ძლიერ ქალებს ხშირად სათანადოდ არ აფასებენ, ეს კი ალბათ იმიტომ, რომ ამ ქალებმა საკმარისად იციან საკუთარი თავის ფასი. ყველამ იცის, როგორი ძლიერი ხასიათი აქვთ მათ, შეუძლიათ ძალიან გაგაბედნიერონ, მაგრამ გაითვალისწინეთ: თუ მოიტყუებით ან ეგოისტურად მოიქცევით, მაშინვე შეწყვეტენ თქვენთან ურთიერთობას.
მათ იციან, რას იმსახურებენ და ნაკლებს არაფრით არ დათანხმდებიან. ჩვენ გაგიზიარებთ 7 თვისებასა თუ საქციელს, რომელსაც ძლიერი ქალები არასდროს ეგუებიან ურთიერთობის განმავლობაში.
1. უპატივცემულობა
ძლიერი ქალები პატივისცემის მომენტს ყველაფერზე მეტად აფასებენ. ისინი ყველა ადამიანში ხედავენ რაღაც დადებითს, უსმენენ მათ და საპასუხოდან იმავეს ითხოვენ. ამ ქალებს სურთ, რომ მათმა რჩეულმა სხვა ადამიანებსაც სცეს პატივი, როგორც ამას თვითონ აკეთებს. ასე რომ, თუ სხვების აზრს პატივს არ სცემთ, მის თვალში პიროვნულად ეცემით.
როცა ძლიერი ქალი პირველ პაემანზე მიდის, ის ყურადღებით აკვირდება, თუ როგორ ექცევა მამაკაცი მიმტანს. თუ ის კეთილია და ზრდილობიანი, ქალი მას ისევ შეხვდება. თუ ასე არ არის, მაშინ ქალი ,,საპირფარეშოში” წავა და აღარც დაბრუნდება იქიდან.
2. დომინანტობა ურთიერთობაში
თანასწორობა მისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ეს ძლიერი ქალის ცხოვრებისეული ფილოსოფიის ქვაკუთხედია და ის ყველა ადამიანს თანასწორად ექცევა. თუ ელოდებით, რომ თქვენს ყველა ახირებას შეასრულებს, ძალიან შემცდარხართ, სჯობს, მოთხოვნები საერთოდ არ წაუყენოთ, უბრალოდ შეთანხმდით რაღაცებზე.
მას თავისი მიზნები აქვს ურთიერთობაში და მათი მიღწევა სურს. ძლიერი ქალი არ დაგირეცხავთ ჭურჭელს და საჭმელს არ მოგიმზადებთ, თუ თქვენც არ შესთავაზებთ იმავეს. მან იცის საკუთარი ფასი და იცით რა? თქვენი ღირებულება მის ფასზე მეტი საერთოდ არ არის.
3. პირად სივრცეში შეჭრა
ის ძალიან დამოუკიდებწლია და არ წამოეგება მანიპულაციებსა და ტყუილებს. თუ ის ამბობს ,,არა”, სჯობს, დაუჯეროთ. რადგან თუ მაინც იმის მიღებას ეცდებით, რაც გსურთ, ესე იგი ხელს უშლით მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, ეს კი გარანტიაა იმისა, რომ ურთიერთობა დასრულდება.
ქალი დიდი ხნის მანძილზე იყო რეპრესირებული ურთიერთობებში, ახლა კი ისინი საკუთარ ძალას იბრუნებენ. არ გადაკვეთოთ მისი პირადი სივრცის საზღვრები.
4. არ უსმენთ მის ნათქვამს
ძლიერი ქალი თავდაჯერებულია თავის ინტელექტუალობაში და იცის საკუთარი სიტყვების ფასი, ის ტყუილად არ ლაპარაკობს.
მაგრამ თუ თქვენ ,,მეტისმეტად ჭკვიანი” ხართ, მას საუბრის საშუალება აღარ მიეცემა, ეს კი ურთიერთობის დასასრულის ნიშანია. ის ყოველთვის სწავლობს და უსმენს სხვებს, ისე, როგორც შეუძლია. თუ იმავეს გაკეთებას ვერ ახერხებთ, ესე იგი, მის გვერდით ყოფნას არ იმსახურებთ. მას ურჩევნია ,,ძლიერი წყვილი” იყოთ, ვიდრე უუნარო.
5. მხარს არ უჭერთ მის ამბიციებს
ძლიერ ქალს ოცნებები და მიზნები აქვს, რისი მიღწევაც ძალიან სურს. ეს ის არის, რაც ყოველდღიურ მოტივაციას აძლევს. მაგრამ თუ თქვენ მუდმივად უცრუებთ იმედს და არ გჯერათ მისი შესაძლებლობების, მისთვის უბრალოდ ტოქსიკური ,,ბიჭუნა” ხართ.
მას სჭირდება ადამიანი, ვინც მუდმივად იზრდება და ვისაც ისევე სჯერა მომავლის, როგორც მას. მხოლოდ ამ გზით მიაღწევს წარმატებას თქვენი ურთიერთობა.
6. ვერ გამოხატავთ თავს
რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია ძლიერი ქალის სიყვარული. მაგრამ თუ ამ სიყვარულს სიტყვებითა და მოქმედებებით ვერ გამოხატავთ, ესე იგი, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ.
ძლიერ ქალს შეიძლება საკუთარ ცხოვრებაზე საკეტი ედოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ სურს კომპლიმენტები და სასიამოვნო მოქმედებები პარტნიორისგან.
მას უყვარს ჯენტლმენები და უბრალოდ დიდსულოვანი ადამიანები. თუკი საკუთარი გამოხატვის შეზღუდვას აპირებთ, მაშინ სჯობს, სხვა ადამიანი იპოვოთ.
7. იტყუებით, თუნდაც რაიმე უმნიშვნელოზე
გულწრფელობა ძლიერი ქალის ცხოვრებისეული საფუძველია. ის მასში საკუთარ თავს გამოხატავს, საუბრობს ემოციებზე, მოქმედებს თავისი ღირებულებების მიხედვით და შეუძლია რეალური შეხედულების გაზიარება.
თუ არ აპირებთ ამ პრინციპით ცხოვრებას, ის აუცილებლად წავა თქვენგან. მაგალითად, თუ ბიჭებთან ერთად ზედმეტი დალიეთ, უთხარით მას, ძლიერი ქალისთვის არაფერია იმაზე მიმზიდველი, ვიდრე კაცი, რომელიც სიმართლეს ყოყმანის გარეშე ეუბნება.
თუმცა თუ არ აპირებთ სიმართლის თქმას და გამუდმებით ცდილობთ მოიტყუოთ, უბრალოდ წადით, მას ,,ბიჭუნებისთვის” დრო არ აქვს.