მთავარი კულინარია აი, როგორ მოვამზადოთ ლიმონის მუსი სახლის პირობებში

აი, როგორ მოვამზადოთ ლიმონის მუსი სახლის პირობებში

by Keti

ცხელ პერიოდში კალორიული ნამცხვრების ჭამა ნაკლებად გვინდება. ზაფხულისთვის იდეალური ვარიანტია მომჟაო ციტრუსიანი ან კენკრიანი დესერტები. მით უფრო, რომ მათი უმრავლესობა სწრაფად მზადდება და ძალიან გემრიელებია. ზახულის მენიუში განსაკუთრებული ადგილი აქვს მუსებს.

ლიმონის მუსი – არის გამახალისებელი მსუბუქი დესერტი, ხაჭოთი და ლიმონის ცედრით მომზადებული. სულ არ არის მჟავე, აქვს ნაზი ტექსტურა და სასიამოვნო არომატი. დესერტის სიტკბო შეგიძლიათ თავად დაარეგულიროთ. სცადეთ მომზადება ზაფხულის რომელიმე საღამოს.

ინგრედიენტები

  • 250 გ უცხიმო ხაჭო
  • 10 გ ჟელატინი
  • 1 ცალი ლიმონი
  • 1 ცალი კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • შაქარი გემოვნებით

მომზადება

1. გაადნეთ ჟელატინი ფიალაში, 0,5 ლიმონს მოაცალეთ ცედრა. კვერცხი გაყავით გულებად და ცილებად. გულებს შაქარი დაამატეთ, ასევე 50 გ ხაჭო და ლიმონის ცედრა. აურიეთ. დადგით ქვაბით ქურაზე. აადუღეთ და ხარშეთ 2 წუთის მანძილზე.

2. მასაში ჩაამატეთ ჟელატინი, კარგად აურიეთ. ხაჭოს ნარჩენი ათქვიფეთ ბლენდერით, ჩაამატეთ ის ჟელატინიან მასას. აურიეთ. ცილა კი ათქვიფეთ ცალკე და შეურიეთ ხაჭოს მასას. აურიეთ ყველაფერი.

3. დესერტი გადაანაწილეთ ჭიქებში და შედგით მაცივარში 1,5-2 სთ. მუსი მორთეთ პიტნის ფოთლებით ან ფორთოხლის რბილობით.

ბევრ დიასახლისს არ მოსწონს მუსის დესერტი, რადგან მიქსერთან და პროპორციებთან შეჭიდება ეზარება. თუმცა მუსების სინაზე და გემო ღირს დახარჯულ ენერგიად.

თქვენ გიყვართ მუსი? გაგვიზიარეთ თქვენი საფირმო რეცეპტები კომენტარებში!