მთავარი კულინარია საუზმის ვარიანტები ჭიქაში

საუზმის ვარიანტები ჭიქაში

by Keti

დიეტოლოგები დაჟინებით გვირჩევენ, რომ საუზმე არ გამოვტოვოთ. თუმცა ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ის მაინც გვავიწყდება ხოლმე.

ჩვენ მოგიყვებით, როგორ უნდა მოამზადოთ გემრიელი და სასარგებლო საუზმე სწრაფად. აიღეთ მოზრდილი ჭიქა, რადგან ის არის მთავარი წამყვანი ფიგურა.

სწრაფი საუზმეები მიკროტალღურში

კვერცხის ომლეტი ჭიქაში

ჭიქაში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, ჩაამატეთ 2 გატეხილი კვერცხი, დაამატეთ 2 ს.კ. რძე, პილპილი და მარილი გემოვნებით. აურიეთ ჩანგლით. შედგით ჭიქა მიკროტალღურში 45 წუთით, შემდეგ კვლავ აურიეთ და დააბრუნეთ კიდევ 30 წუთით. მოუხდება გახეხილი მაგარი ყველიც.

ბოსტნეული ჭიქაში

ჭიქაში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, ჩაამატეთ 1 გატეხილი კვერცხი, დაამატეთ 2 ს.კ. რძე, პილპილი და მარილი გემოვნებით. აურიეთ. დაამატეთ კუბებად დაჭრილი პური, დაჭრილი პომიდორი ჩერი, 2 ს.კ. ისპანახი. არ აურიოთ. შედგით მიკროტალღურში 1 წუთით, სრულ სიმძლავრეზე.

ფრანგული ტოსტები ჭიქაში

გაადნეთ ჭიქაში 20 გ კარაქი, 2 პურის ნაჭერი კუბებად დაჭერით, ჩაყარეთ ჭიქაში, ჩაახალეთ 1 კვერცხი, ჩაასხით 3 ს.კ. რძე, დაამატეთ მწიკვი მდოგვი, ვანილი, შაქარი გემოვნებით. აურიეთ, შედგით მიკროტალღურში 1-1,5 წუთით.

შოკოლადის კექსი ჭიქაში

ცხიმწასმულ ჭიქაში შეურიეთ 4 ს.კ. ფქვილი, მწიკვი სოდა, 4 ს.კ. შაქარი, 1,5 ს.კ. კაკაო. დაამატეთ 1 კვერცხი, 3 ს.კ. რძე და 2 ს.კ. კარაქი. აურიეთ და შედგით მიკროტალღურში 2,5-3 წუთით.

ბანანის კექსი ჭიქაში

გაადნეთ 1 ს.კ. კარაქი, დაჭერით ბანანი, ჩაჭყლიტეთ ჭიქაში ჩანგლით. დაამატეთ 1 კვერცხი და 1 ს.კ. რძე. აურიეთ. დაამატეთ 3 ს.კ. ფქვილი, მწიკვი სოდა და 3 ს.კ. შაქარი. აურიეთ. შედგით მიკროტალღურში 1 წუთით, საშუალოზე. შემდეგ გადაიტანეთ მაღალზე 10 წამით.

ლიმონისა და ქოქოსის კექსი

ცხიმწასმულ ჭიქაში შეურიეთ 4 ს.კ. ფქვილი, მწიკვი სოდა, 2 ს.კ. შაქარი, 4 ს.კ. რძე, 1 ს.კ. ქოქოსის ფანტელი, 1 ს.კ. ლიმონის ცედრა. მოამზადეთ 1,5-2 წუთი მაღალ სიმძლავრეზე.

გამომცხვარი შვრია ვაშლით

შეურიეთ 3 ს.კ. შვრია, 1 კვერცხი, 1 ს.კ. რძე, 1 ჩ.კ. სელის თესლი, მწიკვი დარიჩინი, მარილი. დაამატეთ დაჭრილი ვაშლი და თაფლი გემოვნებით. მოამზადეთ 2-3 წუთი, სრულ სიმძლავრეზე

მაფინები კენკრით

ცხიმწასმულ ჭიქაში შეურიეთ 3 ს.კ. ფქვილი, მწიკვი სოდა, 1 კვერცხი, 3 ს.კ. რძე, 3 ს.კ. შაქარი, 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი. დაამატეთ 1 მუჭა კენკრა, მოამზადეთ 3 წუთი.

შვრია არაქისის კარაქით

შეურიეთ 3 ს.კ. შვრია, 5 ს.კ. წყალი ან რძე, 2 ს.კ. არაქისი. მოამზადეთ 3 ეტაპად თითო წუთით, საშუალო სიმძლავრეზე.

პმლეტი მწვანილით

ათქვიფეთ 2 კვერცხი 2 ს.კ რძესთან, დაამატეთ 1 მუჭა დაჭრილი მწვანე ხახვი და ოხრახუში, მარილი, პილპილი. აურიეთ. მოამზადეთ 1 წუთი, სრულ სიმძლავრეზე. შემდეგ 1 წუთი – საშუალოზე.

მიკროტალღურისთვის არ გამოდგება რკინისა და ოქროსფერი ჭურჭელი, შუშის ჭიქაში ყველაფერს კარგად დააკვირდებით.

ეს რეცეპტები საუკეთესოა მომუშავე დედებისთვის. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!