მთავარი კულინარია შრატის, მინერალური წყლის და შოკოლადის ცომით მომზადებული გუფთები (,,ვარენიკები”): 3 ორიგინალური რეცეპტი

შრატის, მინერალური წყლის და შოკოლადის ცომით მომზადებული გუფთები (,,ვარენიკები”): 3 ორიგინალური რეცეპტი

by guramus

ვარენიკები ყველას უყვარს. მათი გაკეთება კი – ცოტას. თუმცა ჩვენ ისეთ რეცეპტებს შემოგთავაზებთ, რომ ამ კერძის გარდა აღარაფერს მოამზადებთ. მთავარია ცომისთვის სწორი ინგრედიენტები შეარჩიოთ. ცომი კი სხვადასხვა მეთოდით მზადდება და ახლა სწორედ ამ ვარიანტებს მოგაწვდით.

შრატზე მომზადებული ვარენიკები

შრატის წყალობით ცომი გამოდის რბილი და საუცხოო. სინჯეთ და თავად დარწმუნდებით.

ინგრედიენტები

  • 500 გ ფქვილი
  • 380 გ ხაჭო
  • 70 გ შაქარი
  • 250 მლ რძის შრატი
  • 2 ცალი კვერცხი
  • ერთი ჩ. კ. მარილი

მომზადება

1. ცხელ შრატში ჩაყარე ერთი ჩ. კ. შაქარი, მარილი და ერთი კვერცხი.

2. დაამატე 300 გ ფქვილი. კარგად აურიე. ცომი გადაიტანე მაგიდაზე და თანდათან ამატე ფქვილი.

3. ცომი ჩადე პაკეტში და შედგი მაცივარში 20 წუთით. პარალელურად ჩანგლით ჩაჭყლიტე ხაჭო, დარჩენილი შაქარი და ერთი კვერცხი.

4. ცომი გამოიღე. მისი ერთი მცირე ნაწილი გააბრტყელე ძეხვისებურად და დაჭერი. თითოეულ ნაჭერს ცოტა დააწექი და ამოავლე ფქვილში.

5. გააბრტყელე 5-6 მმ სისქის ფირფიტებად, ცენტრში დაადე შიგთავსი და მოახვიე ვარენიკის ფორმით. ასე მომზადებული ვარენიკები გადაიტანე ზედაპირზე, რომელსაც ფქვილი აქვს მოყრილი. სურვილის შემთხვევაში ამ ეტაპზე შეგიძლია მათი გაყინვა და შემდგომ პაკეტში შენახვა სამომავლოდ.

6. აადუღე წყალი, ჩაყარე ვარენიკები და ადუღების მომენტიდან 3 წუთი ხარშე.

7. ვარენიკების თითოეულ ფენას მოასხი კარაქი და მოაყარე ცოტა შაქარი. მზადაა!

8. ამ შიგთავსის მქონე ვარენიკებს ძალიან უხდება მომჟაო მურაბები, მაგალითად, ჟოლოსი.

მინერალურ წყალზე მომზადებული ვარენიკები

ამ მეთოდით მომზადებული ცომი რბილი და ნაზი გამოდის და საერთოდ არ იშლება.

ინგრედიენტები

  • 450 გ ფქვილი
  • 200 გ მინერალური წყალი
  • 2 ს. კ. ზეთი
  • 400 გ კარტოფილი
  • ერთი ცალი ხახვი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი ჩ. კ. მარილი

მომზადება

1. კარტოფილი გაფცქვენი, დაჭერი კუბებად და მოხარშე მარილწყალში სრულად. შემდეგ ჩაჭყლიტე პიურეს სახით.

2. ხახვი დაჭერი წვრილად და მოშუშე ზეთში ოქროსფრამდე. შემდეგ შეურიე კარტოფილის მასას და კარგად აურიე.

3. ცომის მოსამზადებლად ღრმა თასში შეურიე ფქვილი, კვერცხი, მარილი და ორი ს. კ. ზეთი. შემდეგ თანდათან ჩაასხი მინერალური წყალი. მოზილე ელასტიური ცომი. დააფარე ტილო და დატოვე ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთით.

4. ცომი გაყავი რამდენიმე ნაწილად. თითოეული გააბრტყელე 2-3 მმ სისქის ფირფიტის სახით. ჭიქის დახმარებით ცომიდან ამოჭერი პატარა ფირფიტები. თითოეულის ცენტრში დადე შიგთავსი. მოუკარი პირი, მიეცი ვარენიკის ფორმა და დაალაგე ფქვილმოყრილ ზედაპირზე.

ასეთი სახით ვარენიკები შეგიძლია მაშინვე მოხარშო, ან გაყინო სამომავლოდ.

შოკოლადის ვარენიკები

ალბათ უჩვეულოდ მიგაჩნია ასეთი ტიპის ვარენიკები. მაგრამ ისინი არსებობს და ძალიან გემრიელიცაა. შოკოლადის ვარენიკები სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს და ყოველდღიურ ვახშამსაც. მიუხედავად იმისა, რომ უჩვეულოდ გამოიყურება, მოსამზადებლად საკმაოდ იოლია და ცდად ღირს. თავად დარწმუნდი!

ინგრედიენტები

  • 600 გ ფქვილი
  • 100 მლ რძე
  • 150 მლ წყალი
  • 250 გ ხაჭო
  • 1,5 ს. კ. შაქარი
  • ერთი ს. კ. ზეთი
  • ორი ცალი კვერცხი
  • ორი ს. კ. კაკაო
  • ორი ჩ. კ. ვანილის შაქარი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. შეურიე ერთმანეთს რძე, ცხელი წყალი, კვერცხი, ზეთი და ფქვილი (ორი ს. კ. გადადე გვერდზე). მოზილე ცომი, შემდეგ გაყავი ორად. ერთ ნახევარს შეურიე კაკაო, მეორეს – დარჩენილი ფქვილი. დააფარე საკვები ცელოფანი და დატოვე 20 წუთით.

2. დარჩენილი ინგრედიენტებისგან მოამზადე შიგთავსი.

3. თითოეული ცომი გააბრტყელე ფირფიტის სახით. შოკოლადიანი ნაწილი დაასველე წყლით და დაადე მეორე ფირფიტა. შემდეგ ორივე გადაახვიე მჭიდრო რულეტის სახით. დააფარე საკვები ცელოფანი და დატოვე ასე ხუთი წუთით. ამის შემდეგ დაჭერი თხელი ფირფიტების სახით.

4. გააბრტყელე პატარა ცომები. დაადე შიგთავსი და მოახვიე ვარენიკები. მოხარშე მარილწყალში.

მზა ვარენიკები სუფრასთან მიიტანე კარაქით ან არაჟანმოსხმული, ასევე მოუხდება შაქრის პუდრა ან რაიმე მურაბა. გააკვირვე ახლობლები ამ უჩვეულო კერძით!

იმედია, დაგაინტერესა განსვავებულმა რეცეპტებმა. მოამზადე მათ მიხედვით და გაუზიარე მეგობრებსაც. ყველა მადლიერი დაგრჩება.