მთავარი ურთიერთობები შვილებს შეუძლიათ მშობლების სიცოცხლის გახანგრძლივება – კვლევის შედეგები

შვილებს შეუძლიათ მშობლების სიცოცხლის გახანგრძლივება – კვლევის შედეგები

by guramus

 

კალიფორნიის უნივერისტეტის მკვლევარებმა ახლახანს დაადგინეს, რომ შვილებს შეუძლიათ მშობლების სიცოცხლის  გახანგრძლივება. მეცნიერები 1600 ადამიანს აკვირდებოდნენ, რომელთა საშუალო ასაკი 71 წელია. 14 წლიანი დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ის მოხუცები, რომლებთანაც შვილები და შვილიშვილები დიდ დროს ატარებენ უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ ვიდრე ის მოხუცები, რომლებიც ცხოვრების ბოლო წლებს მარტოობაში ატარებენ.

კვლევამ აჩვენა, რომ მარტობაა დიდ როლს თამაშობს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. კვლევის ხელმძღვანელი ბარბარა მოსქოვიცი  The New York Times-სთან საუბრისას ამბობს, რომ ერთადერთი რაც ცხოვრებაში გვჭირდება არის ახლობლებისა და საყვარელი ხალხის გარემოცვაში ყოფნა.

ადამიანი ასაკში შესვალსასთან ერთად იცვლება. ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობა ყველაზე მეტად მოხუცებისთვისაა მნიშვნელოვანი. თუმცაღა, როგორც წესი, შვილები და შვილიშვილები ნაკლებ დროს ატარებენ მოხუცებთან.