მთავარი კულინარია აი, როგორ შევარჩიოთ კარგი საზამთრო

აი, როგორ შევარჩიოთ კარგი საზამთრო

by guramus

საზამთროს შერჩევას არული პასუხისმგებლობით უნდა მოვუდგეთ. რამდენიმე კილოგრამი თხევადი ხილის ყიდვით შეიძლება მავნე ან უგემური პროდუქტი მიიღოთ.

საზამთროს დიდი გულშემატკივრებიც კი უშვებენ ხანდახან შეცდომებს, იმიტომ რომ, მწიფე ხილის 5 ნიშანი არსებობს.

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, თუ როგორ აარჩიოთ მარტივად კარგი საზამთრო. აარაკეთილშობილი გამყოდველები თქვენს მოტყუებას ვეღარ შეძლებენ და სახლში მზოლოდ საუკუთესო დესერტს მიიტანთ.

მწიფე საზამთროს ხმა

საზამთრო დაკაკუნებისგან უნდა ვიბრირებდეს და სპეციფიკურ ხმას გამოსცემდეს. ეს იქნება იმის დასტური, რომ ის მწიფეა, ქერქი კი არც ისე სქელი. ეს ყველაზე პოპულარული ხერხია, მაგრამ, არასაკმარისი.

სხვათაშორის, საზამთროს არამხოლოდ უნდა დაუკაკუნოთ! მას რამდენჯერმე ხელით უნდა მიაწვეთ. კარგი საზამთრო დაწოლისას ოდნავ უნდა გატკაცუნდეს.

საზამთროს ზომა

ზომას აქვს მნიშვნელობა! კარგი საზამთრო დიდია, მაგრამ მსუბუქი. სასურველია აირჩიოთ საშუალო ზომის 5-დან 7 კილომდე. პატარა წონის და ზომის მქონემ შესაძლოა იმედი გაგიცრუოთ, ძალიან დიდები კი როგორც წესი ყველაზე მეტ ნიტრატებს აგროვებენ.

გლუვი ბრწყინვალე ქერქი

მნიშვნელოვანია, რომ საზამთრო მბზინვარე იყოს, პრიალა. ამასთან, ქერქი ძალიან მაგარი უნდა იყოს, ისეთი, რომ ფრჩხილით გახლეჩა ვერ შეძლოთ. თუ ის ძალიან რბილი იქნება, ნიშნავს, რომ გადამწიფდა.

გამოკვეთილი ზოლები

ცოტამ თუ იცია, რომ რაც უფრო მუქი ზოლები აქვს საზამთროს, მით უფრო მეტ მკვებავ ნივთიერებას შეიცავს. ზოლებს მტკიცე კონტურები უნდა ჰქონდეს, თავად საზამთროს კი არანაირი დაზიანება. თავი შეიკავეთ მეოთხედი ან ნახევარი საზამთროს ყიდვისგან.

ყვითელი ლაქა ძირზე

იმ ადგილას, სადაც საზამთრო მიწას ეხება, ყოველთვის ჩნდება ლაქა, მაგრამ ის თეთრი არ უნდა იყოს, ყვითელი ტონალობიდან უნდა იწყებოდეს. რაც უფრო გაჯერებულია ფერი, მით უფრო გემრიელი იქნება შიგნით. თუ ნარინჯისფერი ლაქებით მიაგნებთ, იდეალურია ვარიანტია!

ამ 5 ნიშნის წყალობით ყოველთვის კარგ საზამთროს აარჩევთ.