მთავარი ჯანმრთელობა ღვიძლის სიჯანსაღისთვის აუცილებელი პროდუქტები და ვიტამინები

ღვიძლის სიჯანსაღისთვის აუცილებელი პროდუქტები და ვიტამინები

by guramus

ღვიძლი უმნიშვნელოვანესი ორგანოა და ყველაზე მძიმეა წონითაც. ის მრავალ ფუნქციას ასრულებს ორგანიზმში: მონაწილეობს საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ასევე წარმოადგენს ბარიერს სხვადასხვა ტოქსინებისგან ორგანიზმის დაცვის საქმეში.

ეს ბუნებრივი ფილტრი ხშირად ზიანდება არასწორი კვებისა და მავნე ჩვევების შედეგად. ის პირველ რიგში იღებს დარტყმას ცხიმიანი საკვების, ალკოჰოლის, ქიმიური დანამატების, მედიკამენტების, სტრესის და სხვა უარყოფითი ფაქტორების შედეგად. თუმცა არსებობს ღვიძლისთვის სასარგებლო პროდუქტები, რომელთაც შეუძლიათ ამ ორგანოს დაცვა უამრავი რისკისგან.

რომლებია ღვიძლისთვის სასარგებლო პროდუქტები

1. ბაყაყურა

მცენარეულ სამყაროში ამ მხრივ ბაყაყურას ანალოგი არ ჰყავს. ეს განპირობებულია მასში შემავალი ჰეპატოპროტექტორული ნივთიერების – სილიმარინის არსებობით.

სილიმარინი არამარტო იცავს ღვიძლს სხვადასხვა დამღუპველი ფაქტორისგან, არამედ აღადგენს კიდევაც ღვიძლის  უჯრედებს და ახდენს მათ განახლებას. ყველაზე ეფექტურია ბაყაყურას დაფქული თესლი, რომელიც აფთიაქში იყიდება. ის უნდა მიიღოთ მკურნალობის ან პროფილაქტიკის მიზნით თითო ჩაის კოვზი ჭამამდე 3 – 4 ჯერ დღეში წყლის მიყოლებით.

2. გოგრა

ღვიძლს ძალიან მოსწონს მკვეთრი ფერის პროდუქტები წითელი და ნარინჯისფერი რბილობით. გოგრის მთავარი უპირატესობაა, აღადგინოს ღვიძლის უჯრედების მემბრანა. გოგრა შეიცავს იშვიათ T ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს ცხიმიანი პროდუქტების მონელებას და ასვენებს ღვიძლს. ამიტომ გოგრა საუკეთესო გარნირია საქონლისა და ღორის ხორცის კერძებისთვის.

3. ციტრუსები

ციტრუსები შეიცავს ეთერზეთებს, ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უწყობს ღვიძლის გაწმენდის პროცესს.

ნარინჯოვანები წარმოადგენს C ვიტამინის საწყობს, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და იცავს მას გაციებისა და სხვა დაავადებებისგან. მიიღეთ უზმოზე ლიმონის წვენი და თქვენი ღვიძლი მთელი დღით გააქტიურდება. ის ჩაიზე და ყავაზე უკეთ გამოგაფხიზლებთ.

4. ლამინარია

ამ მცენარეს ზღვის კომბოსტოსაც ეძახიან. მისი ფოთლები შეიცავს ალგინის მჟავას მარილებს, რომლებიც მავნე ნივთიერებების საუკეთესო უტილიზატორადაა აღიარებული.

ზღვის კომბოსტო იოდის შემცველობით აბსოლუტური ჩემპიონია. ის იცავს ფარისებრ ჯირკვალს, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს და ხელს უშლის სიმსივნეების განვითარებას.

5. არტიშოკი

ეს მცენარე ამცირებს ცხიმის რაოდენობას ღვიძლში. ნორმაში მოყავს შაქრის დონე სისხლში.

გირჩევთ მიიღოთ არტიშოკის ჩაი სამჯერ დღეში 200-200 მლ ჭამამდე 30 წუთით ადრე. ჩაის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზ დაჭრილ არტიშოკს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 25 წუთი. შემდეგ გადაწურეთ.

6. ჭარხალი

ჭარხალი შეიცავს ნივთიერება ბეტაინს, რომელიც ხელს უწყობს ცილის ათვისებას. გარდა ამისა ბეტაინი არეგულირებს წნევას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითერებას და იცავს ღვიძლს გაცხიმოვნებისაგან.

ჭარხალი სასარგებლოა როგორც უმი, ასევე მოხარშული ან გამომცხვარი სახით. შეგიძლიათ მისგან გამოწუროთ წვენი.

7. ბაბუაწვერა

ბაბუაწვერას ჩაი ღვიძლის სხვადასხვა დაავადებას უხდება. მისი მომზადება ადვილია. 1 ს.კ. ბაბუაწვერას ფოთლებს ან ფესვს დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი, დატოვეთ 25 წუთი. გაწურეთ და მიიღეთ 250 მლ დილით და 250 მლ – საღამოს. გამოიყენეთ ჩაი 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ 1 კვირით შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

8. გვირილა და პიტნა

ამ ბალახებს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ და ღვიძლის ფუნქციებს აუმჯობესებენ. 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით  ბალახების ნარევის 1 ჩ.კ.-ს. დადგით 15 წუთი და გაწურეთ. მიიღეთ 100-100 მლ დღეში 2ჯერ, დილა-საღამოს.

9. ავოკადო

ავოკადო შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ამინომჟავებს, უჯრედისს და ანტიოქსიდანტებს. ის ხელს უწყობს დაგროვილი შლაკების გამოდევნას.

ავოკადო შეიცავს გლუტათიონს, რომელიც ღვიძლისთვის აუცილებელი ნივთიერებაა. ხილში შემავალი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

10. კურაგა

კურაგას ხშირი მიღება ღვიძლს დაავადებებისგან იცავს. ამის მიზეზი E ვიტამინის შემცველობაა, რომელიც აძლიერებს ღვიძლის ქსოვილის რეგენერაციის პროცესს. დღეში 4 ცალი კურაგა საკმარისია სასარგებლო ნივთიერებების მისაღებად ისე, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს.

11. კურკუმა

თუ ყველა კერძს მწიკვ კურკუმას დაუმატებთ, ღვიძლის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდება. ის ფერმენტივით მოქმედებს, ასევე იცავს ღვიძლს ტოქსინებისგან. შეგიძლიათ ლატე მოამზადოთ კურკუმათი. აიღეთ 0,5 ჩ.კ. კურკუმა, 0,5 ჩ.კ. თაფლი, მწიკვი წითელი წიწაკა, იმბირის ფესვი 2×2 სმ ზომის და 240 მლ რძე. აურიეთ ყველაფერი, დადგით რამდენიმე წუთით, გადაწურეთ და მიიღეთ.

12. ვაშლი

ღვიძლის კარგი მუშაობისთვის ვაშლის ყოველდღე მიღება აუცილებელია. უმი ან გამომცხვარი ვაშლი საუკეთესოდ წმენდს ღვიძლს. ვაშლი ბევრ პექტინს შეიცავს – ხსნად უჯრედისს, რომელიც კუჭ-ნაწლავს ასუფთავებს, გამოაქვს ტოქსინები და ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.

13. ზეითუნის ზეთი

ზეთი შეიცავს E ვიტამინს – მთავარ ანტიოქსიდანტს, რომელიც  ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მოქმედებისგან იცავს, რასაც აკეთებს ღვიძლიც.

5 მთავარი ვიტამინი ღვიძლისთვის

1. ვიტამინი A

მას ყველა წითელი და ნარინჯისფერი ხილ-ბოსტნეული შეიცავს: სტაფილო, ჭარხალი, გარგარი, ბულგარული წიწაკა, გოგრა. ასევე თევზი, კვერცხი.

2. ვიტამინი E

შეიცავს მარცვლეული, ზეთი, თევზი, თხილ-კაკალი…

3. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები

ბევრია ისეთ თევზებში, როგორიცაა ქაშაყი, კალმახი, სკუმბრია.

4. რიბოფლავინი (ვიტამინი B2)

ბევრია მსხალში, ატამში, ჭარხალში და ისპანახში.

5. ლიპოის მჟავა

ის ბევრია რძის პროდუქტებში, ისპანახში, საქონლის ხორცში…

საყურადღებოა, რომ დიდი რაოდენობით ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს თევზის გარდა  შეიცავს სელის ზეთიც.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო რჩევები თქვენს მეგობრებს!