მთავარი კულინარია რაც ეს რეცეპტი ვისწავლე, ახალ კარტოფილს სულ ამ მეთოდით ვამზადებ

რაც ეს რეცეპტი ვისწავლე, ახალ კარტოფილს სულ ამ მეთოდით ვამზადებ

by Keti

ახალი კარტოფილი ჩვეულებრივი პროდუქტია, თუმცა ნივრის, სალის, საკმაზების დამატებით ის იდეალური კერძი ხდება. და თუ ასეთ კარტოფილს ქილაში მოვათავსებთ?

დარწმუნებულები ვართ, ასეთი ჯერ არ მოგიმზადებიათ. თუ გაფცქვნილ კარტოფილს მინის ჭურჭლით ღუმელში გამოაცხობთ, ის წვნიანი და გემრიელი გამოდის. ეს რბილი და არომატული კარტოფილი მრავლისთვის აღმოჩენაა.

ინგრედიენტები

  • 0,5 კგ ახალი კარტოფილი
  • 300 გ ლორი
  • 1 ხახვი
  • 30 გ კარაქი
  • მარილი, პილპილი, პროვანსული ბალახი

მომზადება

1. გაფცქვენით ახალი კარტოფილი და დაჭერით, დაამატეთ მარილი, პილპილი. აურიეთ.

2. ხახვი დაჭერით ნახევარ რგოლებად, ლორი – წვრილ ღეროებად.

3. ქილას კარაქი წაუსვით, გაავსეთ კარტოფილით, ხახვით და ლორით. დააფარეთ ფოლგა და შედგით ცივ ღუმელში. შემდეგ ჩართეთ ის და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთით. მიიტანეთ სუფრასთან საშინაო სოუსთან ერთად!

კარტოფილი და ლორი შეგიძლიათ ქათმის ნაჭრებით შეცვალოთ, რომელსაც წინასწარ კეფირსა და საკმაზში დაამარინადებთ. დაამატეთ წითელი ხახვიც და დაჭრილი სტაფილო. დიახ, ქილაში მომზადებული კარტოფილი ხორცთან ერთად გახდება ერთ-ერთი საყვარელი სადილი თქვენთვის. მზად ხართ გასინჯოთ? გაუზიარეთ სტატია სხვებსაც!