როცა ბავშვი ძალიან პატარაა, მშობლები მასზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. ცდილობენ გაიგონ, რა სურთ ბავშვებს და რა აწუხებთ. მაგრამ როგორ უნდა გავუგოთ ბავშვებს, როცა ისინი ვერ მეტყველებენ? ექსპერტები ბავშვთა კომუნიკაციის 3 მთავარ მეთოდს გამოყოფენ.
ტირილის სტილი
ტირილი პირველ 4 თვეში თვითგამოხატვის მთავარი გზაა ბავშვებისთვის. მაგრამ როგორ უნდა გაარკვიონ მშობლებმა ბავშვი შიმშილის გამო ტირის, ტკივილის თუ რაიმე სხვა მიზეზით?
- დაძახების ტირილი. ბავშვი თუ დიდხანს იყო მარტო, ახლა მშობლებს უხმობს, რათა ხელში აიყვანონ. ისინი 5-6 წამის მანძილზე ტირიან, შემდეგ 20 წამი წყვეტენ ტირილს და შედეგს ამოწმებენ. თუ მშობელი არ გამოეხმაურა ბავშვს, ეს ციკლი რამდენჯერმე მეორდება და შემდეგ ტირილი უწყვეტი ხდება.
- შიმშილის ტირილი. ეს დაძახების ტირილს გავს დასაწყისში, თუმცა თუ ბავშვს არ აიყვანენ, ტირილი უწყვეტი და ისტერიკული ხდება. შეიძლება ამ დროს ბავშვი თავსაც ატრიალებდეს და პირით ხმებსაც გამოსცემდეს.
- ტკივილის ტირილი. ტირილი მონოტონური, ხმამაღალი და მუდმივია. პერიოდულად, ისტერიკული აფეთქებებია, რაც ტკივილის ზრდის მაჩვენებელია. თუ ბავშვი ავადაა, მათი ტირილიც მონოტონურია, მაგრამ წყნარი, რადგან ხმამაღალი ტირილისთვის ძალები არ ყოფნით.
- ტირილი ფიზიოლოგიური პროცესების გამო. გაზი, მოშარდვა, დეფეკაცია – ეს ყველაფერი იწვევს დისკომფორტს. ტირილი შეიძლება იყოს ცრემლიანი და მწვავე.
- უძილობის ტირილი. როცა ბავშვს ეძინება, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ იძინებს, მას მონოტონური ტირილი აქვს, პერიოდულად ამთქნარებს, თან ეხება თვალებსა და ყურებს.
- დისკომფორტის ტირილი. ეს გაბრაზებული და წყვეტილი ტირილია, თან სდევს მოუსვენრობა, წრიალი. ამ დროს საშიროა პამპერსის შემოწმება, ან შესაძლოა ძალიან სცხელათ ან სცივათ.
- გარდა ამისა, ჩვილი ტირის, როცა გარემოს შეცვლა სურთ ან მოწყენილები არიან.
ხმები, რომლებსაც ისინი გამოსცემენ
ავსტრალიელი პედიატრი პრისცილა დანსტენი ადრეული ასაკის ბავშვების (3-4 თვის) ხმებს 20 წელზე მეტხანს იკვლევდა. ექსპერიმენტში სხვადასხვა ეროვნების ჩვილმა მიიღო მონაწილეობა. პრისცილა ფიქრობს, რომ ხმოვანობის მთავარი რეფლექსი საერთაშორისოა. 4 თვის შემდეგ ბავშვები საკომუნიკაციო ხმებს გამოსცემენ, რაც მათი ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.
მთავარი ხმოვანი სიგნალების ,,ლექსიკონი” მოიცავს
- ’ნეჰ’ – “მშიერი ვარ” ეს ხმა იწყება მაშინ, როცა ბავშვი ენას ყოფს და წოვის რეფლექსის იმიტირებას ახდენს.
- ’ეჰ’ – “პირიდან ჰაერს ვუშვებ” ეს ხმა გამოხატავს იმას, რომ ზედმეტი ჰაერი ტოვებს ბავშვის საყლაპავს და ცდილობს პირის ღრუში გათავისუფლდეს
- ’ოუ’ – “მეძინება ან დაღლილი ვარ!” მთქნარებამდე ისინი პირს ამოძრავებენ
- ’ჰეჰ’ – “არაკომფორტულად ვარ!” არასასიამოვნო ტაქტილური შეგრძნება ბავშვს ხდის მოძრავს და ის ხელ-ფეხს აფართხალებს. ამ დროს ბავშვს პირი ღია აქვს.
- ’ეა’ – ’’გაზები მაქვს და მუცელი მტკივა!’’
მათი მოძრაობა
სხეულის ენაც ბევრს მეტყველებს ბავშვთა მდგომარეობაზე
- ზურგის მოხრა. 2 თვემდე ბავშვები ასე ცდილობენ მუცლის ტკივილს და კოლიკას უპასუხონ. 2 თვის ზემოთ ბავშვებისთვის ეს მოძრაობა დაღლილობას ან ცუდ ხასიათს გამოხატავს.
- თავის ტრიალი. ეს დამამშვიდებელი მოძრაობაა. ამას ძილამდე აკეთებენ, ან მაშინ, როცა ირგვლივ უცნობი ხალხია.
- ყურებზე ხელის მოკიდება. ხშირად ასე საკუთარ სხეულს სწავლობენ, თუმცა საჭიროა ყურადღება, თუკი ეს მოძრაობა ტირილის დროს აკეთებს და ხშირად მეორდება.
- მუშტების შეკვრა. ეს ხშირად შიმშილის ნიშანია.
- ფეხების აწევა. ეს კოლიკას ან მუცლის ტკივილის ნიშანია, ბავშვი რეფლექსურად ცდილობს ტკივილის შემსუბუქებას.
- მხრების მოძრაობა. ეს ნიშნავს, რომ ბავშვი შეშინებულია. ხმამაღალი ხმა, დიდი განათება, უეცარი გაღვიძება ან მსგავსი იწვევს ამ რეფლექსს. ამ დროს ბავშვს კომფორტის შექმნა სჭირდება.
პედიატრები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ბავშვებს რაც შეიძლება ხშირად ველაპარაკოთ, ავუხსნათ და ვაჩვენოთ ყველაფერი, თუნდაც გვეგონოს, რომ მათ ჯერ არ ესმით ეს. საუბარი ბავშვებს საყვარელ ადამიანებთან სწორ კომუნიკაციაში ეხმარება, ისინი მათ უნიკალური ხმებითა და ჟესტებით პასუხობენ, რაც ბავშვებს განვითარებაში ეხმარება.
დაამატებდით რაიმეს სიაში? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ან შეხედულებები კომენტარებში!