მთავარი ურთიერთობები 7 ჩვევა, რომელიც ბედნიერ ადამიანებს ახასიათებთ

7 ჩვევა, რომელიც ბედნიერ ადამიანებს ახასიათებთ

by guramus

ბედნიერება ჩვენს შორის არის, უბრალოდ, საჭიროა აღმოვაჩინოთ ის. ყოველი წამი ღვთისგან ბოძებული სასწაულია. სასწაული კი თავის მხრივ ბედნიერებაა. ადამიანები იმდენად ვეჩვევით ცხოვრებას და გახვეული ვართ ყოველდღიურობის ქარცეცხლში, რომ ვერ ვამჩნევთ რამხელა სიხარულია იცოცხლო და გიყვარდეს.

გთავაზობთ ბედნიერი ადამიანების 8 ჩვევას. წაიკითხეთ, გაიაზრეთ და თუ მოგეწონებათ, გამოიყენეთ ცხოვრებაშიც.

  1. არ მიაქციო ყურადღება სხვა რას ამბობს შენზე
    იცხოვრე შენი ცხოვრებით, ყველას ვერ მოეწონები. ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც შენს საქციელს არ მოიწონებს და გაგაკრიტიკებს.
  2. იყავი მეგობრული და მადლიერი
    გაეცით დადებითი ემოციები და სამყაროც იგივეს დაგიბრუნებთ.
  3. ყველა სიტუაციაში პოზიტივი დაინახე
    ნებისმიერ გარემოებაში შეიძლება კარგიც დავინახოთ და ცუდიც. მთავარია როგორი თვალით და განწყობით შევხედავთ. ეძებეთ მხოლოდ კარგი, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი.
  4. გაიაზრე, რომ ცხოვრებაში არაფერია უნიკალური
    ნაკლი ყველაფერს მოეძებნება. ვერც თქვენი მოქმედებები იქნება უნაკლო. ამიტომ საკუთარი თავის დადანაშაულება, თუ რაღაც ისე ვერ გააკეთეთ, როგორც გინდოდათ, არ ღირს. უშეცდომო კაცი არ არსებობს.
  5. ხშირად გაიღიმე 
    ნუ ივლი მოწყენილი, გაუღიმე ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, ყველას, ვინც შეგხვდება და დაინახავ, რომ ცხოვრებაც გაგიღიმებს.
  6. იცხოვრე აწმყოთი
    დააფასე თითოეული წამი, არც წარსულზე იდარდო და არც მომავალზე. ვერცერთს ვერ შეცვლი წუხილით. უბრალოდ გაიაზრე, რომ დღეს შენი დარჩენილი ცხოვრების პირველი დღეა.
  7. ისწავლე
    მხოლოდ განათლებულ ადამიანს შეუძლია გაუმკლავდეს ცხოვრების სირთულეებს. იკითხე წიგნები, მიიღე კარგი განათლება, თითოეული დღე აქციე გაკვეთილად. წარსული გამოცდილება საუკეთესო მასწავლებელია.