მთავარი რჩევები აი, როგორ გავასუფთაოთ სამკაული: ჩემი ქორწინების ბეჭედი 20 წლის შემდეგ ისევე ბზინავს, როგორც პირველ დღეს

აი, როგორ გავასუფთაოთ სამკაული: ჩემი ქორწინების ბეჭედი 20 წლის შემდეგ ისევე ბზინავს, როგორც პირველ დღეს

by guramus

საცავი იუველური მორთულობებით როგორც წესი, სამზარეულოდან შორს ინახება, მაგრამ, სწორედ იქ შეიძლება იპოვნოთ საშუალებები ვერცხლის, ოქროს და სხვა ძვირადღირებული ქვების გასაწმენდად.

ხშირ შემთხვევაში პროფესიონალთა დახმარება არ დაგჭირდებათ, თუ გეცოდინებათ როგორ მოუაროთ სამკაულს სახლის პირობებში.

სიმყიფე, მუქი ლაქები – ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი. წარმოგიდგენთ პროდუქტებს, რომლებიც ბეჭდების, საყურეების და ყელსაბამების განახლებაში დაგეხმარებათ.

როგორ გავწმინდოთ ოქრო

ქორწინების ბეჭედს იშვიათად იხსნიან, ამიტომაც სწრაფად ბინძურდებიან. მათზე აგრესიული გარემოპირობები მოქმედებენ, მაგალითად სარეცხი საშუალებები, კანის ქონი, ოფლი, ნაკაწრები ივსება მტვერით… დაუბრუნეთ ღირებულ ნივთს ძველებური ეშხი ერთ-ერთი ამ საშუალების მეშვეობით.

მარილი. გახსენით 5 ს.კ. მარილი 1 ჭიქა წყალში. ჩაუშვით მასში ოქრო და აცადეთ 1 დღე ან ღამე. შემდეგ სუფთა წყალში გარეცხეთ და მსუბუქი ქსოვილით გაწმინდეთ.

შაქარი. დაალბეთ ოქრო ტკბილ წყალში. გამოიყენეთ 3 ჩ.კ. შაქარი 1 ჭიქაზე. სჯობს ცხელ წყალში გახსნათ და გაციება აცადოთ. ასეთი საშუალება თქვენს სამკაულს 1 ღამეში გააბრწყინებს.

ძმარი. ეს ერთ-ერთი მარტივი ხერხია: დაასველეთ ოქრო ძმრით, სულ 5 წუთს წაიღებს. შემდეგ გარეცხეთ და გააშრეთ.

ჭურჭლის საშუალება. არა მხოლოდ თეფშებს, არამედ საყვარელ კულონსაც სჭირდება მსუბუქი გაქმენდა ჭურჭლის სარეცხი საშუალებით. გახსენით 1 ჩ.კ. პატარა წყლიან ქვაბში. აადუღეთ სითხე და სამკაული მასში 15 წუთით მოათავსეთ. გარეცხეთ, გააშრეთ და მზადაა!

სახლის პირობებში ოქროს სწრაფი გაწმენდა ყველას გამოუვა. ძმრის მაგივრად შეგიძლიათ დაჭლეტილი ხახვის წვენი ან კვერცხის ცილა გამოიყენოთ გახსნილი 1:1 პროპორციაზე ლუდში.

როგორ გავასუფთაოთ ვერცხლი

მაღალი კლასის ვერცხლი, ისევე როგორც თეთრი ოქრო სჯობს მაშინვე იუველირს გადასცეთ დელიკატური გასუფთავების მიზნით. პოპულარული და გავრცელებული ვერცხლის გაწმენდა კი სახლშიც იოლადაა ხელმისაწვდომი.

ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ეს ხერხი ვერცხლს საუცხოოდ უხდება. ოქროს მსგავსად, შეგიძლიათ მოამზადოთ ხსნარი 1 ჩ.კ. საშუალებით და აადუღოთ მასში სამკაული 10-15 წუთით, რის შემდეგაც მსუბუქად გაწმინდოთ.

ლიმნის წვენი. ვერცხლი ხშირად იფარება ლაქებით. მათ ამოსაყვანად გახსენით წყლიან ჭიქაში 1 ჩ.კ. წვენი და ამიაკი. ჩადეთ სამკაული ხსნარში 1 წუთით. შემდეგ გაამშრალეთ.

ნედლი კარტოფილი. თუ ვერცხლის სამკაულს წვრილად გახეხილ კარტოფილში ჩააფლავთ, ეფექტი ისეთივე იქნება როგორც ლიმნის წვენის და ამიაკის შემთხვევაში.

ახლა იცით, როგორ გაწმინდოთ ვერცხლი, მაგრამ გახსოვდეთ, ნებისმიერ საიუვილერიო მორთულობას მსუბუქი გაწმენდა სჭირდება. ქსოვილის ან ჯაგრისის შერჩევისას, დაუკვირდით, არ გახეხონ ან დაკაწრონ სამკაული შეუფერებელი ზედაპირის გამო.

როგორ გავწმინდოთ ძვირადღირებული ქვები

ქვები სხვა შემთხვევაა. მათი სწორად გასუფთავებისთვის, ქვის სიმაგრე უნდა იცოდეთ.

მსუბუქი ქვები: ოპალი, მალაქიტი, მთვარის ქვა – ცივ ხსნარში უნდა ჩაუშვათ (1 ჩ.კ. ჭურჭლის სარეცხი საშუალება 1 ჭიქა წყალში). შემდეგ მეტალთან ერთად ქსოვილით გაწმინდოთ.

ორგანული ქვები: ქარვა, მარჯანი და მარგალიტი ვერ იტანენ ტემპერატურის ცვლილებებს და აგრესიულ გარემოპირობებს. მათ შეეფერებათ წყალი გაზავებული სპირტით: 1:1 ან არყით.

მძიმე ქვები: ცირკონი, ალმასი, საფირონი, ლალი ან ზურმუხტი. მარტივად იწმინდება ჭურჭლის სარეცხი საშუალებით ან ამიაკის სპირტით.

ქვების წმენდა — ფრთხილი და დელიკატური პროცესია. იმისთვის, რომ სამკაულმა დიდხანს გაგიძლოთ, მოარიდეთ მზის სხივებს და მაღალ ტემპერატურას.

სამზარეულო პატარა ლაბორატორიაა. არასდროს იცი რაში გამოგადგება ძმარი ან მარილი.