მთავარი კულინარია 6 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელმაც შეიძლება დააზიანოს თქვენი საუკეთესო რეცეპტი

6 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელმაც შეიძლება დააზიანოს თქვენი საუკეთესო რეცეპტი

by guramus

შეარჩიეთ საუკეთესო რეცეპტი, მიყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ შედეგი შორსაა რეცეპტისგან? ბევრი რამ შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ქვემოთ გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომლებიც გავლენას ახდენს შედეგზე და თქვენი კერძი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

გადატენილი / გადავსებული ტაფა

თუ გსურთ, რომ ხორცი შეიწვას და ჰქონდეს ხრაშუნა ეფექტი, აუცილებელია ტაფაში დავტოვოთ ადგილი. გადავსებულ ტაფაში ხორცი მოიხარშება და იქნება რბილი.

უყურო ტაფა

როგორც წესი, ტაფა, რომელსაც არ აქვს სახელური, ნაკლებად ცხელდება, განსხვავებით ყურიანი ტაფისგან. ამიტომ თუ გსურთ ხორცი მაღალ ტემპერატურაზე შეწვათ, გამოიყენეთ სახელურიანი ტაფები.

სპაგეტის უმარილო წყალში მოხარშვა

დაიმახსოვრეთ, სპაგეტი და ზოგადად მაკარონი უნდა მომზადდეს მარილიან წყალში, რათა არ ჩაიშალოს და ჩაფლავდეს. მარილი ამკვრივებს და მოხარშული მაკარონი არ იშლება.

მშრალ ინგრედიენტებს ჩვეულებრივი ჭიქით ზომავთ

ჩვეულებრივი ჭიქა ყოველთვის მოგატყუებთ. გამოიყენეთ სპეციალური საზომი ჭიქა.

არ აცხელებთ ტაფას საკმარისად

აუცილებელია კარგად გახურებული ტაფა, სანამ მასში მოათავსებთ პროდუქტს.

გაყინული ხორცის პირდაპირ ტაფაზე დადება

დაიმახსოვრეთ, ხორცი ჯერ უნდა გალღვეს ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ უნდა დაიწყოთ მისი მომზადება.