მთავარი სილამაზე როგორ ვნებს ჰოლივუდის არარეალისტური ხატები ქალთა სექსუალურ ცხოვრებას

როგორ ვნებს ჰოლივუდის არარეალისტური ხატები ქალთა სექსუალურ ცხოვრებას

by Keti

ისეთი ფილმებიდან, როგორიცაა ,,გრეის 50 ელფერი” ან ,,ლამაზმანი”, დიდ ეკრანზე ნაჩვენები სექსის ხატი ბევრ სირთულეებს უქმნით ქალებს რეალური ცხოვრების საძინებელში.

“Pretty Woman.” Image via Buena Vista Pictures

ეკრანებზე ნაჩვენები სექსის სცენები ქალებს თითქოს არასაიმედოს აგრძნობინებს თავს, რადგან აღნიშნული სცენები არარეალურია.

დიდი ბრიტანეთში არსებობს ექიმების ონლაინ სერვისი, სადაც 50 ცნობილი ფილმის სექსის სცენები განიხილეს, როგორიცაა ,,გრეის 50 ელფერი”, ,,ლამაზმანი”, ,,მოჩვენება” და ა.შ. მათ შეაგროვეს 2000ზე მეტი ქალის აზრი.

შედეგებმა დიდი სხვაობა აჩვენა ეკრანზე ნაჩვენებსა და რეალურს შორის. რესპოდენტთა 66% აცხადებდა, რომ ფილმში ნაჩვენები სექსის სცენები არარეალური იყო.

,,ჰოლივუდის მიმზიდველობა ქალთა წარმოდგენას სრულიად ცვლის მათი სხეულის შესახებ. არარეალური სხეულის ტიპები, ასაკობრივი ერთფეროვნება, ლამაზად გაფორმებული სექსუალური სიამოვნება ხშირად არაინკლუზიურია, ეს კი ქალების რეალურ თვითშეფასებაზე მოქმედებს” – აცხადებს ექიმი კეტრინ ბასფორდი, კვლევის მთავარი ავტორი.

ბასფორდი ამატებს, რომ სასიყვარულო ფილმების უმეტესობაში ხშირად ნაჩვენებია ახალგაზრდა, ლამაზი მსახიობი ქალები.

,,თმა უნაკლოდ გამოიყურება, მაკიაჟი შესანიშნავია, საცვლები კი სრულიად ეგზოტიკური. ქალების უმეტესობა ამბობს, რომ ისინი სულ სხვანაირად გამოიყურებიან ურთიერთობისას. ვიმეორებთ, რომ ეს ხშირად თვითშეფასებას აქვეითებს რეალური როლების შესრულების დროს

ქალური ორგაზმი არასწორადაა წარმოჩენილი

ეკრანზე 5დან 2 ქალი აღწევს მწვერვალს, რეალობაში კი 5დან 1. გარდა ამისა, ქალების თითქმის მეოთხედი ამბობს, რომ მათ არასდროს განუცდიათ ორგაზმი სექსის დროს.

ექიმი ჯეს ო’რეილი ამბობს: ,,ქალებმა არ უნდა იგრძნონ თავი არასაიმედოდ, როცა ორგაზმს ვერ განიცდიან. ორგაზმი არ არის სექსუალური შესაძლებლობების წარმოჩენის ღონისძიება, ეს არც განაჩენი არ არის.”

,,კაცების 77% ამბობს, რომ ისინი უმეტეს შემთხვევებში განიცდიან ორგაზმს, ან ყოველი სექსის შემდეგ. იმავეს კი ქალების მხოლოდ 19% ამბობს. ეს ამახინჯებს ქალის ორგაზმის ხატს, რადგან უმეტესობას სჯერა, რომ ქალებიც იმავე სიხშირით აღწევენ სიამოვნების პიკს, როგორც კაცები” – ამბობს ბასფორდი.

კვლევაში ქალების 68%-მა აღიარა, რომ სექსის დროს ორგაზმი გაუყალბებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი განიცდიან, როცა სიამოვნებას ვერ იღებენ სექსით.

ო’რეილი ამბობს: ,,ეს იმიტომ ხდება, რომ სექსუალური რეაქციის ციკლი სხვადასხვა ტემპში ვლინდება, შეუძლებელია მუდმივად დროში შეზრდილი იყო შენს შეყვარებულთან. ორგაზმი ბუნებრივი რეფლექსია და პროცესი, რომელიც ადამიანთა შორის მერყეობს. ისევე როგორც ვერ მოვინელებთ საჭმელს, ამოვიტუმბავთ სისხლს ან დავიკლებთ წონას ზუსტად იმავე დროის ვადაში, როგორც ჩვენი პარტნიორი, ისევე არ უნდა ველოდოთ ორგაზმს ჩვენც მაინცდამაინც იმ დროს, როცა ამას მეორე ადამიანი მიაღწევს.”

უსაფრთხო სექსი პრაქტიკულად არ არსებობს

რომანტიზირებულ ფილმებში არასდროს საუბრობენ უსაფრთხო სექსზე, კონტრაცეპტივებზე, პრეზერვატივის გამოყენებაზე.

რესპოდენტთა 20% ამბობს, რომ ყოველთვის იყენებს პრეზერვატივს სექსის დროს, 32% კი ამბობს, რომ კონტრაცეპტივების სხვადასხვა სახეობას იყენებს, როგორიცაა აბები.

,,ფილმებში ისეა წარმოჩენილი, თითქოს უსაფრთხო სექსი ნორმაა, როცა რეალურად ასე არ არის. ხშირად ეს იწვევს დაუგეგმავ ორსულობას, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს. ამას თითქოს სერიოზულად არც უყურებენ.” ამბობს ო’რეილი.

ბესფორდი ამატებს, რომ ჰოლივუდი მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამას და უსაფრთხო სექსი ნორმად აქციოს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აქვეყნებს სტატიას, სადაც ნათქვამია: ,,30ზე მეტი ბაქტერია, ვირუსი და პარაზიტია ცნობილი, რომელიც სექსუალური კონტაქტით გადაეცემა. ამ პათოგენებიდან 8 ცნობილია, როგორც სგგი-თ ავადობის მთავარი წყაროები. ამ 8 ინფექციიდან 4 ინკურნება: სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი.”

4 ვირუსი კი, რომელიც მუდმივად რჩება სხეულში არის:

  • B ჰეპატიტი
  • უბრალო ჰერპესის ვირუსი (იგივე ჰერპესი)
  • აივ
  • ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ)

სექსის შესავალი ნაკლებად მნიშვნელოვანია

ფილმებში ასევე ნაკლებადაა აღწერილი პრელუდია. ეკრანის პერსონაჟთა მხოლოდ 27%ში ჩანს წინასწარი მომზადების სცენები.

რესპოდენტთა 69% კი ამბობს, რომ სექსამდე ისინი შესავალს ხშირად იყენებენ.

,,პრელუდია სექსია. ყოველი ადამიანისთვის ეს უნიკალურად მიმდინარეობს, თუმცა მთავარ ნაბიჯამდე მომზადება რომ არის საჭირო, ეს ყველასთვის კლასიკურია,” ამბობს ო’რეილი.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ახალგაზრდა ადამიანებს ქორწინებამდე ნაკლებათ მოსწონდათ სექსის წინა შესავალი. 25დან 34 წლამდე რესპოდენტების 27% ეს ძალიან მოსწონთ, ხოლო 55 წელს გადაცილებული ადამიანების შემთხვევაში კი პრელუდიის მოყვარულთა რიცხვი 57%მდე იზრდება.

“Ghost.” Image via Paramount Pictures

როგორ უნდა გახდეს ჰოლივუდი რეალური

ო’რეილი ზემონახსენები საკითხების გარდა ამბობს, რომ საჭიროა სხეულის სხვადასხვა ტიპების წარმოჩენა, კანის ფერის, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, სექსის აქტის, საზღვრების წაშლის, სპეციფიური სურვილების, ლუბრიკანტის გამოყენებისა და სექსუალური საუბრების თემის გამრავალფეროვნება. ის ასევე თვლის, რომ ასაკობრივი დიაპაზონის გაშლაც კარგი იდეა იქნებოდა.

,,სექსი ხშირად ასაკთან ერთად უკეთესი ხდება, გამოცდილებასა და თავდაჯერებულობაზე დაყრდნობით. სამწუხაროდ, ჰოლივუდის ფილმებში ასაკი შეზღუდულია და მხოლოდ ახალგაზრდებს (ასევე გამხდარს, ჰეტეროსექსუალს, მონოგამს) ირჩევენ.

ბასფორდი ამბობს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ჩვენი თავის შედარება მსახიობებთან, რადგან არარეალურთან შედარება არაფრისმომცემია.

,,ჰოლივუდის სცენები მაღალი ხარისხითაა წარმოებული, ისინი ბევრ დროს უთმობენ ვიზუალზე ზრუნვას და რეპეტიციობენ უსასრულოდ. რეალურ ცხოვრებაში სექსი ნამდვილი გამოცდილებაა და როლის შესრულება და რეპეტიცია არ გვჭირდება.” – აცხადებს ბასფორდი.

მან დაამატა, ,,როცა სექსს ისე ვუყურებთ, როგორც პერფორმანსს, ადვილი ხდება რეალური უპირატესობების აღქმის დაკარგვა – განსაკუთრებით ეს ეხება სიამოვნების მიღებასა და ემოციურ კავშირებს.”