მთავარი კულინარია უგემრიელესი ნამცხვარი კეფირითა და მარწყვით

უგემრიელესი ნამცხვარი კეფირითა და მარწყვით

by Keti

დღეს ისეთი უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტს გთავაზობთ, როცა ინგრედიენტების ხელმისაწვდომობა და მომზადების სიმარტივე საოცარ შედეგს იძლევა. ეს არის კეფირზე დამზადებული მარწყვის დესერტი. სცადეთ!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 2 კვერცხი
  • 170 გ შაქარი
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 50 გ კარაქი
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ. კ. სოდა
  • 300 გ მარწყვი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1. კარაქი გაადნე მიკროტალღურში, ცოტათი გააციე.

2. ცალკე ჭურჭელში ათქვიფე კვერცხი დაბალ სიჩქარეზე მწიკვ მარილთან ერთად. როცა მოცულობაში გაიზრდება, ჩაყარე მასში შაქარი და გააგრძელე თქვეფა 5 წუთის განმავლიბაში თეთრი ჰაეროვანი მასის მიღებამდე .

3. გოგლიმოგლში ჩაასხი კეფირი და კარაქი. ათქვიფე დაბალ სიჩქარეზე. გაცერი ფქვილი და შეურიე სოდა.

4. მიქსერის დახმარებით მოზილე არაჟნის კონსისტენციის გლუვი და ერთგვაროვანი ცომი.

5. საცხობ ფორმას წაუსვი კარაქი. ჩააწყე ფსკერზე გარეცხილი მარწყვი.

6. მარწყვს ზემოდან დაასხი ცომი ისე,რომ მთლიანად დაიფაროს. შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 1 საათით.

7. ბოლომდე გააციე  და შემდეგ ამოიღე ფორმიდან. მორჩა! მარწყვის შესანიშნავი ნამცხვარი მზადაა!

არომატული და რბილი მარწყვის ნამცხვარი გულგრილს არ დატოვებს არც ბავშვს, არც უფროსს. თან როგორი იოლი მოსამზადებელია!

გემრიელად მიირთვი ფუმფულა დესერტი ჩაისთან ერთად მეგობრების გარემოცვაში და ეს უმარტივესი და უიაფესი რეცეპტი გაუზიარე მათაც.