მთავარი რჩევები დიდებული გადაწყვეტილებები ზაფხულის შემაწუხებელ პრობლემებთან შესაბრძოლებლად

დიდებული გადაწყვეტილებები ზაფხულის შემაწუხებელ პრობლემებთან შესაბრძოლებლად

by Keti

ადამიანთა დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ეკვატორისგან შორს ცხოვრობს, განსაკუთრებულად ემზადება ზაფხულის ცხელი დღეებისთვის. ზაფხული დასვენების პერიოდია და სხვადასხვა ადგილის მონახულების შესანიშნავი შანსი. მაგრამ მას ასევე აქვს ჯანმრთელობისთვისა და სილამაზისთვის რისკისშეცველი გვერდითი მოვლენები.

ჩვენ შევაგროვეთ ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც ზაფხულისთვის დამახასიათებელ პრობლემებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. ყველა მეთოდი უსაფრთხო და გამოსადეგია!

1. ოფლიანობა

  • დეოდორანტები გვეხმარება თუ მათ სწორად ვიყენებთ. მათი წასმა გაცილებით ეფექტურია  საღამოს, ძილის წინ. თუ ასე იზამთ, დეოდორანტის ინგრედიენტებს მეტ დროს მისცემთ გააქტიურებისთვის. თუ მას დილით წაისვამთ, დიდი შანსია ოფლმა ისინი ეგრევე ჩამორეცხოს და აქტიურმა ნაერთებმა ვერ შეასრულონ თავის ფუნქცია.
  • აირიდეთ ცხარე საკვები, ალკოჰოლი და ყავა. თქვენი ორგანიზმი მათზე ისევე ირეაგირებს, როგორც ცხელ ამინდზე.
  • არსებობს ბუნებრივი მეთოდებიც ოფლთან საბრძოლველად. ვაშლის ძმარი კლავს ბაქტერიებს და კეტავს ფორებს. წაისვით ის ოფლიან ადგილას ყოველ საღამოს, დილით კი ჩამოიბანეთ. სიმინდის ფქვილი და სოდა ასევე კარგად ებრძვის ოფლს. შეურიეთ ისინი თანაბრად და წაისვით ოფლიან ადგილას ნახევარი საათით, შემდეგ ჩამოიბანეთ. ლიმონის წვენიც ციტრუსის მჟავის წყალობით ანადგურებს ბაქტერიებს და ამცირებს ოფლიანობას. უბრალოდ დაიმუშავეთ კანი ლიმონის ნაჭრით. ოფლიან ადგილას შეგიძლიათ წაისვათ კარტოფილი, ის კარგად იწოვს წყალს სხეულიდან.
  • ოფლი არაკომფორტულიცაა და ასევე ტოვებს კვალს ტანსაცმელზე. მათ ჩამოსარეცხად შეგიძლიათ გააკეთოთ სოდისა და დაფქული ასპირინის პასტა, ცოტა წყლის დამატებით. შეუშვირეთ წყალს დასვრილი ადგილი, შემდეგ წაუსვით პასტა 5-10 წუთით. ბოლოს გარეცხეთ ტანსაცმელი ჩვეულებრივად.

2. მზის დამწვრობა

  • შეარჩიეთ ისეთი მალამო, რომელიც კარგად დაგიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან. ექიმები რეკომენდაციას იძლევიან, რომ მზის კრემს მინიმუმ დამცავი ფაქტორი 30 უნდა ჰქონდეს.
  • წაისვით მალამო მზეზე გასვლამდე 30 წუთით ადრე. თუ გაოფლიანდებით, მოიშორეთ ის ქაღალდის ხელსახოცით.
  • თუ შუადღის მზეზე გიწევთ დიდი ხნით ყოფნა, ნუ ენდობით მხოლოდ მზისგან დამცავ კრემს. დაიფარეთ ქუდი და ჩაიცვით თხელი, გრძელი სახელოს მქონე ტანსაცმელი. მუქი ტანსაცმელი მეტ სხივს ბლოკავს, ვიდრე ღია ფერის.
  • თუ მზემ მაინც დაგწვათ, არსებობს სხვადასხვა საშუალება ტკივილის შესამსუბუქებლად: საუკეთესოა იოგურტი, ცივი რძე, დაჭყლეტილი კიტრი ან ალოე. შეგიძლიათ დამწვარ ადგილებში მიიღოთ ვაშლის ძმრის აბაზანა.

3. ჩამომდნარი მაკიაჟი

  • მაკიაჟის წასმამდე გამოიყენეთ ყინულის კუბი და ნაზად დაიმასაჟეთ სახე და ყელი. გაიმშრალეთ სუფთა პირსახოცით და დაიწყეთ მაკიაჟის გაკეთება.
  • გამოიყენეთ მინერალური მაკიაჟი და მსუბუქი ფორმულის მქონე პროდუქტები ნაცვლად ცხიმოვანისა. ეცადეთ წაისვათ მაქსიმალურად ცოტა.

4. მშრალი კანი

  • მიირთვით ანტიოქსიდანტებითა და პროტეინებით სავსე საკვები, ისინი ასტიმულირებს კოლაგენის ზრდას და სახის კანი ბევრად ლამაზი და ახალგაზრდული ხდება.
  • დაივიწყეთ კანის ქიმიურად აცლა და ნებისმიერი გლიკოლის მჟავისა და რეტინოიდების შემცველი პროდუქტი. ისინი კანს უფრო მგრძნობიარეს გახდის მზის მიმართ, რაც შესაძლოა დაზიანების გამომწვევი გახდეს.

5. თმის პრობლემები

  • მკვეთრად შეკრულმა ვარცხნილობამ შესაძლოა თმა დააზიანოს, ამიტომ ეცადეთ თავისუფლად გქონდეთ ის შეკრული.
  • დაიბანეთ ნაკლებად ხშირად, მხოლოდ კვირაში 2-3ჯერ. ეს სკალპს გამოშრობისგან იხსნის და ცხიმის წარმოებას შეუწყობს ხელს. თუ თავი შუალედში გაგიჭუჭყიანდათ, ჩამოიბანეთ წყლით შამპუნის გარეშე.
  • გამოიყენეთ ქუდი მზეზე ყოფნისას ან ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი თმის პროდუქტები.

6. ცხიმიანი კანი

  • აირიდეთ კანის გამომშრობელი საშუალებები და ის ინგრედიენტები, რომლებიც კეტავს ფორებს. ასეთებია მინერალური ზეთი, ნავთობისგან მიღებული ნაწარმი და პარაფინი.
  • კარგი ბუნებრივი საშუალება ცხიმიანი კანისთვის არის დაფქული შვრიის, ცხელი წყლისა და 1 ს.კ. თაფლის ნარევი. წაისვით პასტა სახეზე 3 წუთით და წყლით ჩამოიბანეთ.

7. აკნეს გაჩენა

  • აირიდეთ შაქრიანი და სახამებლის შემცველი პროდუქტები. ჩართეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული რაციონში, ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და სხვა მკვებავი ნივთიერებებით სავსე საკვები.
  • თუ აკნე სხეულზე გაქვთ, ჩაანაცვლეთ თქვენი ტანსაცმელი მეტად ფართო და კომფორტული სტილით. თუ ოფლიანდებით, ყოველი გამოცვლის შემდეგ გარეცხეთ ისინი.

8. სიცხისგან გაჩენილი გამონაყარი

  • ჩაიცვით ბუნებრივი ქსოვილებისგან დამზადებული ღია ფერის, ფართო ტანსაცმელი.
  • გაიკეთეთ ჩაის პაკეტის კომპრესი. როცა ჩაის მოიმზადებთ, პაკეტი შედეთ მაცივარში და გააციეთ, შემდეგ წაისვით გაღიზიანებულ ადგილას.
  • დარჩით მაქსიმალურად ცივი და მშრალი, გამოიყენეთ ვენტილატორი და ჰაერის კონდიციონერი, მიიღეთ შხაპი, ივარჯიშეთ დილით ან საღამოს, როცა შედარებით გრილა.
  • აიღეთ ალოე ვერას რბილობი და წაისვით კანზე დღეში რამდენჯერმე. ეს შესანიშნავი გზაა კანის დასამშვიდებლად და სწრაფად განსაკურნად.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ხშირად ეს პრობლემები დეჰიდრატაციის ბრალია. ცხელ ამინდში სხეული მეტ სითხეს კარგავს, ამიტომ წყლის რაოდენობის მიღება უნდა გაზარდოთ. ეს ბევრ პრობლემას აგარიდებთ თავიდან.

თქვენ თუ იცით ზაფხულის პრობლემებთან გასამკლავებელი მეთოდები? გაგვიხარდება, თუ კომენტარებში გაგვიზიარებთ!