გამომცხვარი კარტოფილი ზეთისხილით

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი – 4ც.
  • ზეთისხილი – 150გრ.
  • მუსკატის კაკალი, ზეითუნის ზეთი, პილპილი, მარილი – გემოვნებით
  • ყველი – 100გრ.

მომზადება:

მოხარშეთ კარტოფილი და აზილეთ კარგად. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ზეთისხილი, მუსკატის კაკალი, ზეითუნის ზეთი, პილპილი, მარილი და კარგად აურიეთ. გადაიტანეთ მიღებული მასა ტაფაზე და მოაყარეთ გახეხილი ყველი. შედგით ღუმელში 20 წუთით 180 გრადუსზე. მიირთვით გემრიელად.

 

Loading...

  კომენტარები