მთავარი კულინარია არომატული ყავა

არომატული ყავა

by Keti

იულიანა სემენოვას რომანში ჯეკოფსი შტირლიცს უმასპინძლდება შესანიშნავი ნივრიანი ყავით. ეს უძველესი რეცეპტით დამზადებული ყავაა, რომელსაც ,,მოხუცი მავრის საიდუმლო” ერქვა. ზოგი მის წარმოშობას ტიბეტს უკავშირებს, ზოგი – ებრაულ წარმოშობას მიაწერს. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, სადაურიც არ უნდა იყოს, უბრალოდ მივბაძოთ ლეგენდარულ მზვერავს და დავტკბეთ პიკანტური და ხავერდოვანი გემოს მქონე ყავით.

ინგრედიენტები

  • 1 ს.კ. ყავა
  • 200 მლ წყალი
  • 0,25 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება

  1. ყავადანი ცეცხლზე გააცხელეთ, მაგრამ არ გაახუროთ.
  2. ნივრის კბილის 1/4 გაჭყლიტეთ პრესში და ჩადეთ ყავადანში დაფქულ ყავასთან ერთად. შეანჯღრიეთ შიგთავსი, რათა კარგად გადანაწილდეს.
  3. 2-3 წუთი კვლავ გედგათ ცეცხლზე, შემდეგ ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მწიკვი მარილი და ხარშეთ ადუღებამდე. არ წამოაქაფოთ. გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ რამდენიმე წუთით.
  4. გადაწურეთ, გაანაწილეთ ჭიქებში, დაამატეთ ნახევარი ჩ.კ. თაფლი.

მოამზადეთ ეს უჩვეულო ყავა მეგობრებისთვის და გაუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები! ნივრის სუნი არ იგრძნობა, სამაგიეროდ ყავის გემო ძალიან საინტერესოა. სხვათაშორის, ამ მეთოდს აღმოსავლელი ვაჭრები იყენებდნენ, რათა ყავის მარცვლებისთვის საგემოვნო თვისებები გაეუმჯობესებინათ.

თუ გიყვართ ექსპერიმენტები და გსურთ გააფართოვოთ ჰორიზონტი, სცადეთ ამ ყავის მოდუღება!