მთავარი რჩევები გაიღვიძეთ უნაკლო სახის კანით – 3 სახის ნიღაბი, რომელიც ძილის წინ უნდა გამოიყენოთ

გაიღვიძეთ უნაკლო სახის კანით – 3 სახის ნიღაბი, რომელიც ძილის წინ უნდა გამოიყენოთ

by guramus

სახის კანის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, თუ აქტიური სამუშაო გაქვთ და დღის განმავლობაში მუდმივად გადაადგილდებით ქალაქში, სადაც უამრავი მტვერი და მავნე ნივთიერებებია გავრცელებული. გარდა ამისა, თუ კოსმეტიკას რეგულარულად მოიხმართ, რაღაც დროის შემდეგ კანი აუცილებლად დაიწყებს დაბერებას და დანაოჭებას. ამიტომ აუცილებელია თავიდანვე დაიწყოთ მასზე ზრუნვა, რათა კანმა დიდხანს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა.

გთავაზობთ 3 სახის ნიღაბს, რომლებიც საღამოს უნდა გამოიყენოთ. გპირდებით, რომ შედეგი გასაოცარი იქნება მეორე დილიდანვე. გაღვიძებისთანავე იგრძნობთ როგორი ნაზი და დატენიანებული იქნება თქვენი სახის კანი.

  1. მწვანე ჩაი და კარტოფილის წვენი
    დააყენეთ მწვანე ჩაი და დაელოდეთ სანამ გაცივდება. ამის შემდეგ შეურიეთ 2 ს/კ ჩაი და 2 ს/კ კარტოფილის წვენი. მიღებული მასა წაისვით მთელს სახეზე ბამბის საშუალებით. ჩამოიბანეთ მხოლოდ მას შემდეგ, როცა კანი გაშრება.
  2. პომიდორი და რძე
    შეურიეთ 2 ს/კ პომიდვის წვენი 2 ს/კ რძეში და წაისვით სახეზე. როცა გაშრება კანი, წაისვით მეორედაც და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოიბანეთ.
  3. ლიმონი და ნუშის რძე
    შეურიეთ 1 ს/კ ლიმნის წვენი და 1 ს/კ ნუშის რძე და წაისვით სახეზე. ნარევი განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი და უსიცოცხლო კანისთვის.