მთავარი კულინარია როგორ მოვხარშოთ ბურღულეული იდეალურად?

როგორ მოვხარშოთ ბურღულეული იდეალურად?

by Keti

ფაფა იდეალური რომ გამოვიდეს, უნდა ვიცოდეთ ხარშვის ზუსტი დრო. სხვადასხვა ბურღულს სხვადასხვა დრო სჭირდება მოსამზადებლად.

რამდენ ხანს ვხარშოთ ბურღული

1. ბრინჯი 15-20 წუთი იხარშება, სჭირდება 2ჯერ მეტი წყალი. ხარშეთ პატარა ჭურჭელში დაბალ ცეცხლზე. საჭიროა წინასწარ ჩაალბოთ.

ნაზი რძის ფლავი გამოვა თუ 1 ლ რძეს ავადუღებთ, დავამატებთ მარილს, შაქარს და ჩავყრით 1 ჭიქა მრგვალ ბრინჯს. ხარშეთ 3 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და შეფუთეთ. 30 წუთის შემდეგ მზად იქნება.

2. ფეტვი იხარშება 25-35 წუთი. მოხარშვამდე თბილ წყალში გარეცხეთ, ხარშეთ დაბალ ცეცხლზე.

3. წიწიბურა იხარშება 20-25 წუთი. 1 ჭიქა წიწიბურას 2,5 ჭიქა წყალი უნდა. ხარშეთ დაბალზე, არ ურიოთ. უფრო გემრიელი იქნება, თუ ჩაალბობთ ღამით, დილით კი გადაწურავთ და წამოადუღებთ 2 წუთით.

4. მარგალიტის ქერი იხარშება 40 წუთი ან 1,5 სთ. მოხარშეთ დიდ ჭურჭელში, ბევრ წყალში. ხარშვამდე ბურღული ჩაალბეთ მინიმუმ 5 საათით ცხელ წყალში.

5. მანი იხარშება 15 წუთი, 2 ს.კ. ბურღულს დაასხით 200 მლ სითხე. მანი ფაფა კორძების გარეშე რომ გამოვიდეს, აიღეთ 3 წილი რძე და 1 წილი წყალი. 1 ჭიქა ცივი სითხე ჩაასხით ქვაბში. დაამატეთ 3 ჩ.კ. მანი. დატოვეთ გასაფუებლად 10 წუთი. ის სითხეს შეიშრობს და გამოვა იდეალური.

6. შვრიის ბურღულს ასხამენ მდუღარეს 4 საათით. შემდეგ 30 წუთი ხარშავენ დაბალზე.

7. შვრიის ფანტელი კი იხარშება 3-5 წუთი, დაბალზე.

სჯობს, ფანტელი საღამოდან მოამზადოთ. აიღეთ 1 ლ რძე და 8 ს.კ. შვრიის ფანტელი. აადუღეთ. გადმოდგით და შეფუთეთ. დილით მიირთვით.

8. ბულგური იხარშება 15-20 წუთი, თავდახურული, დაბალ ცეცხლზე.

9. ქერის ბურღული იხარშება 20 წთ. ჩაყარეთ მდუღარეში.

10. წითელი და მწვანე ოსპი იხარშება 30-35 წუთი. ყაფისფერი ოსპი კი 20 წუთი.

11. სიმინდის ბურღული იხარშება 30 წთ. სჯობს, მოამზადოთ დამარილებულ და დამტკბარ წყალში.

გემრიელი გამოდის ღუმელში მომზადებული. აიღეთ 2,5 ჭიქა მდუღარე და 1 ჭიქა ბურღული. დაამატეთ მარილი, შაქარი, ქიშმიში. აურიეთ. დააფარეთ და შედგით 180 გრადუსზე 40 წუთით. უგემრიელესია!

ეს ბურღულეულის ყველაზე გავრცელებული სახეობებია. ფაფა გემრიელი რომ გამოვიდეს, მნიშვნელოვანია მომზადების შემდეგ 15 წთ თბილ ადგილას იყოს. ეს ყველა ბურღულს ეხება, რომელიც 15 წუთზე დიდხანს იხარშება. ფაფას ამატებენ კარაქსაც და ეგზოტიკური მცენარეების ზეთებსაც – სელი, გოგრა… გემრიელია და სასარგებლო ორგანიზმისთვის!

აჩვენეთ სტატია მეგობრებსაც!