მთავარი კულინარია რეცეპტი: ვაზის ფოთლებისგან მომზადებული ტოლმა, კავკასიური სამზარეულოს მეფე.

რეცეპტი: ვაზის ფოთლებისგან მომზადებული ტოლმა, კავკასიური სამზარეულოს მეფე.

by Keti

ტოლმა ყველას უყვარს. ის გემრიელია მომზადებული სხვადასხვა ბოსტნეულში: კომბოსტოს ფოთლებში, ბულგარულ წიწაკაში, ბადრიჯანში. თუმცა ვაზის ფოთოლში შეხვეულ ტოლმას მაინც განსაკუთრებული ხიბლი და გემო აქვს.

გთავაზობთ ვაზის ფოთლის ტოლმის სპეციალურ რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 40-50 ვაზის ფოთოლი
  • 500 მლ ხორცის ბულიონი ტოლმის მოსახარშად

ინგრედიენტები ფარშისთვის

  • 500-600 გ ცხვრის ან ღორის ხორცი
  • 4-6 ს.კ. ბრინჯი
  • 4-5 ხახვი
  • 50-70 გ კარაქი
  • 50-70 მლ ზეთი
  • 1/4 ჩ. კ. კურკუმა
  • 1/2 ჩ. კ. შავი პილპილი
  • 1/2 ჩ. კ. ძირა
  • ქინძი და პიტნა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 1 ჭიქა ნატურალური იოგურტი
  • 4-6 კბილი ნიორი
  • ქინძი, კამა ან ოხრახუში
  • მარილი

მომზადება

ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპში. უმჯობესია გამოიყენოთ ცხიმიანი ხორცი.

ხახვი დაჭერით წვრილად. მისი გატარება არ არის საჭირო.

ბრინჯი სანახევროდ მოხარშეთ.

მოამზადეთ ფოთლები: ისინი უნდა იყოს ახალი და ქორფა. თუ ძალიან ნაზია, ნუღა დამდუღრავთ. პირდაპირ შეახვიეთ ფარში.

თუ დამარილებულ ვაზის ფოთოლს იყენებთ, ისინი კარგად გარეცხეთ, შემდეგ დამდუღრეთ.

გააცხელეთ ტაფაში კარაქი და ზეთი და მოშუშეთ მასში ხახვი ოქროსფრამდე. შემდეგ ჩაამატეთ კურკუმა, ძირა,  პილპილი, მარილი და დაჭრილი მწვანილი.

კარგად აურიეთ ყველაფერი და დაამატეთ ფარში. დიდხანს შუშვა მას არ უნდა, ხორცი მხოლოდ უნდა გათეთრდეს.

შემდეგ ამ მასას ჩაამატეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი  და აურიეთ.

დააფინეთ ვაზის ფოთლები მაგიდაზე გლუვი მხრიდან ქვემოთ. თითოეული ფოთლის შუაგულში დადეთ ცოტა ფარში.

შეახვიეთ ფარში ფოთოლში, გვერდებიც შემოუკეცეთ და გადაახვიეთ.

ქვაბის ძირში ჩააწყეთ რამდენიმე ვაზის ფოთოლი. ზემოდან მჭიდროდ დაალაგეთ ტოლმა რამდენიმე ფენად.

როდესაც სულ ჩაალაგებთ, დააფარეთ დიდი თეფში და დაასხით ბულიონი ისე, რომ მთლიანად დაფაროს. თეფშს დაადეთ რამე სიმძიმე.

დადგით ქვაბი ქურაზე, ადუღების შემდეგ დაუწიეთ და ხარშეთ ტოლმა 1-1,5 საათი დაბალ ცეცხლზე.

მომზადების შემდეგ ამოიღეთ სიმძიმე და დატოვეთ ტოლმა ქვაბში კიდევ 10 წუთი.

სოუზის მოსამზადებლად  ჭიქა იოგურტში ჩაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი, მწვანილი და აურიეთ.

ამოიღეთ ტოლმა თეფშზე და მოასხით დარჩენილი ბულიონი. არ დაგავიწყდეთ სოუსი!

გაუზიარეთ ტოლმის ეს განსხვავებული რეცეპტი მეგობრებს.