6 საკვები, რომლის ხელმეორედ გაცხელება არ შეიძლება

ბევრი ჩვენგანი აცხელებს საკვებს, რომელიც წინა საუზმიდან ან ვახშმიდან შემორჩა. ცხელი საკვები ბევრად გემრიელია, მაგრამ არის ისეთი საკვები პროდუქტები, რომლის გაცხელებაც დაუსშვებელია ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ეს საკვები პროდუქტებია:

1. ისპანახი

ბევრი ადამიანი, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებას ეწევა ხშირად მიირთმევს ისპანახს. ისპანახი შეიცავს ბევრი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს. აღნიშნული ნივთიერები კვდება გაცხელების შედეგად.

2. ნიახური

ხშირად იყენებენ ამ მცენარეს სუპებში და ის არავითარ შემთხვევაში არუნდა გავაცხელოთ.

3. კარტოფილი

ექსპერტების დასკვნით კარტოფილი მომზადებიდან 24 საათის შემდეგ კარგავს მის ჯანსაღ თვისებებს და მისი გაცხელება არ შეიძლება .

4. კვერცხი

კვერცხის შემადგენლობა იცვლება მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისგან, ის  სრულიად იცვლის შემცველობას და გამოყოფს ტოქსინებს, რომლებიც ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის.

5. ქათამი

ქათმისგან მომზადებული კერძის გაცხელებისას იცვლება პროდუქტის შემადგენლობა. თუმცა, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ერთხელ მისი გაცხელება, ოღონდ ძალიან დაბალ ცეცხლზე.

6. სოკო

ახალმომზადებული კერძი სოკოსგან ძალიან გემრიელი და სასარგებლოა, მაგრამ მის გაცხელებას არ გირჩევთ. სოკო შეიცავს ცილას, რომლის სტრუქტურაც გაცხელებისას იცვლება. თუკი გიცდიათ სოკოს გაცხელება, ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მისი გემო რადიკალურად იცვლება.

Loading...

  კომენტარები