მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ პიცა-კონუსი 30 წუთში?

როგორ მოვამზადოთ პიცა-კონუსი 30 წუთში?

by Keti

კონო-პიცა ეს არის კონუსისებური ცომი შიგთავსით, რომელშიც აუცილებლად უნდა იყოს ყველი. ფასთ ფუდის მოყვარულებისთვის ის უკვე პოპულარული გახდა.

ის განსაკუთრებით ბავშვებს მოეწონებათ. მისი ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია. დამატებით დაგჭირდებათ ფოლგისგან დამზადებული კონუსები.

ინგრედიენტები

  • 1 ცალი ფენოვანი საფუარიანი ცომი
  • 100 გ შებოლილი ძეხვი
  • 80 გ კეტჩუპი
  • 5 ცალი პომიდორი ჩერი
  • 250 გ მოცარელა
  • 100 ს საქონლის ხორცი
  • 2 ცალი ბულგარული წიწაკა
  • ზეთი

მომზადება

  1. A4 ფორმატის ქაღალდისგან გააკეთეთ კონუსი, დაუფიქსირეთ ნაპირები სკოტჩით, კონუსებს შემოახვიეთ ფოლგა.
  2. სამუშაო ადგილას ფქვილი მოაფრქვიეთ და გააბრტყელეთ ცომი თხლად. დაჭერით ცომი სეგმენტებად, 1 ფირფიტიდან 5 კონუსი გამოდის.
  3. წაუსვით ფოლგის კონუსებს ზეთი, შეახვიეთ მასში ცომი. ნაპირები მჭიდროდ დაუმაგრეთ. კონუსები საცხობზე დაალაგეთ ფართო ნაწილით დაბლა და გამოაცხეთ 230 გრადუსზე 6-8 წუთით.
  4. მზა კონუსები ჩააწყეთ ჭიქებში და აავსეთ შიგთავსი: ჯერ მოცარელა, შემდეგ ძეხვის რგოლები, შემდეგ შემწვარი ძროხის ხორცი, დაჭრილი ბულგარული წიწაკა და დაჭრილი მწვანე ხახვი.
  5. შიგთავსი ზემოდან ჩერის რგოლებით მორთეთ, მოაყარეთ მოცარელა. გამოაცხეთ 230 გრადუსზე, 4-5 წუთით.

პიცა კონუსი გემრიელი, ორიგინალური და მოხერხებულია. ასეთი კერძი ნამდვილი მიგნებაა ფურშეტებისთვის, დღესასწაულებისთვის, პიკნიკებისთვის და ა.შ. გაუზიარეთ ეს გემრიელი რეცეპტი მეგობრებს!