არასასურველი თმის თემა სხეულის ღია ნაწილებზე, განსაკუთრებით სახეზე, ყოველთვის აწუხებდა ქალებს, ეროვნების თუ ასაკის მიუხედავად. თანამედროვე სამყაროში თმის მოშორების უამრავი ხერხი არსებობს: სამართებელი, დეპილაციის კრემი, ელექტრო დეპილატორი, ლაზერული აპარატი, ნემსი თუ შუგარინგი.
ეს თემა ზაფხულში გაცილებით აქტუალურია. წარმოგიდგენთ სხვა, უფრო იაფ საშუალებებსაც, რათა თმა უმტკივნეულოდ და ხარისხიანად მოიშოროთ. მოკლედ, დეპილაციის ხელმისაწვდო, ხალხურ მეთოდებს.
იოდი და ამიაკი
აურიეთ ჩაის კოვზი ჩვეულებრივი სპირტი, 1.5 გ იოდი და 5 გ ამიაკის სპირტი და აბუსალათინის ზეთი. ეს ხსნარი წაისვით კანზე არასასურველი თმის ადგილას დღეში ორჯერ. რამდენიმე დღის შემდეგ თმები ცვენას დაიწყებენ.
თხილი და ჩენჩო
კედრის თხილის ნაჭუჭები ფქვილში დაჭლიტეთ. აურიეთ ცოტაოდენ ცხელ წყალთან და შეიზილეთ კანის იმა დგილებში, სადაც არასასურველი თმა გაქვთ. ეს რამდენიმე დღე გააკეთეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ კედრის თხილის ჩენჩოების კონცენტრირებული ხსნარიც.
ჭინჭრის მარცვლები
40 გ ჭინჭრის მარცვლებს დაასხით 100 მლ ნებისმიერი მცენარეული ზეთი. ნაზავი ბნელ ადგილას 2 თვე დატოვეთ. შემდეგ გაცერით და კანზე რამდენიმე დღის მანძილზე იზილეთ.
მწვანე ყურძენი
ეს საშუალება მეტად უსაფრთხოა და თმის გაქრობისთვის კანის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილებსაც უხდება. მაგალითად,ს ახეს და ინტიმურ ზონებს. დაჭყლიტეთ ჯერ დაუმწიფებელი ყურძნის წვენი. წაისვით პრობლემურ ადგილებში ყოველდღე და შედეგს მალე დაინახავთ.
მარგანცოვკა
ეს საშუალება უფრო ეფექტურია, მაგრამ არაფრთხილი გამოყენებისას შესაძლოა დამწვრობა მიიღოთ. არაა რეკომენდირებული ზაფხულის პერიოდში. ის კანს ღებავს და მოშორება რთულია. მოამზადეთ მაგარი ნაყენი და შეიზილეთ კანზე. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე.
ყაყაჩო
ეს ძველებური ხალხური საშუალებაა, რომელსაც გარეული ყაყაჩო სჭირდება. შეაგროვეთ და გაახმეთ მცენარე. დაწვით და მიღებული ნაცარი პრობლემურ ადგილებზე დაიყარეთ.
ასევე, არასაჭირო თმასთან ძალიან ეფექტურია ქურქუმა:
დაგჭირდებათ:
- 3 ს. კ. რძე
- 2 ჩ. კ. ქურქუმა
- 2 ს. კ. ბრინჯის ფქვილი (შეგიძლიათ ხორბლის)
- 0,5 ჩ. კ. მარილი
აურიეთ ყველა ინგრედიენტი პასტის კონსისტენციამდე. დაიდეთ ნიღაბი გაწმენდილ პრობლემურ ზონაზე და დაუცადეთ 20 წთ სრულად გაშრეს. შემდეგ ფრთხილად ჩამოიბანეთ რბილი პირსახოცით ან ხელსახოცით. წაისვით დამატენიანებელი კრემი ან ზეთი.
გამოყენებამდე აუცილებლად გაარკვიეთ გაქვთ თუ არა ალერგია ამა თუ იმ პროდუქტზე. დაიდეთ ძალიან პატარა მონაკვეთზე და დააკვირდით, ხომ არ იწვევს ის კანის გაღიზიანებას.