მთავარი რჩევები (+ვიდეო) დედამ უკანასკნელი გადაწყვეტილება მიიღო, რათა თავისი ჯერარდაბადებული შვილი გადაერჩინა მშობიარობისას

(+ვიდეო) დედამ უკანასკნელი გადაწყვეტილება მიიღო, რათა თავისი ჯერარდაბადებული შვილი გადაერჩინა მშობიარობისას

by guramus

წესით, კარის ბუგალისთვის ბედნიერი დღე უნდა ყოფილიყო. ის ხომ მალე დედა გახდებოდა, მაგრამ რაღაც სევდა მაინც ახლდა სიხარულს.

ექიმებმა გასინჯეს და აღმოჩნდა, რომ კარისას ჰქონდა ამნიონური ემბოლიზმი, რაც ნაყოფისთვის დამღუპველი იყო. სტატისტიკურად, მსგავსი ანომალია 80 000-დან მხოლოდ 1 შემთხვევაში გამოვლინდება. ბავშვის გულისცემა ნელნელა მცირდებოდა. ამასთანავე, კარისას ჯანმრთელობაც საფრთხის ქვეშ იყო. თუ ნაყოფი გადარჩებოდა, კარისა უნდა დაღუპულიყო.

ქალმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და საკეისრო კვეთის გაკეთება სთხოვა ექიმებს. სწორედ ასე მოევლინა ქვეყანას პატარა დეკლანი. ექიმების თქმით, კარისას ერთი წუთითაც არ უფიქრია, რომ თავისი ჯერარდაბადებული შვილის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააყენებდა. მან წამიერად მიიღო ბავშვისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება.

“ძალიან მიმძიმს კარისას დაკარგვა. ახლავე ვნერვიულობ, როგორ შევძლებ ბავშვს ავუხსნა, რომ დედამ საკუთარი სიცოცხლე გაწირა, რათა შვილი გადაერჩინა” – ამბობს დეკლანის მამა.

დეკლანი ვერასოდეს ჩაეხუტება დედამისს, მაგრამ მოვა დრო და გააცნობიერებს, რომ ქალი, რომელმაც მისთვის თავი გაწირა, ნამდვილი გმირია.