როგორ მივიღოთ ვიტამინი ,,აევიტი”: ეს უიაფესი საშუალება კაპიკები ღირს და საოცრებებს სჩადის.

პრეპარატი ,,აევიტი” პოლივიტამინური კომპლექსია, შემადგენლობით ძალიან პოპულარულია, შეიცავს A, E ვიტამინებს. პრეპარატი მათთვისაა, ვისაც ხანგრძლივი დიარეა, ქოლესტაზი, ღვიძლის ციროზი აქვთ.

ვიტამინის თვითნებური მიღება არ შეიძლება, მას ექიმი ნიშნავს ინდივიდუალურად.

თუმცა კარგი სიახლე გვაქვს: გარეგანად ეს პრეპარატი შეგიძლიათ დიდხანს გამოიყენოთ. ჩვენი რჩევების დაცვით თქვენ შეძლებთ დაიცვათ კანის, ფრჩხილებისა და თმის სილამაზე.

1. ,,აევიტი” სახის კანისთვის

კანის წვრილი მიმიკური ნაოჭების ასაცილებლად მოამზადეთ ნიღაბი. შეურიეთ 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი, 100 გ თბილი რძე, 1 ჩ.კ. თაფლი, ,,აევიტის” 1 კაფსულის შიგთავსი. თუ ნარევი თხელია, ცოტა შვრიის ფქვილი დაამატეთ. წაისვით სუფთა სახის კანზე, დაიტოვეთ 15 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ კვირაში 3ჯერ.

როგორ მივიღოთ ვიტამინი ,,აევიტი'': ეს უიაფესი საშუალება კაპიკები ღირს და საოცრებებს სჩადის.

2. ,,აევიტი” ფრჩხილებისთვის

ფრჩხილის ფირფიტის გასამაგრებლად საკმარისია გახსნათ კაფსულა და სითხე ყოველ ფრჩხილზე წაისვათ. კარგად დაიმასაჟეთ თითის ბოლოებით. საშუალება ეფექტურად მუშაობს, ფრჩხილები არ ტყდება და სწრაფად იზრდება.

როგორ მივიღოთ ვიტამინი ,,აევიტი'': ეს უიაფესი საშუალება კაპიკები ღირს და საოცრებებს სჩადის.

3. ,,აევიტი” თმისთვის

ნიღაბი ასტიმულირებს თმის ეფექტურ ზრდას. ეფექტის მისაღწევად საჭიროა შეურიოთ 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 2 კაფსულა ,,აევიტი”. ნარევი თავის კანზე შეიზილეთ, რაც დარჩება თმაზე გადაინაწილეთ. შემდეგ ჩამოიცვით შხაპის ქუდი და თავი პირსახოცით შეიხვიეთ. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. პროცედურა კვირაში 2ჯერ გაიმეორეთ.

როგორ მივიღოთ ვიტამინი ,,აევიტი'': ეს უიაფესი საშუალება კაპიკები ღირს და საოცრებებს სჩადის.

უკვე სცადეთ ეს მოქმედი პრეპარატი? არ დაგავიწყდეთ თქვენი შთაბეჭდილებების მოყოლა კომენტარებში!

Loading...

  კომენტარები