მთავარი რჩევები 4 მეცნიერული მეთოდი ტვინის კომპიუტერივის მუშაობისთვის

4 მეცნიერული მეთოდი ტვინის კომპიუტერივის მუშაობისთვის

by Keti

თუ ტვინს ყოველდღე არ მივცემთ აუცილებელ დატვირთვას, ის ფიქრს გადაეჩვევა. როგორც კუნთები სუსტდება ვარჯიშის გარეშე, ასევე ბერდება გონებაც. მეცნიერების მტკიცებით მეხსიერებისა და ყურადღების ხშირი ვარჯიში აჩქარებს ტვინის რუხი ნივთიერების უჯრედების ზრდას. წარმოიქმნება ახალი ნეირონები და იქმნება რთული ფუნქციური კავშირები ტვინის სტრუქტურებს შორის.

ჩვენ გთავაზობთ მეხსიერების განსამტკიცებელ რამდენიმე შემოწმებულ მეთოდს. შეგიძლიათ თავისუფალი დრო ამ ვარჯიშებით შეავსოთ.

მეხსიერების განსამტკიცებელი ვარჯიშები

1. ფერადი სიტყვები

ჩამოწერეთ ბევრი სიტყვა სხვადასხვაფრად. ხმამაღლა წარმოთქვით არა სიტყვა, არამედ ფერი, რომლითაც ის არის დაწერილი. როცა ტექსტის ბოლოში ჩახვალთ, გაიმეორეთ ვარჯიში უკუღმა. მარტივი არ არის ხომ? საქმე იმაშია, რომ თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო ცდილობს ფერის დასახელებას, მარცხენა კი სიტყვის თქმას გაიძულებთ. ასე ვარჯიშდება ტვინის ორივე ნახევარსფერო და ვამყარებთ მათ შორის ახალ კავშირებს.

ეს ტექნიკა ალცჰეიმერის დაავადების აცილებაშიც გვეხმარება.

2. შულტეს ცხრილი

ეს არის პერიფერიული მხედველობის, ყურადღებისა და კითხვის სიჩქარის სავარჯიშო. ამ დავალების შესრულებისას ცხრილი უნდა იყოს თვალიდან 30-35 სმ-ს დაშორებით. ეცადეთ ფოკუსირდეთ ცენტრში მყოფ ციფრებზე და თვალით არ ირბინოთ მთელ ცხრილში.

იპოვე რიცხვი 1-25მდე ზრდადობით, გამოტოვების გარეშე და რაც შეიძლება სწრაფად. ეცადეთ არ თქვათ ხმამაღლა. არ მოაშოროთ მხედველობა ცენტრს. ახალბედები დავალებას 1 წუთში ასრულებენ, მაგრამ მიზანია მათი 10 წამში პოვნა.

მთავარი ციფრების მოძებნა არაა, მთავარია ცენტრში ყურებით დაინახოთ ცენტრალური და მეზობელი ციფრები ერთდროულად. ამით მხედველობის კუთხეს გაივარჯიშებთ და ისწავლით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძებნას.

3. ნიშნები თითებით

მარჯვენა ხელის თითებით გამოსახეთ ,,მშვიდობის სიმბოლო”, მარცხენა ხელით ნიშანი ,,ოკეი”. ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ მალე იგრძნობთ, რომ იოლი არ არის ორივე ხელით სხვადასხვა მოქმედების სინქრონული კეთება. ეს ვარჯიში ყურადღებისა და კონცენტრაციის მომატებაში დაგეხმარებათ, ასევე ერთი ამოცანიდან მეორეზე გადართვაში.

4. წერა ერთდროულად ორივე ხელით

თუ ისწავლით ორივე ხელის ერთდროულად ფლობას, შეძლებთ მეხსიერების საუკეთესოდ გავარჯიშებას. აიღეთ 2 ფურცელი და კალამი ორივე ხელში. დაიწყეთ ხაზვა ან ასოების წერა ერთდროულად ორივე ხელით. ეცადეთ ხელები ზუსტად ერთნაირად ამოძრაოთ. ეს ფანტი ტვინს ასწავლის რამდენიმე დავალების ერთდროულად და სწრაფად შესრულებას, ხარისხის კარგვის გარეშე.

გარდა ამისა, ეცადეთ, ჩვეული საქმიანობების დროსაც შეცვალოთ ხელი. მაგალითად, პარსვა, თმის ვარცხნა, კბილების ხეხვა, მალამოს წასმა. თუ მემარჯვენე ხართ, დაიწყეთ მოქმედებები მარცხენათი. მალე შენიშნავთ, როგორ იოლად და სწრაფად ერთვებით ერთი საქმიდან მეორეზე.

ასევე სცადეთ რაიმეს კეთება დახუჭული თვალებით. მაგალითად, მიიღეთ შხაპი, შეიკარით ფეხსაცმელი.

შეცვალეთ გადაადგილების მარშრუტები მეხსიერების გასააქტიურებლად.

გახსოვდეთ, რომ მოწიფულ ასაკში ახალგაზრდა გონებისთვის საჭიროა გამოიმუშაოტ სწორი ცხოვრებისეული მიდგომები. თუ გაღელვებტ ტქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები, ჩვევად აქციეთ ეს ვარჯიშები უკვე დღეიდან.

აუცილებლად მოუყევით თქვენს ახლობლებსა და მეგობრებს ტვინის ვარჯიშების შესახებ, რათა მოახდინონ სიბერის ჭკუასუსტობის ეფექტური პროფილაქტიკა!