მთავარი სილამაზე თუ თმა ელვის სისწრაფით გცვივათ, მაშინ თმის ტონიკი როზმარინით უნდა მოამზადოთ

თუ თმა ელვის სისწრაფით გცვივათ, მაშინ თმის ტონიკი როზმარინით უნდა მოამზადოთ

by Keti

თმის ცვენის პრობლემა არამხოლოდ უფროს თაობას აწუხებს, არამედ სრულიად ახალგაზრდა გოგონებს და ბიჭებს. ამ პრობლემის წყარო ხშირად მთელი რიგი მიზეზებია: ცხელი ფენით გაშრობა, ხშირი შეღებვა, სხვადასხვა მედიკამენტის მიღების გვერდითი ეფექტი, სტრესები, მჭიდრო თავსაბურავები ან ქუდები, არასწორი კვება, სველი თმის ვარცხნა, ცუდი ეკოლოგიური პირობები და, რა თქმა უნდა, ვიტამინების, მინერალებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების უკმარისობა.

როზმარინის სასარგებლო თვისებები თმისთვის

როზმარინი ნომერ პირველი გადამრჩენელი საშუალებაა სუსტი და ადვილად ცვენადი თმისთვის. ეს მცენარე შეიცავს უნიკალურ ნივთიერებას, რომელსაც ჰქვია ურსოლის მჟავა. ის აქტიურად ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას თავის კანში, რაც იმას ნიშნავს, რომ თმის ბოლქვებს მეტი ჟანგბადი მიეწოდება და მასთან ერთად ვიტამინები და საკვები ნივთიერებები. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს ახალი თმის სწრაფ ზრდას.

როზმარინის აღმდგენი თვისებები აუმჯობესებს თმის ზოგად მდგომარეობასა და გარეგან შესახედაობას. ანიჭებს მას ბზინვარებას, მოქნილობასა და სიმტკიცეს. გარდა ამისა, როზმარინი ასევე ხელს უწყობს თავის კანის გაჯანსაღებას თავისი ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით. თავის ჯანმრთელი კანი კი მთლიანად თმის ეფექტური ზრდისა და მისი გაძლიერებული ცვენის შეჩერების გარანტია.

აზრი არ აქვს იმის ლოდინს, რომ თმა რაღაც სასწაულით თავისით დაიწყებს ზრდას. ასევე არ ღირს დიდი თანხების გადაყრა რეკლამირებულ და ,,ინოვაციურ” თმის მოვლის საშუალებებში. ბუნებაში ყველაფერია ისეთი, რაც ჩვენს ორგანიზმს სწირდება ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის.

გთავაზობთ, რომ მიმართოთ ეფექტურ და ხელმისაწვდომ შინაურ რეცეპტს, რომელიც თმის ცვენის შეჩერებასა და მისთვის პირვანდელი მოცულობის დაბრუნებაში დაგეხმარებათ. თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ 3 ინგრედიენტი და ჩვენი ინსტრუქციის გულმოდგინე დაცვა, რათა სწორად მოამზადოთ თმისთვის განკუთვნილი ეფექტური ტონიკი.

ტონიკი როზმარინით

ინგრედიენტები

  • 3 ჩ. კ. მშრალი როზმარინი (ან 3 ტოტი ახალი როზმარინი)
  • მწვანე ჩაის ერთი პაკეტი (ან ერთი ჩ. კ. ფურცლოვანი მწვანე ჩაი)
  •  ერთი ნატეხი ახალი იმბირი (ერთი ან ორი სმ სისქის)
  • 350 მლ წყალი
  • სპრეის ბოთლი

როგორ მოვამზადოთ

  1. გაათბეთ 350 მლ წყალი ტოლჩით. ჩადეთ მასში მწვანე ჩაი, როზმარინი და დაქუცმაცებული იმბირის ნატეხი (იმბირის გახეხვა შეგიძლიათ მსხვილ სახეხზე).
  2. ნარევი მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ ჩაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 5 წუთი.

3. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და ბოლომდე გააციეთ თავდახურულში.

4. ნარევი გადაწურეთ წვრილ ბადეზე და ჩაასხით სპრეის ბოთლში.

როგორ გამოვიყენოთ

  1. ტონიკი წაისვით დღეგამოშვებით, ღამით, ძილის წინ. თმა ალაგ-ალაგ გაიყავით, რათა ნარევი მოხვდეს კანზე.
  2. წაისვით საშუალება თმის კანზე და შეიზილეთ თითის ბალიშებით მასაჟური მოძრაობების კეთებით, 3 წუთის განმავლობაში.

3. დაწექით დასაძინებლად, ტონიკი არ ჩამოიბანოთ.

4. ტონიკი მაცივარში ინახება არაუმეტეს ერთი კვირისა, ამიტომ ეცადეთ ამ დროის მანძილზე გამოიყენოთ.

როზმარინთან ერთად ტონიკში შედის მწვანე ჩაი, რომელიც კოფეინს შეიცავს, კოფეინი კი პირველ რიგში აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას თავის კანში. გარდა ამისა, ხელს უწყობს თმის ზრდას ჰორმონ დიჰიდროტესტოსტერონის ინჰიბირების (განადგურება) გზით. სწორედ აღნიშნული ჰორმონი იწვევს გამელოტებას.

როზმარინი შესანიშნავად მოქმედებს იმბირთან ერთადაც, რომელიც მძლავრი ანტიოქსიდანტი და ანტისეპტიკია. ის ამცირებს თავის კანის ქავილს და ხელს უშლის ქერტლის წარმოქმნას, ამარაგებს თმის ბოლქვებს ვიტამინებით, მინერალებითა და ცხიმოვანი მჟავებით, შესაბამისად, ხელს უშლის თმის ცვენას.

აი, ასე მარტივად და სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ თმის ცვენის შეჩერება და თავის კანის კვება სასარგებლო ნივთიერებებით. ეს საშუალება ნებისმიერი ტიპისა და სტრუქტურის თმას უხდება. არ დაგეზაროთ ამ სამკურნალო ტონიკის მომზადება ჩვენი რეცეპტით და კმაყოფილნი დარჩებით!

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებს!