რატომ არ უნდა დავივიწყოთ თვითმოვლა: რჩევები დაკავებულ ადამიანებს!

შენ ზიხარ ოფისში, მძიმე სამუშაო კვირაა, ემზადები მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის, გაქვს უამრავი საქმე და გადასაჭრელი პრობლემა. როგორ ასწრებ ამ ყველაფერს? ზოგჯერ ზედმეტს მუშაობ, ან იოგას სესიას აცდენ, ან სოციალურ ცხოვრებაზე ამბობ უარს, ზოგჯერ ჭამის ჯერსაც კი ტოვებ…

თავის მოვლა დაძაბული რეჟიმის ფონზე – ეს ნამდვილი ხელოვნებაა. თუმცა ეს თუ დავივიწყეთ, ალბათ, ყველაფერს ხარისხი დაეკარგება. აი მიზეზებიც, რატომ არ უნდა დაივიწყოთ თვითმოვლა:

  • იცოდე შენი ფასი: თავის მოვლა საკუთარ თავთან ურთიერთობისთვის გჭირდებათ, პოზიტიური ფიქრებისა და შეგრძნებებისთვის, თავდაჯერებულობისთვის. ასევე თვითმოვლა გახსენებთ, რომ თქვენც მნიშვნელოვანი ხართ და არა მხოლოდ თქვენი სამუშაო.
  • ჯანსაღი ცხოვრების ბალანსი: სამუშაოზე დამოკიდებულება გავრცელებული პრაქტიკაა. სტრესი, შფოთვა და ზედმეტი მუშაობა ადამიანს ნაკლებად პროდუქტიულს ხდის, დისორგანიზებულსა და ემოციურად მოწყვლადს. ასევე იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებსაც: დეპრესიიდან დაწყებული უძილობითა და გულის დაავადებებით დამთავრებული. დასვენების კულტურის ჩამოყალიბება მეტად დაგეხმარებათ საქმის ბოლომდე მიყვანაში, ვიდრე გადაბმული და უწყვეტი მუშაობის სტილი.
  • სტრესის მართვა: სტრესთან გამკლავება გადატვირთულად მუშაობის დროს ძალიან რთულია, მატულობს შფოთვა და რთულია თვითკონტროლი. პერიოდული მედიტაცია, საყვარელ ადამიანთან ერთად დასვენება და ა.შ. დაგეხმარებათ სამუშაოსგან მიღებულ სტრესთან ბრძოლაში.
  • დაიწყეთ ცხოვრება, შეწყვიტეთ არსებობა: ცხოვრება საჩუქარია და ნუ გაფლანგავთ არაფრისმომცემი აქტივობებით მას. ეცადეთ მეტი სიამოვნება მიიღოთ იმ ურიცხვ პასუხისმგებლობებში, რასაც ყოფითი რუტინა გვთავაზობს. თავის მოვლაც დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ მოძებნეთ მოსადუნებელი აქტივობები და უბრალოდ დატკბით.
  • უკეთესი ფიზიკური ჯანმრთელობა: თავის მოვლა მხოლოდ მენტალურ ჯანმრთელობას არ შველის, ის ფიზიკური კარგად ყოფნისთვისაც საჭიროა: ჯანსაღი კვება, ადეკვატური ძილი, პირად ჰიგიენაზე ზრუნვა, მუდმივი ვარჯიში და ა.შ.

გთავაზობთ თვითმოვლის აქტოვობებს, რაც წესად უნდა აქციოთ დაძაბული მუშაობის შუალედებში.

  1. ირბინეთ ან ისერინეთ.
  2. დაკავდით მედიტაციით ან ისუნთქეთ ღრმად და ნელა 5 წუთით.
  3. დაისვენეთ, როცა ეს დაგჭირდებათ.
  4. აირჩიეთ, ვისთან გსურთ დროის გატარება.
  5. იცინეთ გულიანად დღეში ერთხელ მაინც.
  6. მიირთვით მწვანე ბოსტნეული.
  7. ეცადეთ ემოციური თვითგანადგურებით არ დაკავდეთ.
  8. დაიწყეთ დღიურის წერა.
  9. ისწავლეთ თქვათ ,,არა”.
  10. შეწყვიტეთ ზედმეტი ფიქრი, ე.წ. ოვერსინქინგი.

გაუზიარეთ ეს რჩევები მეგობრებსაც და შემოგვთავაზეთ კომენტარები დასვენების თქვენებური მეთოდები!


Loading...

  კომენტარები