არ გაუშვა შანსი ჩაიწერო ამ ოლადების რეცეპტი.

ბევრს უყვარს ყვავილოვანი კომბოსტო ნებისმიერი სახით. მაგრამ ბევრი ვერ იხიბლება ამ პროდუქტით. ამის მიზეზი კი არის ის, რომ არ შეხვედრიათ სათანადოდ წარმატებული რეცეპტი.

ოქროსფერი ოლადები ის კერძია, რომლისგანაც იწყება ამ ბოსტნეულისადმი თბილი გრძნობები. კომბოსტოს გემო სხვა ინგრედიენტებთან საერთოდ იკარგება. სინჯეთ, სასიამოვნოდ გაოცდებით!

ინგრედიენტები

  • 1 კგ ყვავილოვანი კომბოსტო
  • 2 კვერცხი
  • 3 ს.კ. მაიონეზი
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • 0,25 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • ზეთი

მომზადება

  1. გარეცხეთ კომბოსტო, გაარჩიეთ პატარა ნაწილებად, მოათავსეთ ცივ მარილიან წყალში 1 სთ.
  2. გადაწურეთ კომბოსტო, გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე შესაშრობად. დააქუცმაცეთ ბლენდერში.
  3. შეურიეთ კომბოსტოს კვერცხი, მაიონეზი, ფქვილი, გამაფხვიერებელი. აურიეთ კარგად.
  4. ჩაალაგეთ ოლადები ცხელ ზეთიან ტაფაში, შეწვით ორივე მხარეს.

არ გაუშვა შანსი ჩაიწერო ამ ოლადების რეცეპტი.

ოქროსფერი ოლადები სუფრასთან ცხელი მიიტანეთ, არაჟანთან ან სხვა სოუსთან ერთად. ასეთი რეცეპტის მომზადების შემდეგ კომბოსტო ყოველთვის მაცივარში გექნებათ!

გაუზიარეთ ეს ახალი რეცეპტი თქვენს მეგობრებს, ისინი მადლიერები დაგრჩებიან!

  კომენტარები