გამოქვაბული იდეალური ადგილია ცეცხლის დასანთებად
ეს ფილმებში უსაფრხოდ და რომანტიულად გამოიყურება, თუმცა რეალურად ცეცხლი და მაღალი ტემპერატურა ქვებს გააცხელებს. ეს ქვები გაფართოვდება სიცხეში ყოფნის გამო, რის შემდეგაც ისინი ჩამოცვივდება ცეცხლის ავტორის თავზე. ერთადერთი ადგილი, სადაც ცეცხლის დანთება რეკომენდირებულია, მოშიშვლებული ტერიტორიაა გარეთ.
შეგიძლიათ ახალდაჭერილი თევზი უმად მიირთვათ, ხალხი ხომ სუშის ისედაც ჭამს
ერთადერთი რამ, რასაც ფილმები არ გვანახებენ, პოტენციური მომნელებელი სისტემის დაავადებებია, რომელსაც ბაქტერიები და მიკროორგანიზმები იწვევენ. რადგან თქვენ არ გაქვთ პირველადი დახმარების ყუთი და სასწრაფოს მანქანა ტყეში ყოფნისას, არ წახვიდეთ ამ რისკზე. შეწვით ნებისმიერი თევზი, რომელსაც დაიჭერთ, იგივე ეხებათ ცხოველების ხორცსაც.
შეგიძლიათ ყუმბარა უხმაუროდ ისროლოთ
რეალობაში ყუმბარის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანისას მისი დამცველის გამოძრობა შესამჩნევ ხმას გამოსცემს. სწორედ ამიტომაა მისი გადაგდება გააქტიურებისთანავე მნიშვნელოვანი – ჩამრთველსაც შეუძლია თქვენი მკლავის დაზიანება აფეთქებამდე. სწორედ ეს პროცესი ქმნის 3–4 წამიან შუალედს აფეთქებამდე.
ადუღებული წყალი 100 პროცენტით უსაფრთხოა
ადუღება მხოლოდ ბაქტერიებს კლავს, თუმცა წყალს საზიანო ელემენტებისგან არ ასუფთავებს. მაგალითად, მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ხანს ადუღებთ ტალახიან წყალს, ის არასდროს გახდება დასალევად უსაფრთხო. ამიტომ, ადუღებამდე გაფილტრეთ წყალი სუფთა ნაჭრის დახმარებით და დააცადეთ მასში არსებულ მტვერს ძირზე დალექვა.
თუ დაიკარგეთ, მდინარეს უნდა გაუყვეთ დაბლა, რადგან ასე ცივილიზაციას მიაგნებთ
რათქმაუნდა ხალხი მართლაც სახლდება მდინარის პირას, რადგან მათ წყალი ჭირდებათ, თუმცა შეიძლება კვირებიც კი დაგჭირდეთ დასახლების საპოვნელად. ამის მაგალითად შეგიძლიათ ციმბირის რუკას შეხედოთ. ასევე, თქვენ თბილი და უსაფრთხო ადგილის პოვნა გჭირდებათ. ამიტომ პირველი წესი ყოველთვის იქ დარჩენაა, სადაც გააცნობიერებთ რომ დაიკარგეთ. სწორედ აქ დაიწყებს მაშველი გუნდი თქვენი ძებნის პროცედურას პირველ რიგში.
ჯობს ცოტა წყალი მომავლისთვის შეინახოთ
თუკი გწყურიათ, სჯობს გაგრილდეთ, დაჯდეთ ჩრდილში და წყალი დალიოთ. როდესაც მზის სხივების ქვეშ ხართ მოქცეული და წყლის დალევის მოთხოვნას უარყოფთ, შესაძლოა მზის დარტყა მიიღოთ და გონება დაკარგოთ. რაცარუნდა ირონიულად ჟღერდეს, ამ დროს თქვენ წყალი შეგენახებათ და თან გექნებათ, თუმცა მისი დალევის შესაძლებლობა აღარ გექნებათ.
დეჰიდრატაციის პრობლემასთან ბრძოლა უდაბნოს მსგავს გარემოში ყოფნისას მთავარ პრიორიტეტად უნდა აქციოთ, რადგან წყალი თქვენ ორგანიზმს აგრილებს და ასევე გადარჩენისათვის საჭირო ძალების ნაწილსაც მატებს.