მთავარი კულინარია ხაჭოსა და არაჟნის ტორტი

ხაჭოსა და არაჟნის ტორტი

by Keti

შესაძლოა დესერტის მომზადება 5 წუთში? თამამად ვიტყვით, რომ – დიახ! აუცილებელი არ არის დესერტის გამოცხობა და ამაზე დროის კარგვა. თუ მოგწონთ ეს იდეა, სწრაფად და გემრიელად მოამზადოთ რაიმე, გთავაზობთ ჩვენს ხაჭო-არაჟნის ტორტის რეცეპტს!

ორიგინალში ფორთოხალიც გამოიყენება. რა შეიძლება იყოს მომჟაო ციტრუსზე უკეთესი? მაგრამ შეგიძლიათ ნებისმიერი ხილი გამოიყენოთ – ბანანი, კივი, მარწყვი, ატამი… ყოველ ჯერზე თქვენი ჟელატინიანი ხაჭოს ტორტი ყველას ძალიან გაახარებს!

ინგრედიენტები

  • 120 მლ წყალი
  • 1 ს.კ. ჟელატინი
  • 700 გ ხაჭო
  • 200 გ შაქარი
  • 1 ცალი ფორთოხალი
  • ვანილის შაქარი გემოვნებით
  • 300-400 გ არაჟანი
  • 50 გ სიმინდის ფანტელი

მომზადება

1. ჟელატინს დაასხით მდუღარე წყალი და დატოვეთ გასაფუებლად.

2. შეურიეთ ხაჭოს შაქარი და ვანილის შაქარი, შემდეგ არაჟანი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

3. გაადნეთ ჟელატინის მასა ორთქლის აბაზანაზე. ცოტათი გააციეთ და დაამატეთ ხაჭოს ნარევს.

4. გაფცქვენით ფორთოხალი, დაჭერით მისი რბილობი კუბებად.

5. ამ მასის დაახლოებით მესამედი ჩადეთ სილიკონის ფორმაში, ზემოდან ფორთოხლის ნაჭრები დაალაგეთ. კვლავ დაამატეთ ხაჭოს მასა. მოაყარეთ სიმინდის ფანტელი, შემდეგ კი დაამატეთ ხაჭოს მასა ბოლომდე. ტორტი შედგით მაცივარში 3 საათით.

ხაჭოს ტორტის ნაზი სტრუქტურა აღმაფრთოვანებელია, დესერტი უბრალოდ პირში დნება. თან ის მართლაც 5 წუთში მზადდება. ყველაზე რთული არის 3 საათი ლოდინი გასაციებლად. შეგიძლიათ მომზადებულ ტორტს მოაყაროთ შოკოლადი ან ქოქოსის ფანტელები.

გააზიარეთ ამ გემრიელი რეცეპტის სტატია, რათა ყოველთვის ხელთ გქონდეთ, როცა მომზადება მოგინდებათ. ოღონდ, აჩვენეთ ის მეგობრებსაც, მხოლოდ თქვენთვის ნუ დაიტოვებთ!