მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ კიტრის მარინადი ლიმონით

როგორ მოვამზადოთ კიტრის მარინადი ლიმონით

by Keti

კიტრის მწნილის გაკეთების სეზონი მოახლოვდა. უმრავლესობა დიასახლისებისა კონსერვაციისთვის იყენებს ძმარს. მაგრამ ეს უკანასკნელი ბევრს არ მოსწონს, ზოგს კუჭზე არ უხდება… ძმრის შესანიშნავი ალტერნატივაა ლიმონი – ნატურალური კონსერვანტი.

გთავაზობთ კიტრის მწნილის რეცეპტს ლიმონით.

ინგრედიენტები

  • 600 გ კიტრი
  • 1 ლიმონი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 ღერო კამა
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 1 მიხაკი
  • 1/2 ჩ. კ. მდოგვის მარცვალი
  • 3 ცალი შავი პილპილი
  • 3 ცალი სურნელოვანი პილპილი
  • 150 გ შაქარი
  • 40 გ მარილი
  • 1 ლ წყალი

მომზადება

1. ამ რაოდენობის მასალით ერთი 2 ლიტრიანი ქილა შეივსება.

კიტრი ჩაალბეთ ცივ წყალში რამდენიმე საათით, შემდეგ გარეცხეთ და მოაჭერით ბოლოები ორივე მხრიდან.

2. გასტერილებულ ქილაში ჩადეთ კამა, სანელებლები მარილისა და შაქრის გარდა. ჩაალაგეთ კიტრი მჭიდროდ. გაავსეთ მდუღარე წყლით და დატოვეთ 20 წუთი.

3. გადაღვარეთ წყლი ქვაბში. თუ ლიტრაზე ნაკლები იქნება, დაამატეთ წყალი. გახსენით მასში შაქარი და მარილი. წამოადუღეთ.

4. წამოდუღებული მარილწყალი დაასხით კიტრს. ქილას ზემოდან დაადეთ რგოლებად დაჭრილი ლიმონი. მაშინვე მოხუფეთ. გადააბრუნეთ და დადგით გასაციებლად.

რამდენიმე დღის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ. არ არის აუცილებელი დაიცადოთ ზამთრამდე. ლიმონის წვენში დამარინადებულ კიტრს შესანიშნავი გემო აქვს. უხდება ხორცეულსაც და კარტოფილსაც. საუკეთესოა სალათებში.

თუ ზამთრამდე აპირებთ შენახვას, გადაიტანეთ ბნელ გრილ ადგილზე.

სინჯეთ კიტრის მარინადის  მომზადება ამ წესით და რეცეპტი გააცანით მეგობრებსაც.