მთავარი რჩევები რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მშობლების სიყვარული შვილებისადმი

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მშობლების სიყვარული შვილებისადმი

by Keti

ფსიქოთერაპევტი ბერტ ფელინგერი თვლის, რომ გადაუჭრელი პრობლემები მშობლებთან, გარეგნობაზე აისახება და შეუძლია ჩვენი ბედის ფორმირება.

ცნობილია, რომ ნეგატივები იწვევს დაავადებებს. ამ ფენომენს ფსიქო-სომატიკა ხსნის. ის სწავლობს მნიშვნელოვან ემოციებსა და ფიზიკურ დაავადებებს შორის ურთიერთკავშირს.

ყველა დაავადება მოდის ნერვებიდან. თუ ადამიანს ემოციები დათრგუნული აქვს, აქვს ბავშვობის ტრავმა, ძლიერი სტრესი, ეს პრობლემები სხეულის მდგომარეობაზე აისახება.

ბერტ ჰელინგერი წერს: ,,ვისაც დიდი მუცელი აქვს, მასში თავის დედას ატარებს. ,,დედა მე შენ უარგყოფ და იმიტომ გატარებ ჩემს მუცელში”. ეს ნიშნავს, რომ დიდი მუცელი დედის მიმართ პრეტენზიებს გამოხატავს. საჭიროა ამაში გარკვევა, რათა წონაში დაიკლოთ.”

ითვლება, რომ მშობლების სიყვარული ბავშვებისადმი უპირობოა, მაგრამ სულ ასე არ გამოდის. კონფლიქტები და სხვადასხვა აზრი ნეგატიური ფიქრების პროვოცირებას იწვევს.

მშობლები დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაფერი უკეთ ესმით და განზრახ ან ქვეცნობიერად ცდილობენ აზრი ბავშვსაც მოახვიონ. ბავშვს კი, 3 წლისაა ის თუ 33-ის, მშობლების წყენინება არ სურს.

ადრეული ბავშვობიდან ჩნდება წყენა და რჩება შიგნით. მაგრამ მოვალეობის გრძნობა აიძულებს ადამიანს, დათრგუნოს ეს წყენები.

უკვე გაზრდილი ბავშვები სხვადასხვანაირად ართმევენ თავს ამ წყენას. ზოგი ივიწყებს, სხვები კი ძლიერად განიცდიან ხელახლა, დანარჩენები კი წყვეტენ კავშირებს მშობლებთან და წყენით ცხოვრობენ. მაგრამ სულს ყველაფერი ახსოვს და სხეულის პრობლემების სახით გამოხატავს.

ცხიმის სქელი ფენა მუცელზე არის დედის გავლენისგან დაცვის სიმბოლო. ადამიანს სჭირდება დაცვა უგულებელყოფისგანაც და ზედმეტი მზრუნველობისგანაც.

ბავშვობის წყენებს ჩვენ ვივიწყებთ, მაგრამ დათრგუნული ემოციები მუცელში გროვდება და ის იზრდება. წარმოიქმნება ბარიერი, რომელიც ხელს უშლის წარმატებულ ცხოვრებას.

ჰელიბგერი ამბობდა: ,,წარმატებას დედის სახე აქვს. როგორი დამოკიდებულებაც გაქვთ დედისადმი, ისეთი წარმატება გელოდებათ. თუნდაც დაარწმუნოთ ყველა, რომ საუკეთესო დამოკიდებულება გაქვთ დედასთან, სხეული რეალურ სურათს იძლევა.”

აშკარა ან ფარული წყენა დედაზე, ხელს უწყობს გაცხიმოვნებას, თავის ტკივილს, ჰაიმორიტს… რა უნდა გავაკეთოთ?

პირველ რიგში, შინაგანად უნდა შევურიგდეთ მშობლებს, გავაცნობიეროთ ჩვენი რეალური დამოკიდებულება. ეცადეთ პასუხი გასცეთ მთავარ კითხვას: როგორია თქვენი სიყვარული დედისა და მამისადმი რეალურად?

სწორი გრძნობების გასაგებად, აზრობრივად გაუგზავნეთ მშობლებს სინათლის სხივი. თუ ის ფართო და ნათელია, ესე იგი, ყველაფერი კარგად არის. სხვა შემთხვევაში, პრეტენზიები არსებობს.

მშობლებს არ ვირჩევთ, მაგრამ ისინი გვაყალიბებენ პიროვნებებად და გვაძლევენ საფუძველს, რაზეც ჩვენს ცხოვრებას ვაყალიბებთ. არ გააანალიზოთ, მიიღეთ დედა ისეთი, როგორიც არის. ისიც იმავეთი გიპასუხებთ და ყველაზე უარესი ურთიერთობებიც გაუმჯობესდება!

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!