სანამ 20 წლის სილამაზის ბლოგერები ყველგან ჯადოსნურ კრემებს არეკლამებენ, რომლებიც წესით ნაოჭების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ჩვენ რეალურად ეფექტურ საშუალებებს გთავაზობთ.
7 მარტივი, მაგრამ ეფექტური ნიღაბი თქვენს კანს სასურველ ბრწყინვალებას და სიგლუვეს მიანიჭებს, რაც მთავარია, მათ შემადგენლობაში არცერთი წვეთი ქიმია არაა. სპეციალურად არაფრის ყიდვა არ მოგიწევთ. ყველა ინგრედიენტს სავარაუდოდ მაცივარში იპოვნით.
ნაოჭების საწინააღმდეგო სახის ნიღბები
მარილიანი პილინგი ხაჭოთი
ცხიმიანი კანისთვის
აღადგებს, წმენდს ფორებს, ამცირებს კანის ცხიმის გამოყოფას, სტიმულაციას უწევს კოლაგენის გამომუშავებას.
გაჭყლიტეთ 1 ს. კ. უცხიმო ხაჭოს ყველი 1 ჩ. კ. ზღვის მარილთან ერთად. ნაზავი სახეზე მასაჟური ხაზების მიხედვით დაიდეთ. მსუბუქად დაიმასაჟეთ, მაგრამ კანი არ გააღიზიანოთ. დაიტოვეთ ნიღაბი 15-20 წუთით, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის შემდეგ სახეზე ყინულის კუბიკი გადაიტარეთ.
ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის
თაფლი და შვრიის ფანტელები კანს კვებავს, ვიტამინებით ავსებს, აღადგენს, ზედა მივდარ ფენას ანადგურებს. იოგურტი ამშვიდებს, არბილებს და ატენიანებს.
აურიეთ 1 ს. კ. იოგურტი 2 ჩ. კ. თაფლთან. დაუმატეთ 1 ს. კ. შვრიის ფანტელები (წვრილი) და 1 ს. კ. წითელი მშრალი ღვინო. დაიდეთ სახეზე სქელ ფენად და დაიტოვეთ 15-20 წთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
გამაახალგაზრდავებელი ბანანის ნიღაბი მგრძნობიარე კანისთვის
მკვებავი კოქტეილი ყველაზე ნაზი კანისთვის. ატონიზირებს, ასწორებს, ხსნის ანთებას, ათანაბრებს ტონალობაა.
დაჭყლიტეთ ბანანი ჩანგლით, დაუმატეთ 1 ს. კ. ნებისმიერი ცხიმიანობის ნაღები და საგულდაგულოდ აურიეთ. დაიდეთ ნიღაბი სახეზე და დაიტოვეთ 20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ანტიოქსიდანტური ნიღაბი ნორმალური და კომბინირებული კანისთვის
საგულდაგულოდ ასუფთავებს უჯრედებს ტოქსინებისგან, ავსებს ენერგიით, კვებავს ვიტამინებით, აწვდის ჟანგბადს. განსაკუთრებით სასარგებლოა მწეველი ქალებისთვის და მათთვის, ვინც დიდ ქალაქებში ცხოვრობს.
აურიეთ 1 ს. კ. კაკაოს ფხვნილი 2 ს. კ. ბროწეულის წვენთან. სისქე დაარეგულირეთ, დაუმატეთ კაკაო ან წვენი. დაიდეთ მასა სქელ ფენად გასუფთავებულ კანზე. დაიტოვეთ 10-15 წთ, რის შემდეგაც უნდა ჩამოიბანოთ ცხელი წყლით და მაშინვე გადაისვით ყინულის კუბიკი.
გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის
გააცოცხლებს კანს ბრწყინვალებით და სიჯანსაღით. საოცრად ხავერდოვანი და გლუვი ეფექტი ახასიათებს.
აურიეთ 1 კვერცხის გული, 2 ს. კ. არაჟანი და 1 ს. კ. შვრიის ფქვილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაიდეთ გასუფთავებულ, დატენიანებულ კანზე და დაიტოვეთ 25 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ბრინჯის ნიღაბი ფაიფურისებრი კანისთვის
ეს იაპონელი ქალების სილამაზის საიდუმლოა. კანს იდეალურ ტონალობას და გასაოცარ სიგლუვეს სძენს. ჭიმავს, კვებავს და ატონიზირებს.
აურიეთ 2 ს. კ. ბრინჯის ფქვილი, 1 კვერცხის ცილა და 1 ჩ. კ. ქოქოსის ზეთი. დაიდეთ სქელ ფენად და დაიტოვეთ 15 წთ. ნარჩენები მოიცილეთ ხელსახოცით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი მშრალი, პრობლემური კანისთვის
უკვე პირველი მიღების შემდეგ გახდით კანს გლუვს და ხავერდოვანს. დაალაგებს მცირე ნაოჭებს, ღრმა ნაოჭებს კი ნაკლებად შესამჩნევს გახდის. მიიღებთ განახლებულ კანს. ეს შემადგენლობა შეგიძლიათ თმის აღდგენისთვისააც გამოიყენოთ.
ავოკადოს მეოთხედი ჩანგლით დაჭყლიტეთ ფაფის მსგავსი მასის მიღებამდე. დაუმატეთ 1 ჩ. კ. ცხიმიანი ნაღები, 1 ჩ. კ. შვრიის ფქვილი და 1 ჩ. კ. თაფლი. დაიდეთ ნაზავი სახეზე და კისერზე, გაიჩერეთ 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
აირჩიეთ ისეთი ნიღბები, რომლებიც თქვენს კანს უფრო შეეფერება. თუ რომელიმე კომპონენტზე ალერგია გაქვთ, არ გამოიყენოთ ისინი. ან ამოიღეთ რეცეპტიდან ან ნეიტრალური მკვებავი ინგრედიენტით ჩაანაცვლეთ, მაგალითადდ ბაბაის სირბილით ან კეფირით.