გამარჯობა, მე მქვია ალია სნეიპი, მე ტელეჟურნალისტი ვარ, ჩემი ქმარი, მაჰილი კი მარკეტოლოგი. ჩვენ ერთმანეთი “ევროვიზიაზე” გერმანიაში გავიცანით, სადაც ორივე ვმუშაობდით. უკვე 7 წელია რაც ერთად ვართ და 2 შვილი გვყავს. ქმრის სამშობლოში, ნდიერლანდებში, ხშირად ვხვდებით, ვსტუმრობთ მის დიდ ოჯახს: მაჰილს 3 ძმა და 2 და ჰყავს. იქ გავიგე, როგორ უვლიან ჰოლანდიელები ბავშვებს.
ისინი მათზე გიჟდებიან, არამხოლოდ საკუთარზე, არამედ სხვებზეც. თუ ბავშვთან ერთად ისეირნებთ, არ გაგიკვირდეთ, რომ მოგიახლოვდებიან, ბავშვს გაუღიმებენ, წაეთამაშებიან და კომპლიმენტს გეტყვიან. წარმოგიდგენთ მაღი აღზრდის იმ მეთოდებს, რომლებმაც სახტად დამტოვა.
10. დედები ძლიერ არ განიცდიან საკუთარ რაციონს
ჰოლანდიაში მეძუძური დედებისთვის მკაცრი შეზღუდვები არ არის. ბავშვის დაბადებიდან პირველი თვეების მანძილზე მათთვის რეკომენდირებული არაა მხოლოდ კომბოსტო, ხახვი, ცხარე საკმაზები და ალკოჰოლი. დანარჩენი მისაღებია.
9. თუ ბავშვი გაციებულია, წამლებით არ მკურნალობენ
აგციება – დაავადება არ არის. სურდო აქვს? ჩააწვეთეთ მარილიანი წყალი, ყელი სტკივა? დაალევინეთ გვირილის ჩაი. სხვა სახის მკურნალობა საჭირო არაა. 38 გრადუს სიცხეზე სასწრაფოს არ იძახებენ, დიდი დიდი, პარაცეტამოლი დაალევინონ. ექიმს სტუმრობენ თუ სიცხემ 3 დღეს გასტანა.
საჭიროა გავაძლიეროთ იმუნიტეტი და არა გავაფართოვოთ სახლის აფთიაქი – ასეთია ადგილობრივი დედების ფილოსოფია. და მაშინ, როცა დედები ფუმფულა პალტოებს აცმევენ, ჰოლანდიელი ბავშვები უკვე უქუდოდ დარბიან.
8. მშობლები არ მიმართავენ ფიზიკურ დასჯას და არ ყვირიან
უყვირო ბავშვს ან მასზე ხელი ასწიო – აქ შეუძლებელია ამის წარმოდგენა. მშობლები არასდროს სცემენ, ამცირებენ ან ადარებენ მათ სხვებს. აქ ყველაფერი სიტყვებით წყდება. როგორც აქაური ცნობილი მამაო იტყოდა – ძალადობა სისუსტეა, კონტროლის დაკარგვა და უსუსურობა. თუ გსურთ ბავშვზე ხელი აწიოთ, ესეიგი პრობლემა თქვენშია და არა მასში.
7. ბავშვში პიროვნებას ხედავენ
ბავშვებთან ისე იქცევიან, როგორც დიდებთან, უხსნიან წყნარად, თუ როგორ არ უნდა მოიქცნენ. აძლევენ მოქმედების თავისუფლებას, იმდენს რამდენიც საჭირო და უსაფრთხოა და არც სხვებს ავნებს. ბავშვს აძლევენ არჩევანს, არ ცდილობენ მისი ყოველი ნაბიჯი აკონტროლონ. შეცდომების დაშვება შეიძლება: პატარა ადამიანი სწორედ რაღაცის მოსინჯვის და შეცდომის მიხედვით სწავლობს, ეჩვევა დამოუკიდებლობას და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობას. შესაძლებელია ყველაფერი, მაგრამ რა შედეგები მოყვება ამას, ბავშვებს აუცილებლად უყვებიან.
საოცარია, მაგრამ ფაქტია: ნიდერლანდებში ცოტას ეწევიან და სვამენ, ჰოლანდიელების უმეტესობას კი ნარკოტიკი არც გაუსინჯავს მისი ხელმისაწვდომობის მიუხედავად.
6. ასწავლიან გადაწყვიტონ პრობლემები კონფლიქტების გარეშე
ჰოლანდიელები საოცრად უკონფლიქტო ადამიანები არიან. ურჩევნიათ გაჩუმდნენ, ვიდრე გამოხატონ სრულიად საწინააღმდეგო აზრი მოსაუბრისგან. ამას ბავშვობიდან აჩვევენ – მშობლები შვილებს ურჩევენ დაფიქრდნენ ორჯერ, სანამ რამე მწვავეს ან გასანაწყენებელს იტყვიან. ასევე, ასწავლიან პრობლემების მიხედვას სიტყვებით.
5. აგუალიანებენ და წაახალისებენ ინდივიდუალურობას
ბავშვებს არ ადარებენ სხვებს, არ სთხოვენ არაჩვეულებრივ შეფასებებს და ქულებს, ამბობენ, რომ ეს მთავარი არ არის, არ ცდილობენ სტანდარტების მორგებას შვილებზე, თუ ცაციაა, არ აძალებენ მარჯვენათი წერას, რადგანაც მის კომფორტულობას ანიჭებენ უპირატესობას. ჰოლანდიელები არ დარდობენ თუ ბავშვი რაიმე გავრცელებულ წესებს არ იცავს. ის უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის, მთელი თავისი განსაკუთრებულობით.
4. დედა და მამა ბავშვის აზრით ინტერესდებიან
დედა და მამა გადაწყვეტილებას ერთად იღებენ, იგებენ ბავშვის აზრს ყველაფერზე, ანდობენ საპასუხისმგებლო დავალებას. ბავშვმა იცის, რომ მისი აზრი დიდებს აინტერესებთ, ამიტომაც თავდაჯერებულები იზრდებიან.
3. ბავშვებს თავს არ ახვევენ სწორ კვებას
ჰოლანდიელები ბავშვის სწორ კვებაზე დიდად არ ზრუნავენ. მისცენ 1 წლის პატარას მარგარინ წასმული პური სადილზე, ეს ნორმაა. არც სკოლაშია ორგანიზებული კვება – რასაც მიიტან, იმას მიირთმევ.
2. უღივებენ ინტერესს სპორტის მიმართ
სპორტის სიყვარული ჰოლანდიელების ცხოვრების წესია. ფეხბურთი, ჩოგბურთი, ჰოკეი, ბილიარდი – აირჩიეთ რაც გაინტერესებთ. რატომ უნდა უყურონ პატარებმა მულტფილმებს და ითამაშონ კონპიუტერული თამაშები, როცა გაცილებით საინტერესოა მეგობრებთან და ოჯახთან ერთად დროის გატარება.
1. აღზრდის ყველაზე ღირებული საიდუმლო, რომელიც აქ ვისწავლე
საუკეთესო ხერხი მოახდინო რეაგირება ნებისმიერ ხუშტურზე – ყურადღების გადატანაა. ხვანცალებს და არ გაძლევთ პამპერსის ჩაცმის საშუალებას? მიეცით სათამაშო. არ უნდა ფაფის მირთმევა? დაე, ყველა ფაფის კოვზმა სხვადასხვა ცხოველის ხმა გამოსცეს, ტირის და მანქანის ყიდვას ითხოვს? კითხეთ რისი გაკეთება უნდა ახლა, პარკში გასეირნება თუ მდინარეში ბანაობა, დაეცა და დაარტყა? – მოყევით სასაცილო ისტორია. ბავშვის დაწყნარება ყოველთვის შეიძლება თუ გაღიზიანების მიზეზისგან ყურადღებას გაუფანტავთ.