მთავარი ურთიერთობები ურთიერთობების 15 რეალური მიზანი, რომელიც ყველა წყვილმა უნდა გამოსცადოს

ურთიერთობების 15 რეალური მიზანი, რომელიც ყველა წყვილმა უნდა გამოსცადოს

by Keti

ყველას გვაქვს ჩვენი სურვილები და მიზნები ურთიერთობებში. თუ ფიქრობთ, რომ ყველა პოზიტიური ხასიათისაა, გეტყვით, რომ ეს არ არის მთავარი პირობა. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ყველა მიზანს და ეტაპს, რაც ურთიერთობაში უნდა გამოსცადოთ იმისთვის, რომ ის იყოს წარმატებული.

გთავაზობთ ურთიერთობების 15 სხვადასხვა მიზანი, რასაც რომანტიკული კავშირების დროს შეეჩეხებით.

1. ძლიერი ვნება

Image credit: Shutterstock – By Peter Berni

ურთიერთობების ადრეულ ეტაპზე ყველა ტკბება და მოუთმენლობითაა აღსავსე – ეს პეპლების ფრენის ეტაპია. თუ გული სწრაფად გიცემთ, როცა მობილური რეკავს ან პაემანზე წასვლამდე 3ჯერ იცვლით ტანსაცმელს, ესე იგი, მიზანი მიღწეულია. ეს სასიამოვნო და დასამახსოვრებელი პერიოდია.

2. დარღვევა 

Image credit: Shutterstock – By Dmytro Zinkevych

ვნებისა და გატაცების ეტაპი ცოტა ხანს გრძელდება, მალე წყვილები რუტინას უბრუნდებიან და ცხოვრებაც თავისი რიტმით მიდის. შეიძლება მალე დაიწყოთ წვრილმანებზე გაღიზიანება, ჩხუბი, უსიამოვნო კომენტარები. წყვილები თუ ამ ეტაპს გადაურჩნენ და არ დაშორდნენ, დიდი შანსია კვლავ დიდხანს დარჩნენ ერთად.

3. ცვლილება

ყველა ურთიერთობა იცვლება გარკვეულწილად, ზოგჯერ რომელიმე პარტნიორი განიცდის ცვლილებას, ზოგჯერ ერთ-ერთი ელოდება მეორის შეცვლას და ეს იწვევს პრობლემებს. ეს ეტაპიც გადალახვადია, მთავარია სიტუაციები ძალიან არ დაიძაბოს.

4. გაგება – და არმოტყუება

თუ დარღვევებისა და ცვლილებების ეტაპი გადალახეთ, გილოცავთ! ესე იგი, პარტნიორს ახლებურად ხედავთ და ურთიერთობაც წარმატებულია. ჯანსაღი ურთიერთობა საჭიროა, რომ იყოს მარტივი და არ ეფუძნებოდეს ტყუილებს. თუ მაინც იტყუებით, ყოველ ჯერზე ჰკითხეთ თავს ,,რატომ ვამბობ ტყუილს?” თუ სიმართლე პარტნიორს ატკენს, ტყუილი ნამდვილად დაეხმარება?

ეს გულწრფელობის ეტაპია, თუ წყვილს დიდხანს სურს ერთად ყოფნა, ბევრ კომპრომისზე მოუწევთ წასვლა. ეს მიზანი ნამდვილად ღირს მიღწევად.

5. ისურვეთ ერთმანეთის ფიქრები

ხანგრძლივ ურთიერთობებში ერთმანეთის მიზიდულობა კრიტიკული საკითხია. ვერ გეყვარებათ ერთმანეთი, თუ პატივისცემა არ გაქვთ, პატივისცემა კი პარტნიორის ინტელექტუალი შესაძლებლობის აღიარებით იწყება.

როცა აღელვების პერიოდი გაივლის, საჭირო ხდება დანაკლისის შევსება, თქვენ ერთმანეთი ახალი იდეებითა და აზრებით უნდა აავსოთ: წიგნები, კინო, კულტურა, ხელოვნება. საჭირო არ არის აკადემიური სახის საუბრები გქონდეთ, უბრალოდ მნიშვნელოვანია თუ ეს იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ,,როგორ ხარ?” არის.

6. …და სხეული

სექსიც უმნიშვნელოვანესი საკითხია და ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ურთიერთობებში. რაც არ უნდა განათლებული და კულტურული იყოთ, ვერ გაექცევით იმ ფაქტს, რომ თქვენ ხართ ადამიანი ბუნებრივი სექსუალური ინსტიქტებით.

თუ პარტნიორს თქვენი სექსუალური მხარე არ აკმაყოფილებს, ეს ნელ-ნელა დაგროვდება და ბოლოს დიდ პრობლემად გადაიქცევა. თუ დიდი დროის შემდეგაც გიზიდავთ ერთმანეთი, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა.

7. სასიამოვნო დროის გატარება

სერიოზული საუბრები, ინტელექტუალური ანალიზი, ემოციური კავშირი და დიდებული სექსი. სხვა რა სჭირდება ურთიერთობას? –  გართობა!

ყოველთვის ვერ იქნებით რომანტიკის, ემოციურობისა თუ სექსის განწყობაზე. ზოგჯერ უბრალოთ კარგი გასართობი გჭირდებათ, რაც გაგაბედნიერებთ. გააკეთეთ ყველაფერი, რაც გაგამხიარულებთ – ითამაშეთ, იხუმრეთ, ბავშვური თამაშებით გაერთეთ და უბრალოდ დატკბით ერთმანეთის არსებობით.

8. აღმოჩენა

Image Credit: Shutterstock – By adriaticfoto

აღმოჩენის სტადია გაცემასა და მიღებაზეა ორიენტირებული. ამ დროს იგებთ, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება, თუ ურთიერთობას განაგრძობთ. შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ თქვენი საჭიროებები და სურვილები წლებთან ერთად შეიცვალა, მაგრამ ამას არაუშავს, რადგან თქვენ გახსნილი და სასიამოვნო ურთიერთობა გაქვთ. თუ ამ ეტაპს გადალახავთ, ერთმანეთის შესახებ კიდევ ბევრს გაიგებთ და აღმოაჩენთ.

9. თქვენი ცხოვრებით ხელს არ უშლით ერთმანეთს

ეს გავრცელებული შეცდომაა, ამიტომაც ინგრევა ბევრი ურთიერთობა. თუ პარტნიორები ზედმეტად მიჯაჭვულნი ხდებიან ერთმანეთზე, ხშირად იკარგება ინდივიდუალობა და ეს იწვევს კონფლიქტებს. თაფლობის თვის ფაზა დასრულებადია, ნუ მიიღებთ ამას ძალიან მტკივნეულად და ერთობლივი ცხოვრების გარდა მხოლოდ საკუთარითაც დატკბით.

10. მაგრამ ურთიერთობა კვლავ პრიორიტეტია

მიუხედავად მიჯაჭვულობის უარყოფითი მხარეებისა, არ დაივიწყოთ არც ის, რომ ურთიერთობა ყველაზე მაღლა დგას. ზოგიერთი წყვილი ზედმეტად დიდხანს არის დისტანცირებული თაფლობის პერიოდის შემდეგ. ნუ შეწყვეტთ იმის კეთებას, რაც ორივეს სიამოვნებას განიჭებთ და არასდროს დაივიწყოთ რატომ შეგიყვარდათ პარტნიორი დასაწყისში.

11. კავშირი

კავშირის სტადია წყვილს უფრო მეტად აახლოვებს, როცა ისინი ერთად მუშაობენ პრობლემის გადაჭრაზე, ცდილობენ კარგი მხარეების დანახვას, თანასწორად იზიარებენ შრომას და არ არიან დომინანტები. ეს მშვენიერი ეტაპია.

12. ეჭვი

საუკეთესო წყვილებიც კი ეჭვიანობენ ერთმანეთზე და ძველ ურთიერთობზე. ეს ნორმალურია და ჯანსაღი, თუმცა საჭიროა ზღვარის დაცვა. ნუ შეადარებთ ახლანდელ პარტნიორს ძველს, ილაპარაკეთ თქვენს გრძნობებზე და განიხილეთ თქვენი ეჭვები კონსტრუქციულად, არ იჩხუბოთ და მოერიდეთ კონფლიქტებს.

13. სექსუალობა

კარგი მოვლენები ხშირად იმედს გვიცრუებს, რადგან დროსთან ერთად ადამიანს ასაკი ემატება, სექსუალური სურვილებიც იცვლება, შესაძლოა რომელიმე პარტნიორს აღარ აინტერესებდეს სექსი ძველებურად.

სექსი ყველაფერი არ არის და საჭიროა ამ საკითხთან დაკავშირებული სირთულეების განხილვაც, გულწრფელი საუბრები და მსჯელობა ურთიერთობას კიდევ უფრო ძლიერს გახდის.

14. ნდობა

საუკეთესო ურთიერთობა ნდობაზეა დაფუძნებული, ენდეთ პარტნიორს, ოღონდ ნუ დაამადლებთ ამას. სასურველია, ცხოვრების ყველა ეტაპზე გქონდეთ ერთმანეთის ხელშეწყობა, ასე ერთმანეთს გააძლიერებთ და იმედები არ გაგიცრუვდებათ.

15. სულიერება

ასაკთან ერთად, ურთიერთობები იცვლება და სხვადასხვა სტადიას გადის. ბევრი ხანდაზმული წყვილი ამბობს, რომ ეს წლები მათ ურთიერთობაში საუკეთესოა, რადგან მიაღწიეს სულიერ კავშირს.

ყოველი გამოუთქმელი ფიქრი და ემოცია ზედაპირზე ამოდის და პარტნიორებს შორის სრული გულწრფელობა სუფევს, მათ აქვთ ერთმანეთის მხარდაჭერა, ნდობა, იზრდებიან ერთად და ერთი გუნდივით მუშაობენ, აქვთ საერთო მიზნები, სურთ მსგავსი რაღაცები და ამით ერთმანეთს აძლიერებენ.

როცა ერთმანეთს ზურგს უმაგრებთ, იცით, რომ ნამდვილად შეყვარებულები ხართ, მიუხედავად ყველაფრისა.

დასკვნა

ყველა წყვილს ჰგონია, რომ საუკეთესო ურთიერთობა აქვთ ისტორიაში, განსაკუთრებით გაძლიერებული ვნებებისა და მღელვარების ეტაპზე. თუმცა ეს ცეცხლოვანი ჰორმონები როგორც წესი, თავის ადგილზე ლაგდება და ტკბილი პერიოდის შემდეგ, რუტინა კვლავ გვსტრესავს მიუხედავად საყვარელი ადამიანის არსებობისა.

ამ ეტაპის შემდეგ წყვილებს უწევთ აირჩიონ: გააგრძელებენ ურთიერთობაზე მუშაობას თუ ახალ გამოწვევებს მოძებნიან?

ეს 15 სტადია სხვადასხვა დროითი მონაცვლეობით ბევრ ურთიერთობას ახასიათებს, ამიტომ წესით ცხოვრებისეულ სახელმძღვანელოდ გამოგადგებათ. არ არსებობს ზღაპრული სამყარო, სადაც ყველა 24 საათი ბედნიერია თავისი ურთიერთობით. მთავარი არის სიყვარული და პატივისცემა, რაც პარტნიორულ კავშირებს აძლიერებს.

სხვა თუ არაფერი ეს იმის გაცნობიერებაში დაგეხმარებათ, რომ ყველა საერთო მომენტებს ვიზიარებთ.