მთავარი კულინარია კომპოტები ზამთრისთვის: 8 ყველაზე გემრიელი ვარიანტი, რომელსაც ყოველ ზაფხულს ვამზადებ

კომპოტები ზამთრისთვის: 8 ყველაზე გემრიელი ვარიანტი, რომელსაც ყოველ ზაფხულს ვამზადებ

by guramus

ზამთრისთვის კომპოტების მომზადება სხვადასხვა ხილისა და კენკრისგან შეიძლება, როგორც ცალკე, ისე ერთმანეთთან შეერთებით. ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას ძალიან გემრიელ კომპოტ-სიროფებზე, რომელთა შემადგენლობაშიც ორი გემრიელი კომპონენტი მაინც შედის. ზამთარში მათ სიამოვნებით მოიხმართ.

 

წითელი ტყემლისგან და მარწყვისგან

რადგანაც ეს ორი კენკრა სხვადასხვა დროს მწიფდება, მიმართეთ ხრიკს, გაყინეთ ერთ-ერთი მათგანი და დაელოდეთ მეორეს დამწიფებას.

დაგჭირდებათ: 3 ლიტრიან ქილაზე – 500 გ წითელი ტყემალი, 200 გ მარწყვი, 2 ჭიქა შაქარი, 2,5 ლ წყალი.

მომზადება. დასტერილიზირებულ ქილაში მოათავსეთ ტყემალი, ზევიდან მარწყვი. დაასხით მდუღარე წყალი, დაახურეთ სტერილიზირებული სახურავი და დატოვეთ 30 წთ. შემდეგ ფრთხილად გადაასხით წყალი ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაასხით ქილაში და დახუფეთ სტერილიზირებული თავსახურით. გადმოატრიალეთ, შეფუთეთ პლედში და დატოვეთ სრულ გაცივებამდე.

 

კომპოტი ყვითელი ტყემლისგან და მსხლისგან

გამოცდილი დიასახლისები გვარწმუნებენ, რომ რეცეტის წესების დაცვით, კომპოტი ატმის სიროფს მოგაგონებთ.

დაგჭირდებათ: 3 ლიტრიან ქილაზე – 500 გ ყვითელი ტყემალი, 2 დიდი ტკბილი მსხალი, 2 ჭიქა შაქარი, 2,5 ლ წყალი.

მომზადება. დასტერილიზირებულ ჭიქაში მოათავსეთ ტყემალი და მსხალი (ყუნწების გარეშე). დაასხით მდუღარე წყალი, დაახურეთ სტერილიზირებული თავსახურები და დატოვეთ 30 წუთით. შემდეგ ფრთხილად გადაასხით წყალი ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაასხით ქილაში და დახუფეთ სტერილიზირებული თავსახურით. გადმოატრიალეთ, შეფუთეთ პლედში და დატოვეთ სრულ გაცივებამდე.

 

კომპოტი ქლიავისა და მარწყვისგან

დაგჭირდებათ: 3 ლიტრიან ქილაზე – 500 გ საშუალო ან წვრილი ქლიავი, 200 გ მაწყვი, 2 ჭიქა შაქარი, 2,5 ლ წყალი.

მომზადება. სტერილიზირებულ ქილებში მოათავსეთ ქლიავი, ზევიდან მარწყვი. დაასხით მდუღარე წყალი, დაახურეთ სტერილიზირებული თავსახურები და დატოვეთ 30 წუთით. შემდეგ ფრთხილად გადაასხით წყალი ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაასხით ქილაში და დახუფეთ სტერილიზირებული თავსახურით. გადმოატრიალეთ, შეფუთეთ პლედში და დატოვეთ სრულ გაცივებამდე.

 

კომპოტი მარწყვისგან და წითელი მოცხარისგან

ტკბილი მარწყვის და წვნიანი წითელი მოცხარის შეწყმა უნიკალურ გემოს ქმნის.

დაგჭირდებათ: 3 ლიტრიან ქილაზე – 600 გ წითელი მოცხარი, 400 გ მარწყვი, 2,5 ჭიქა შაქარი, 2,5 ლ წყალი.

მომზადება. სტერილიზირებულ ქილებში ჩაყარეთ წითელი მოცხარი და ზევიდან დააყარეთ მარწყვი. დაასხით მდუღარე წყალი, დაახურეთ სტერილიზირებული თავსახურები და დატოვეთ 20 წუთით. შემდეგ ფრთხილად გადაასხით წყალი ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაასხით ქილაში და დახუფეთ სტერილიზირებული თავსახურით. გადმოატრიალეთ, შეფუთეთ პლედში და დატოვეთ სრულ გაცივებამდე.

 

კომპოტი წითელი და შავი მოცხარისგან

გემოთი მოგაგონებთ ბროწეულის წვენს.

დაგჭირდებათ: 3 ლიტრიან ქილაზე – 500 გ შავი მოცხარი, 300 გ წითელი მოცხარი, 2,5 ჭიქა შაქარი, 2,5 ლ წყალი.

მომზადება. სტერილიზირებულ ქილებში ჩაყარეთ მოცხარი და დაასხით მდუღარე წყალი. დაახურეთ სტერილიზირებული თავსახურები და დატოვეთ 20 წუთით. შემდეგ ფრთხილად გადაასხით წყალი ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაასხით ქილაში და დახუფეთ სტერილიზირებული თავსახურით. გადმოატრიალეთ, შეფუთეთ პლედში და დატოვეთ სრულ გაცივებამდე.

 

კომპოტი ჟოლოსგან და წითელი მოცხარისგან

კიდევ ერთი გასაოცარი გემოთა შეხამება, რომელიც ამ კომპოტს ყველა სხვა კომპოტისგან გამოარჩევს.

დაგჭირდებათ: 3 ლიტრიან ქილაზე – 600 გ წითელი მოცხარი, 300 გ ჟოლო, 2 ჭიქა შაქარი, 2,5 ლ წყალი.

მომზადება. სტერილიზირებულ ქილებში ჩაყარეთ წითელი მოცხარი და ჟოლო. დაასხით მდუღარე წყალი, დაახურეთ სტერილიზირებული თავსახურები და დატოვეთ 20 წუთით. შემდეგ ფრთხილად გადაასხით წყალი ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაასხით ქილაში და დახუფეთ სტერილიზირებული თავსახურით. გადმოატრიალეთ, შეფუთეთ პლედში და დატოვეთ სრულ გაცივებამდე.

 

კომპოტი წითელი მოცხარისგან და ფორთოხლისგან

ეს მათთვისაა, ვისაც ექსპერიმენტების არ ეშინია.

დაგჭირდებათ: 3 ლიტრიან ქილაზე – 500 გ წითელი მოცხარი,1/2 ფორთოხალი, 2 ჭიქა შაქარი.

მომზადება. ფორთოხალი ჩაალბეთ მდუღარე წყალში, გააშრეთ და დაჭერით მრგვალ ნაჭრებად, მოცხარი გარეცხეთ და გააშრეთ. სტერილიზირებულ ქილებში ჩაყარეთ მოცხარი და ზევიდან დააწყვეთ ფორთოხალი. დაასხით მდუღარე წყალი, დაახურეთ სტერილიზირებული თავსახურები და დატოვეთ 20 წუთით. შემდეგ ფრთხილად გადაასხით წყალი ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაასხით ქილაში და დახუფეთ სტერილიზირებული თავსახურით. გადმოატრიალეთ, შეფუთეთ პლედში და დატოვეთ სრულ გაცივებამდე.

 

კომპოტი ვაშლისგან, ფორთოხლისგან და ლიმნისგან

ზოგიერთი გურმანი გვიმტკიცებს, რომ ამ კომპოტის გემო ფორთოხლის გაზიან სასმელს მოგაგონებთ.

დაგჭირდებათ: 3 ლიტრიან ქილაზე – 5 საშუალო ვაშლი, 1/2 ფორთოხალი, 1/3 ლიმონი, 2 ჭიქა შაქარი, 2,5 ლ წყალი.

მომზადება. ვაშლი გარეცხეთ, გააშრეთ, გათალეთ და დაჭერით ფირფიტებად. ფორთოხალი და ლიმონი ჩაალბეთ მდუღარე წყალში, გააშრეთ და დაჭერით მრგვალ ნაჭრებად. სტერილიზირებულ ქილებში ჩააწყვეთ დაჭრილი ვაშლი, 3 ნაჭერი ფორთოხალი და 2 ნაჭერი ლიმონი. დაასხით მდუღარე წყალი, დაახურეთ სტერილიზირებული თავსახურები და დატოვეთ 20 წუთით. შემდეგ ფრთხილად გადაასხით წყალი ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაასხით ქილაში და დახუფეთ სტერილიზირებული თავსახურით. გადმოატრიალეთ, შეფუთეთ პლედში და დატოვეთ სრულ გაცივებამდე.