მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ ყაბაყი ანანასის წვენით

როგორ მოვამზადოთ ყაბაყი ანანასის წვენით

by Keti

არავინ დაიჯერებთ თუ გეტყვით, რომ ყაბაყი შეიძლება ანანასად იქცეს!  ჩვენ შევეცდებით, გითხრათ, როგორაა ეს შესაძლებელი. სტუმრებს დაახუჭინეთ თვალები და გაასინჯეთ ჩვენი შემოთავაზებული რეცეპტით მომზადებული კერძი. ვერავინ მიხვდება, რას მიირთმევს.

ყაბაყი ანანასის წვენით

ინგრედიენტები

  • 1 კგ ნორჩი ყაბაყი
  • 350 გ ანანასის წვენი
  • 1/2  ჭიქა შაქარი
  • 2/3  ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა
  • 1-2 გ ვანილი

მომზადება

1. ყაბაყი გაფცქვენით, მოაშორეთ თესლი.

2. ყაბაყის რბილობი დაჭერით კუბებად.

3. წვენი ჩაასხით ქვაბში, ჩაყარეთ მასში შაქარი, ვანილი, ლიმონის მჟავა. დადგით ცეცხლზე.

4. ურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება.

5. შემდეგ ჩაყარეთ ყაბაყი და ხარშეთ 20 წუთი დაბალ ცეცხლზე. პერიოდულად ურიეთ.

6. ისევ ცეცხლზე მდგომი ქვაბიდან ყაბაყი ჩაასხით გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ. ქილები გადააბრუნეთ, შეფუთეთ და დატოვეთ ასე მთელი ღამით.

7. ანანასის გემოს მქონე ყაბაყი მზადაა. გემრიელად მიირთვით.

თვითონ ყაბაყს არ აქვს გამორჩეული გემო, თუმცა მისგან დამზადებული კერძები მრავალფეროვანი, გემრიელი და სასარგებლოა.

ეს განსაკუთრებული რეცეპტი გაუზიარეთ მეგობრებსაც სოციალურ ქსელში.