რძის კოქტეილების მომზადება სახლში. ენერგიით დამუხტვა 6 სხვადასხვა რეცეპტით

თითოეულ ჩვენგანს პერიოდულად  ცუდი გუნება-განწყობა აქვს. ჩვეული დარდების გასაქარვებლად ზოგს სპორტით დაკავება შველის, ზოგს ცხელი აბაზანის მიღება, ზოგს კი გემრიელად ჭამა ან დალევა. ჩვენ გთავაზობთ, რომ ასეთ დროს მოამზადოთ გემრიელი კოქტეილები, რომლებიც დაგეხმარებათ დეპრესიასთან ბრძოლაში.

რძის კოქტეილი – საუკეთესო გამახალისებელი სასმელია. ის არა მარტო კვებითი ღირებულებისაა, არამედ შეიცავს ბევრ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას. სახლის პირობებში რძის კოქტეილის მომზადებას განსაკუთრებული ტექნიკა არ სჭირდება. რამდენიმე წუთი საკმარისია შესანიშნავი სასარგებლო სასმელის მოსამზადებლად.

გთავაზობთ 6 ყველაზე სწრაფი, გემრიელი და საინტერესო კოქტეილის რეცეპტს. ისინი გამოგადგებათ დილის სასმელადაც და ასევე ვახშმისთვის, სტუმრების გამასპინძლებისთვის… სხვათაშორის, ბავშვებსაც ძალიან უყვართ რძის კოქტეილები. ისინი სრულიად უსაფრთხოა მათთვის და დიდი სარგებლობის მომტანი, რადგან ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება. ცალკე რძეს ან ხილს შეიძლება ბავშვი არ მიირთმევდეს, მაგრამ კოქტეილის სახით ძალიან მოეწონება.

რძისა და ჟოლოს კოქტეილი

ინგრედიენტები

  • 500 მლ რძე
  • 250 გ ნაყინი
  • ორი ს. კ. თაფლი
  • ერთი ჭიქა ახალი ჟოლო

მომზადება

  1. რძე ცოტათი შეათბე, გახსენი მასში თაფლი და შედგი მაცივარში.
  2. როდესაც ნარევი გაცივდება, ჩააგდე მასში ნაყინი და ათქვიფე ბლენდერით.
  3. შემდეგ დაამატე ჟოლო და კვლავ ათქვიფე. შეგიძლია კოქტეილი გადაწურო ბადეზე.

რძისა და მარწყვის კოქტეილი

ინგრედიენტები

  • 100 მლ ცივი რძე
  • 50 მლ ნაღების ნაყინი
  • 40 გ მარწყვი
  • 20 მლ ნაღები 20 % იანი
  • 10 გ ხსნადი ყავა

მომზადება

  1. ცივი რძე და ნაყინი ათქვიფე ბლენდერში, დაამატე ყავა და მარწყვი.
  2. ნარები ათქვიფე ცალკე სქელი მასის მიღებამდე.
  3. კოქტეილი მორთე მარწყვით. ყავის ნაცვლად შეგიძლია კაკაოს გამოყენებაც.

რძის კოქტეილების მომზადება სახლში. ენერგიით დამუხტვა 6 სხვადასხვა რეცეპტით

რძისა და ბანანის კოქტეილი

ინგრედიენტები

  • ერთი ლ რძე
  • 250 გ ვანილის ნაყინი
  • მწიფე ბანანი

მომზადება

  1. ცივი რძე და ნაყინი ათქვიფე ბლენდერით ან მიქსერით.
  2. დაამატე დაჭრილი ბანანი და კვლავ ათქვიფე.
  3. კოქტეილი შეგიძლია მორთო ბანანის რგოლებით.

რძის კოქტეილების მომზადება სახლში. ენერგიით დამუხტვა 6 სხვადასხვა რეცეპტით

რძისა კოქტეილი ბანანითა და კივით

ინგრედიენტები

  • 200 მლ რძე
  • ორი კივი
  • ერთი ბანანი
  • ერთი პაკეტი ვანილის შაქარი
  • 2-2 კოვზი ვანილისა და კარამელის ნაყინი

მომზადება

  1. კივი და ბანანი გაფცქვენი და დაჭერი წვრილად.
  2. ხილი ჩაყარე ბლენდერში, დაასხი ცივი რძე, დაამატე ვანილის შაქარი და ათქვიფე 3 წუთის განმავლობაში.
  3. დაამატე ნაყინი და ათქვიფე კვლავ 1 წუთის მანძილზე.

რძის კოქტეილების მომზადება სახლში. ენერგიით დამუხტვა 6 სხვადასხვა რეცეპტით

რძისა და მოცვის კოქტეილი

ინგრედიენტები

  • 500 მლ ნაღების ნაყინი
  • ერთი ჭიქა რძე
  • ხუთი ს. კ. მოცვი

მომზადება

  1. ცივ რძეს შეურიე ნახევარი ნაყინი და მომზადებული კენკრა. ათქვიფე ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. დაამატე დარჩენილი ნაყინი. კვლავ ათქვიფე.
  3. სურვილის შემთხვევაში შეგიძლია მორთო ათქვეფილი ნაღებითა და მოცვით.

ბანანისა და კაკაოს კოქტეილი

ინგრედიენტები

  • ერთი ბანანი
  • 50 გ ნაყინი
  • 200 მლ რძე
  • ორი ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი
  • ერთი ჩ.კ. შაქარი (გემოვნებით)

მომზადება

  1. შეურიე ერთმანეთს 100 მლ რძე, შაქარი და კაკაოს ფხვნილი და მოხარშე ისე, როგორც კაკაოს ხარშავენ.
  2. სანამ ნარევი მზადდება, ბლენდერში ათქვიფე დარჩენილი 100 მლ რძე და ბანანი. შემდეგ ჩააგდე ნაყინი და აურიე კოვზით.
  3. გამჭვირვალე მაღალ ბოკალში ჩაასხი ბანანის ნარევი, ზემოდან ცხელი კაკაო მოასხი. ეს სასმელი განსაკუთრებით მოსწონთ იმ ბავშვებსაც კი, რომლებიც ჩვეულებრივ კაკაოს არ სვამენ, უმეგრიელესი გამოდის!

რძის კოქტეილების მომზადება სახლში. ენერგიით დამუხტვა 6 სხვადასხვა რეცეპტით

ამ კოქტეილების გამრავალფეროვნება უსასრულოდ შეიძლება, სხვადასხვა ხილის კომბინაციით, ჩირისა და თხილეულის, ასევე დარიჩინის, მიხაკის, ვანილის დამატებით. გემოვნებას და ფანტაზიას ხომ საზღვრები არ აქვს.

გაუზიარე ამ გემრიელი და გამამხნევებელი კოქტეილების რეცეპტების სტატია შენს მეგობრებს. ისინი აუცილებლად მადლიერები დაგრჩებიან!

  კომენტარები