მთავარი კულინარია საღამოს ჩაის რომ მოიმზადებთ, ეს კენკრის კექსები მაგიდიდან არ მოიცილოთ

საღამოს ჩაის რომ მოიმზადებთ, ეს კენკრის კექსები მაგიდიდან არ მოიცილოთ

by Keti

ზაფხული ბევრ კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, მაგალითად, ბუნებაში დასვენება, რუჯი, ახალი ვიტამინები… როგორ გამოვიყენოთ ეს სიკეთეები? დავიწყოთ გამოცხობით. სახლის კექსი ყველაზე მსუბუქი და საყვარელი დესერტია ბევრი დიასახლისისთვის.

ნამცხვარი მზადდება სწრაფად და ყველას ძალიან მოსწონს. გთავაზობთ ნაზი და ტკბილი კენკრის კექსების რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 250 ხაჭო
  • 100 გ კარაქი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 2 კვერცხი
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • 50 მლ რძე
  • 30 გ მარწყვი
  • 50 გ სიმინდის სახამებელი

მომზადება

1. ღრმა ჭურჭელში გასრისეთ ხაჭო, დაამატეთ 1 ჭიქა შაქარი, კვერცხი, კარაქი და რძე. ათქვიფეთ მიქსერით. გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი, დაამატეთ ხაჭოს მასას. მოზილეთ ცომი.

2. გარეცხეთ მარწყვი და დაჭერით კუბებად. დაამატეთ 80 გ შაქარი და სახამებელი. ნარევი აადუღეთ. ხარშეთ 3 წუთი საშუალო ცეცხლზე. გააციეთ.

3. წაუსვით კექსის ფორმებს კარაქი, ყოველ ფორმაში ჩადეთ 1 ს.კ. ცომი. მსუბუქად დააწექით, რათა შუაში ჩაღრმავება გაჩნდეს. ჩაღრმავებებში ჩაის კოვზით ჩადეთ მარწყვის შიგთავსი, დაადეთ ზემოდან 1 ს.კ. კოვზი და მოასწორეთ ზედაპირი.

4. 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში გამოაცხეთ 25-35 წუთის მანძილზე. შემდეგ გამორთეთ ღუმელი და გააციეთ კექსი. ამოიღეთ ნამცხვარი ფორმებიდან და მოაყარეთ შაქრის პუდრა. მიიტანეთ ჩაისთან ერთად!

ახალი ხილის დროს შეგიძლიათ ეს რეცეპტი სხვადასხვა შიგთავსით სრულყოთ: ჟოლო, ალუბალი, მოცხარი.

თქვენ გიყვართ კექსი? რამდენად ხშირად აკეთებთ? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებები კომენტარებში!