მთავარი კულინარია რა კერძები მზადდება ყაბაყისგან?

რა კერძები მზადდება ყაბაყისგან?

by Keti

დადგა ახალი, წვნიანი და ხელმისაწვდომი ყაბაყის სეზონი. ასეთი ნეიტრალური გემოს ბოსტნეული ძალიან პოპულარულია კულინარიაში: საუზმეები, სალათები, გარნირები, სუფები, გამომცხვარი კერძები და დესერტებიც კი – ყაბაყი ყველგან ფიგურირებს.

მოდით, დავტკბეთ ყაბაყის სიუხვით. ჩვენ შევაგროვეთ ყველაზე გემრიელი დაქ საყვარელი კერძები ყაბაყის შემცველობით. ისინი თქვენი საზაფხულო მენიუს ჰიტი გახდება

რა კერძები მზადდება ყაბაყისგან?

1. გამომცხვარი ყაბაყი ყველით

თუ გსურთ რამე ნოყიერი და მსუბუქი მოამზადოთ, შეარჩიეთ ეს კერძი. ეს დიეტური გემრიელობა მოეწონებათ ფიგურაზე მზრუნველებსაც და გურმანებსაც. თამამად მიირთვით ვახშამზეც!

2. ყაბაყის რულეტი

რულეტი ყაბაყისა და სოკოს შიგთავსით ბოსტნეულის საუზმის ვარიანტია. ის პიკნიკზეც მიაქვთ და სადღესასწაულო სუფრებზეც. ცომში ყაბაყის დამატება ამცირებს კერძის კალორიულობას, გემო კი უკეთესი ხდება.

3. ყაბაყი პიკანტური გარსით

საბოლოო შედეგზე 1 დეტალიც ძალიან მოქმედებს. თუ ყაბაყს შეწვავთ, გემრიელი იქნება, თუმცა სულ სხვაა მისი შეწვა სქელი მინანქრით, რომელსაც სოიოს სოუსი აქვს დამატებული. შესანიშნავია!

4. ყაბაყის ტორტი

ეს ცნობილი ორცხობილების ტორტის ბოსტნეულური ინტერპრეტაციაა. ტორტი იდეალური საზაფხულო საუზმეა. სწორი კვების მოყვარულებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ამ კერძს.

5. ყაბაყის პიცა

არ ღირს არჩევანი გააკეთოთ დიეტასა და არომატულ პიცის ნაჭერს შორის. მსუბუქი, ნაზი, წვნიანი ბოსტნეულის პიცა იგივე შეგრძნებევს იწვევს, რასაც მისი კალორიული ორიგინალი. მიირთვით და არ იდარდოთ ფიგურაზე!

6. ომლეტი ,,სამი გემო”

ომლეტი არის ფანტაზია იტალიური ფრიტატის თემაზე. არის სამშრიანი კერძი. პირველი მწვანილით მზადდება, მეორე ბულგარულით, მესამე კი ყაბაყით. ექსპერიმენტირება უსასრულოდ შეიძლება.

7. ყაბაყის მარმელადი

თუ ამ დესერტს გასინჯავთ, ვერც გაიგებთ ყაბაყის გემოს. ბოსტნეული კარგად ინიღბება ანანასის მიღმა, რაც მოსწონთ ტკბილის მოყვარულებს.

შეარჩიეთ ნებისმიერი კერძი ან მოამზადეთ მორიგეობით ყველა. ყოველთვის დიდ სიამოვნებას მიიღებთ!

გაუზიარეთ რჩეული სია მეგობრებს!