მთავარი კულინარია აი, როგორ მოვამზადოთ ურბილესი კარტოფილის ბლინები

აი, როგორ მოვამზადოთ ურბილესი კარტოფილის ბლინები

by Keti

ბლინების ყველა ვარიანტი მოსინჯე და ახალს ეძებ? ჩვენ შემოგთავაზებთ თხელი არომატული ბლინების რეცეპტს. მასში ნებისმიერი შიგთავსის შეხვევა შეგიძლია. ისინი მარტივი მოსამზადებელია და ნამდვილი აღმოჩენაა დიასახლისებისთვის, რომელთა დრო შეზღუდულია სამზარეულოსთვის.

ინგრედიენტები

  • 4-5 კარტოფილი
  • 250-300 გ ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 5 ს.კ. ზეთი
  • 250-300 მლ რძე
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • მწვანილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. კარტოფილი გაფცქვენი და დაჭერი ოთხად. ჩაყარე წყლიან ქვაბში და მოხარშე.

2. როცა გაცივდება, ათქვიფე ბლენდერით ან მიქსერით თავის წყალთან ერთად. უნდა მიიღო ფაფისებრი მასა.

3. კარტოფილის მასაში დაამატე გაჭყლეტილი ნიორი, ადუღებული რძე, კვერცხი და ფქვილი. კარგად აურიე. ჩაამატე ზეთი და 1 ჩ .კ. მარილი. კვლავ აურიე და დადგი 30 წუთით.

4. გახურებულ ტაფაში ჩაასხი ზეთი და გამოაცხე თხელი ბლინები. თითოეულს მოაყარე დაჭრილი მწვანილი. გადააბრუნე ფრთხილად.

5. მზადაა! სუფრაზე შეგიძლია მიიტანო როგორც დამოუკიდებელი კერძი, ან სხვადასხვა შიგთავსით: სოკოს, ხორცის, ბოსტნეულის…

გაუმასპინძლდი სტუმრებს გემრიელი ბლინებით. ხოლო ეს შესანიშნავი რეცეპტი გაუზიარე მათაც და მეგობრებსაც სოცქსელში.