მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ გემრიელი მწვადი? 6 სხვადასხვა რეცეპტი

როგორ მოვამზადოთ გემრიელი მწვადი? 6 სხვადასხვა რეცეპტი

by Keti

ზოგს ჰგონია, რომ მწვადი გემრიელი გამოდის, თუ მარინადი კარგია, ზოგისთვის საიდუმლო დამარინადების ხანგრძლივობაშია. ზოგი კი ამბობს, რომ მთავარია ხორცი იყოს კარგი. ჩვენ კი ვიტყვით, რომ ყველაფერი ერთად არის საჭირო.

დღეს გთავაზობთ მწვადის რამდენიმე რეცეპტს. მოამზადეთ ის სხვადასხვა ხორცისგან, დაამატეთ ბოსტნეული, და დატკბით გემოების მრავალფეროვნებით.

თევზის მწვადი

ინგრედიენტები

  • 1 კგ ლოქოს ფილე
  • 1 ჩაის კოვზი ძირა
  • 1 სუფრის კოვზი დაფქული ქინძი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • ნახევარი ჩაის კოვზი შავი პილპილი
  • 2 სუფრის კოვზი პაპრიკა

მომზადება

  • ფილე დაჭერით 4×5-ზე სმ ზომის ნაჭრებად. მოაცილეთ ფხები
  • შეურიეთ: ძირა, მარილი, პილპილი, პაპრიკა და ქინძი
  • მოაყარეთ ფილეს საკმაზი და დატოვეთ 30 წთ
  • ააგეთ ფილე შამფურებზე და შეწვით თევზის მწვადი მაყალზე

ქათმის მწვადი

ინგრედიენტები

  • 1კგ ქათმის ფილე
  • 150მლ კეფირი
  • 1 მწიკვი ზაფრანა
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 სუფრის კოვზი დაფქული ქინძი
  • 1 ჩაის კოვზი ძირა
  • 1 ჩაის კოვზი კურკუმა
  • 60გრ კარაქი
  • ნახევარი ლიმონი
  • 50მლ წყალი

მომზადება

  • დაჭერით ფილე 3×4-ზე სმ ზომის ნაჭრებად
  • შეურიეთ მარილის, კურკუმას, ძირას და ქინძის ნახევარი. დაამატეთ კეფირი და მარინადი დაასხით ხორცს. დატოვეთ 1 სთ
  • შეურიეთ ზაფრანა დარჩენილ მარილს. დაამატეთ ცხელი წყალი.
  • გაადნეთ კარაქი, შეურიეთ ლიმონის წვენი და ზაფრანას ნარევი.
  • წამოაგეთ ქათამი შამფურზე და დადეთ მაყალზე. მომზადების პროცესში ხორცს მოასხით ლიმონის და ზაფრანის ნარევი.

კრევეტების მწვადი

ინგრედიენტები

  • 300 გრ ქათმის ფილე
  • 300 გრ კრევეტები
  • 150 გრ ქამა სოკო
  • 150 გრ პომიდორი ჩერი
  • 40 მლ სოიოს სოუზი
  • 20 გრ იმბირის ფესვი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  • გაფრცქვენით იმბირი და გახეხეთ მსხვილ სახეხზე
  • დაჭერით ქათამი, კრევეტები კი გაასუფთავეთ
  • ქათამს და კრევეტებს შეაზილეთ მარილი და იმბირი. დატოვეთ ასე 1 საათის განმავლობაში
  • წამოაგეთ შამფურზე ხორცი, პომიდორი, სოკო და კრევეტები.
  • მოამზადეთ გრილის ტაფაზე
  • მომზადებამდე 5 წუთით ადრე მწვადს მოასხით სოიოს სოუზი

საქონლის მწვადი

ინგრედიენტები:

  • 1კგ საქონლის ხორცი
  • 200გრ ხახვი
  • 100გრ ცხვრის დუმა
  • 1 სუფრის კოვზი დაფქული ქინძი
  • 1 ჩაის კოვზი ძირა
  • 1 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

  • გაასუფთავეთ ძროხის ხორცი და დაჭერით კუბიკებად
  • ხახვი გაჭერით ოთხად
  • შეურიეთ ძირა, მარილი და ქინძი. დაამატეთ ხახვი და აზილეთ ხელი
  • შემდეგ დაამატეთ ხორცი და დატოვეთ დასამარინადებლად 1 საათით
  • თხლად დაჭერით დუმა. ხორცისა და ხახვის მონაცვლეობით წამოაცვით ის შამფურზე და შეწვით მაყალზე.

ღორის მწვადი

ინგრედიენტები

  • 1 წითელი ხახვი
  • 1 კილო ღორის ხორცი
  • 1 თეთრი ხახვი
  • 1 სუფრის კოვზი ბროწეულის მარცვალი
  • 1 სუფრის კოვზი პაპრიკა
  • 1 ღერო ქონდარი
  • 1 სუფრის კოვზი ბაზილიკი ან რეჰანი
  • ნახევარი სუფრის კოვზი პილპილი
  • 2 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

  • დაჭერით ხორცი 2.5 სმ სისქის ნაჭრებად
  • მოაყარეთ მარილი, ბაზილიკი, ქონდარი, პაპრიკა და პილპილი
  • ხახვი დაჭერით თხელ ნახევარრგოლებად, დაამატეთ ხორცს, აურიეთ 2 წუთის განმავლობაში, დატოვეთ 5 საათით
  • ხორცი წამოაგეთ შამფურზე, დადეთ მაყალზე. პერიოდულად გადააბრუნეთ

ცხვრის მწვადი

ინგრედიენტები

  • 1 კგ ცხვრის ხორცი
  • 200 გ დუმა
  • 1 ს.კ. დაფქული ქინძი
  • 1 ჩ.კ. ძირა
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ხახვი
  • 1 ს.კ. კოწახური

მომზადება

  1. დაჭერით ხორცი 4 სმ გვერდების ნაჭრებად, დუმა – წვრილად.
  2. შეურიეთ ქინძი, ძირა, მარილი. მოაყარეთ ხორცს, აურიეთ. დატოვეთ 24 სთ.
  3. წამოაცვით ხორცი შამფურზე, მოამზადეთ მაყალზე.
  4. თხლად დაჭერით ხახვი, შეურიეთ კოწახურს. მოაყარეთ მწვადს და მიიტანეთ სუფრასთან.

შეინახეთ ჩვენი რეცეპტები და გაგვიზიარეთ თქვენი კომენტარები!