არსებობს ნიღბების ბევრი რაოდენობა ფასისა და გემოვნების მიხედვით: დამატენიანებელი, მკვებავი, გამაახალგაზრდავებელი, გამათეთრებელი… ზაფხული შინაური ნიღბებისთვის საუკეთესო დროა, ნატურალური ინგრედიენტების სიჭარბის გამო. მთავარი ისაა ვიცოდეთ რა რას შევურიოთ.
გთავაზობთ სახის ნიღაბს ჰიდრატაციის, გაციების, დაჭიმვის ეფექტით. საჭიროა მხოლოდ 2 პროდუქტი.
სახის ნიღაბი კიტრისგან
კიტრი საუკეთესო ლიმფოდრენაჟული, მატონიზირებელი და დამატენიანებელი საშუალებაა კანისთვის. ის აწყნარებს სახეს მზის შემდეგ და ათეთრებს მას, ხოლო კურკუმასთან ერთად ქმნის საოცრებებს.
კურკუმა კანის ტონუსის შემანარჩუნებელი და მისი გამაახალგაზრდავებელი საშუალებაა. ფლობს ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს. მოსამზადებლად კიტრის ნახევარი გახეხეთ და შეურიეთ 0,5 კოვზ დაფქულ კურკუმას.
აურიეთ ყველაფერი კარგად, გაიწმინდეთ კანი და წაისვით ნიღაბი 15-20 წთ. ჩამოიბანეთ გრილი წყლით. თუ მშრალი კანი გაქვთ, დამატენიანებელი მალამო წაისვით. კურკუმას მღებავი თვისება აქვს , ამიტომ ჩაიცვით უბრალო ტანსაცმელი ან პირსახოცი მოიხურეთ. სჯობს, ნიღაბი საღამოს გაიკეთოთ, რათა დარჩენილი სიყვითლე დილითაც ჩამოიბანოთ.
თუ გარუჯული ხართ, ასეთი ნიღაბი სახისა და სხეულის თანაბარ ფერს შეგინარჩუნებთ, რადგან ხშირად სახის კანი უფრო სწრაფად ფერმკრთალდება. გამოიყენეთ ნიღაბი კვირაში 3ჯერ და 1 თვის შემდეგ შენი კანი უფრო მკვრივი, სუფთა და ახალგაზრდა იქნება, ის თითქოს ენერგიით იმუხტება.
მოგვიყევით კომენტარებში, სახის რომელი ნიღბებით სარგებლობთ თქვენ, ეს სტატია კი მეგობრებს გაუზიარეთ!