეპტს კეფირზე. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ კარტოფილი, სხვა ბოსტნეული ან ხორცი.

ინგრედიენტები

  • 900 გ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 9 გ საფუარი
  • 500 მლ კეფირი
  • 1 ხახვი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 100 გ მარგარინი
  • კარტოფილის პიურე
  • თეთრი კომბოსტო
  • პილპილი
  • ზეთი

მომზადება

  1. გაადნე მარგარინი და შეურიე კეფირს, კვერცხს,  შაქარს, მარილს. ნარევი ოთახის ტემპერატურაზე ოდნავ თბილი უნდა იყოს. როცა ის მზად იქნება, დაამატე საფუარი და დატოვე 10 წუთი.
  2. დაამატე ცოტ-ცოტა გაცრილი ფქვილი და მოზილე ელასტიური ცომი, დაამრგვალე და წაუსვი ზეთი. ცომის გუნდა ჩადე ჯამში და დააფარე უფრო დიდი ჯამი. ასე დატოვე 40 წუთი.
  3. მოამზადე კარტოფილის პიურე, დაამატე შემწვარი ხახვი. მოთუშე კომბოსტო მეორე სახის ღვეზელისთვის. ორივე შიგთავსს მოაყარე მარილი და პილპილი.
  4. ცომი გაყავი პორციებად, გააბრტყელე, დაადე შიგთავსი და მოუკარი პირი.
  5. ღვეზელი შეწვი ცხელ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

შიგთავსის სახით შეგიძლია გამოიყენო ხაჭო მწვანილითა და ნივრით, სოკო ხახვით, რბილი ყველი…

გასინჯე და გაუზიარე რეცეპტი მეგობრებსაც!