მთავარი რჩევები რა უნდა გავითვალისწინოთ მეორადი ტელეფონის შეძენისას?

რა უნდა გავითვალისწინოთ მეორადი ტელეფონის შეძენისას?

by guramus

გამოყენებული სმარტფონის ყიდვა თანხას დაგიზოგავთ, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება ნამდვილად შეიცავს რისკებს – მაგალითად, იმაში დარწმუნება, რომ ნამდვილად კარგ მდგომარეობაშია (და მოპარული არაა) თქვენი შერჩეული ტელეფონი, საკმაოდ დიდ რისკს შეიცავს. სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც ბევრი მეორადი ტელეფონის შეძენის შემდეგ იქნა ჩამოყალიბებული და ნასწავლი.

სმარტფონების მწარმოებლები ახალ მოდელს ყოველწლიურად უშვებენ. ვინაიდან ხალხს ყოველთვის კლავს განახლების სურვილი, სწორედ ამიტომ თქვენ საკმაოდ ადვილად შეგიძლიათ გამოკრათ ხელი იდეალურ შეთანხმებას, თუკი მუდამ უახლესი მოდელის ქონაზე დიდი სინანულის გარეშე იტყვით უარს. უახლესი და ბოლოს გამოსული მოდელი ხომ ყოველთვის მთლიანად იდეალური არც არის მისი გამოსვლიდან გარკვეული საწყისი პერიოდის მანძილზე.

მიუხედავად ყველაფრისა, მეორადი სმარტფონის ყიდვისას გარკვეული ვალდებულებაც გაქვთ. პირველ რიგში, გარანტიაზე ფიქრს აზრი არ აქვს, რადგან ის ან ძალიან შემცირებული, ან საერთოდ ამოწურული იქნება. მეორე რიგში კი, თქვენ გევალებათ კარგად დარწმუნდეთ იმაში, რომ ყველაფერი კარგად და გამართულად მუშაობს.  საბოლოოდ, სწორედ ამაზე დაყრდნობით უნდა გაარკვიოთ და შეაფასოთ სწორი ფასი.

გამოიკვლიეთ სწორი ფასი

მეორადი სმარტფონის ყიდვის მთავარი აზრი უფრო მისაღებ ფასში ყიდვაა, ამიტომაც თავდაპირველად პატარა მოკვლევა უნდა ჩაატაროთ. საუკეთესო შემოთავაზების მისაღებად, უნდა ნახოთ რამდენი ადამიანი ყიდის ამ კონკრეტულ სმარტფონს ამ მომენტში და რა ფასად. ამის დასადგენად ინტერნეტში რამდენიმე პოპულარული საიტის შემოწმება საკმარისი იქნება და შესაბამის იდეას რამდენიმე წუთში შეიქმნით. თუმცა, აქ რამდენიმე რამ უნდა გაითვალისწინოთ:

1. დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ ნაპოვნი ტელეფონი განბლოკილ მდგომარეობაში იყიდება. Craigslist-ის და eBay-ის პლატფორმებზე უამრავი ადამიანი ყიდის დაბლოკილ სმარტფონებს, რომელთა ფასიც უფრო ნაკლებია, ვიდრე თქვენ მოელით.

2. eBay-ზე, შეამოწმეთ მხოლოდ ის ფასები, რომლითაც მაშინვე ყიდვა შეგიძლიათ და არა მიმდინარე შეთავაზებები. მომხმარებლების შეთავაზებები ხშირად მხოლოდ ი რაოდენობაზე მეტყველებს, თუ რამდენის გადახდა სურთ კლიენტებს ამ ტელეფონში, ხოლო მაშინვე ყიდვის ფასი რეალურად ის თანხაა, რამდენადაც უღირს გაყიდვა ტელეფონის პატრონს და სწორედ ეს ფასი უნდა შეამოწმოთ თქვენც.

3. ინტერნეტში აუცილებლად შეხვდებით თქვენი სასურველი ტელეფონის გამყიდველებს, რომლებსაც სულ სხვადასხვა ხარისხისა და მდგომარეობის გამო სურთ კონკრეტული ტელეფონის გაყიდვა. ჩაინიშნეთ მხოლოდ იმ ხარისხის მქონე ტელეფონის ფასები, რომლის ყიდვაც თქვენ გსურთ.

4. შეამოწმეთ რა ღირს ახალი სმარტფონი იგივე მახასიათებლებით. თუ 1 წლის წინანდელ სმარტფონს იმ ფასად ყიდულობთ, რომლითაც ახლის შეძენა შეგიძლიათ, არ ღირს დათანხმება. ასე გარანტიასაც დაკარგავთ.

5. დარწმუნდით, რომ ყველა აქსესუარი დაუზიანებელია. თუ ასე არ არის, გაარკვიეთ, რა დაგიჯდებათ თითოეული აქსეუარის შეძენა და ეს ფაქტი გამოიყენეთ ტელეფონის ფასის შემცირებაზე მოსალაპარაკებლად.

ნამდვილად დაგეხმარებათ სმარტფონის შეძენისას, თუკი მყიდველის ნაცვლად მობილურის გამყიდველისავით იაზროვნებთ.

როგორ ჩავუტაროთ მეორად სმარტფონს ინსპექცია:

შეხვედრაზე (ან როცა მას ფოსტით მიიღებთ) თან რამდენიმე ნივთი უნდა იქონიოთ:

  • საკუთარი დამტენი (თუ შესაფერისი არ გაქვთ, გამოართვით მეგობარს)
  • ლეპტოპი
  • თქვენი ან მეგობრის SIM ბარათი, რომელიც საყიდელ ტელეფონს მოერგება. წაიკითხეთ რა ტიპის SIM ბარათი სჭირდება თქვენ რჩეულ ტელეფონს, რათა არ იქონიოთ microSIM იმ შემთხვევაში, თუ მას nanoSIM მიესადაგება.
  • ყურსასმენები
  • მეხსიერების ჩიპი (თუკი მობილურს აქვს მისი ჩადების საშუალება)

როდესაც გამყიდველი ხელში გადმოგცემთ თქვენს სასურველ მობილურს, შემდეგი ქმედებები უნდა განახორციელოთ:

1. ფიზიკურად გამოიკვლიეთ ტელეფონი. შეამოწმეთ დაზიანებები მის ტანზე, მაგალითად შეღუნული ადგილები და ნაკაწრები, ასევე წყლით მიყენებული ზიანი. ყველაზე მეტი ყურადღებით შეამოწმეთ ეკრანსა და უკან, კამერის ლინზაზე არსებული ნაკაწრები. ამას საკმარისი დრო უნდა დაუთმოთ და არ იჩქაროთ.

2. თუკი მობილური იხსნება, გახსენით. ნებისმიერი მხარე, სიმბარათის ჩასადები ან ჩიპის ადგილი, რაც კი იღება, ყველაფერი გახსენით და შეამოწმეთ მათი შიგთავსის სიკარგე.

3. შეამოწმეთ ყველა პორტი.  შეაერთეთ თქვენი ყურსასმენები მათთვის განკუთვნილ წერტილში და შეამოწმეთ რამდენად კარგად მუშაობს ის. დაუკავშირეთ ტელეფონს დამტენის შნური და შეამოწმეთ იტენება თუ არა იგი ლეპტოპის დახმარებით. თუკი ის იტენება ლეპტოპის წყალობით, მაშინ არც კედლის წყაროს საშუალებით დატენვაზე ექნება პრობლემა.

4. ჩადებით თქვენი სიმბარათი. დარეკეთ, გააგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება, გახსენით ბრაუზერის წყალობით თქვენი საყვარელი ვებსაიტი. ეს არის ის სწორი და სწრაფი გზები, რომლითაც მობილურის ამ ფუნქციებს ეფექტურად და გარანტირებულად შეამოწმებთ.

5. ჩაატარეთ სერვისის შემოწმების ტესტი. თითოეულ სმარტფონს გააჩნია მისი სერვისის კოდი, რომლის წყალობითაც სპეციალური მენიუს მოხმარება შეგიძლიათ. თქვენი ფავორიტი სმარფტონის სერვისის კოდის გასაგებათ შეგიძლიათ მისი მოდელი დაგუგლოთ და მას მარტივად აღმოაჩენთ.

მაგალითად “*#0*#” სამსუნგ გალაქსის სერვის კოდია, რომლის საშუალებითაც მას LCD ტესტს ჩაუტარებთ და ამის საშუალებით შეამოწმებთ მის ისეთ ასპექტებს, როგორიცაა აუდიოს ხმა, კამერის ხარისხი, ხარისხის მიღების დონე, ვიბრაცია, სენსორები და კიდევ ბევრი რამ. ყურადღებით მიჰყევით თითოეულ ტესტს, რათა შეამოწმოთ მობილურის ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია.

მეორადი ტელეფონის შეძენისას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს ისაა, თუ როდის უნდა მოახდინოთ ასეთი სმარტფონის შეძენა. თუკი გსურთ, რომ უახლესი მოდელის მფლობელი იყოთ და თანაც თქვენი თანხების მაქსიმალურად გაფრთხილება გინდათ, მაშინ ნახმარი სმარტფონის ყიდვის დრო სწორედ მაშინაა, როდესაც მისი ახალი მოდელი გამოდის ბაზარზე. სწორედ ამ დროს ყიდიან წინა მოდელის მფლობელები საკუთარ ახალ სმარტფონებს, რათა ისინი საყვარელი ბრენდის უახლესი ნაწარმით ჩაანაცვლოთ. ასეთ დროს მათ უმრავლესობას სურს, რომ ახალი მობილური რაც შეიძლება სწრაფად შეიძინოს, ეს კი ხშირად ფინანსების სწრაფ ორგანიზებასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ისინი ხშირად საკუთარ კარგ ტელეფონს საკმაოდ მისაღებ ფასადაც კი ყიდიან თქვენთვის.

შეამოწმეთ რისი მიღება შეგიძლიათ მობილურთან ერთად

მეორად სმარტფონთან ერთად გასაყიდად მოტანილი ნივთები არამარტო ბონუსი, არამედ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემია თქვენი სასურველი ტელეფონის გამყიდველ პირზე. მაგალითად, თუკი მას გააჩნია ორიგინალი ყუთი, ეს იდეალური მანიშნებელია იმისა, რომ თქვენ არ ყიდულობთ მოპარულ ნივთს. თუკი გამყიდველი ასევე მოგაწოდებთ ქეისს ან ეკრანის დამცავს, ესეიგი მობილური კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად კარგ შეთანხმებას დებთ, სმარტფონის ყიდვისას მისი ორიგინალი დამტენის მიღებაცაა. ანდროიდების უმრავლესობა სწრაფი დატენვის ფუნქციას მხოლოდ მაშინ უჭერს მხარს, თუკი თქვენ ორიგინალ დამტენს იყენებთ თქვენი ხელსაწყოს დასატენად.

ასევე დაწვრილებით შეამოწმეთ მობილურის სისტემური განახლებებიც. მაგალითად ანდროიდის ყიდვისას, თქვენ შეგიძლიათ მარტივად გაიგოთ ის, თუ რა დონეზეა მობილურის მთავარი სერვისები განახლებული და შეესაბამება თუ არა იგი ანდროიდის უახლესი სისტემური პაკეტის დონეს. ბოლო დონეზე განახლებული მობილურები როგორც წესი სხვადასხვანაირად უმკლავდებიან ახალი ტიპის ანდროიდის სისტემას.

რაც უფრო ახალ სისტემაზე მუშაობს სმარტფონი იდეალურად, მით უფრო კარგი და გამძლეა ეს მოდელი თქვენთვის. საერთო ჯამში, მეორადი მობილურის ყიდვისას გასათვალისწინებელი საკმაოდ ბევრი საკითხია, თუმცა მათი დაჯამება და დამახსოვრება წესით საკმაოდ მოკლე დროში შეგიძლიათ. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყურადღებით შეარჩიოთ მობილური ტელეფონის გამყიდველი და არ იყიდოთ სმარტფონი საეჭვო პიროვნებისგან. ხშირად ყველაზე დიდი რისკისგან სწორედ ეს რჩევა დაგიცავთ.