მთავარი რჩევები რას უნდა ველოდოთ ორსულობის დროს: 20 საჭირო ფაქტი რომელიც ყველა მომავალმა დედამ აუცილებლად უნდა იცოდეს

რას უნდა ველოდოთ ორსულობის დროს: 20 საჭირო ფაქტი რომელიც ყველა მომავალმა დედამ აუცილებლად უნდა იცოდეს

by guramus

ორსულობა მარტივი პროცესი არაა. ყველა ქალს სხვადასხვანაირი გამოცდილება აქვს. ზოგისთვის ის უფრო უარესია, ზოგისთვის მარტივი, მაგრამ პატარას ღიმილის დანახვისთვის ყველაფერი ღირს. წარმოგიდგენთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც მხედველობაში აუცილებლად უნდა იქონიოთ.

1. წინასწარ განსაზღვრული მშობიარობის თარიღი ხშირად არასწორია.

ყველა მომავალ დედას სურს იცოდეს ზუსტი თარიღი, თუ როდის მოევლინება სამყაროს მისი პატარა. მარამ, ქალების მხოლოდ 5% აჩენს ზუსტად იმ დღეს, რომელიც მიუთითეს. ამაზე ნუ ინერვიულებთ!

2. ეპიდურალური ანესთეზია მთლიანად არ აქრობს ტკივილს

ის უბრალოდ ამცირებს ტკივილს თქვენს სხეულში. ზოგიერთი ქალი ფეხების დაბუჟებას გრძნობს, ზოგი გარკვეულ შეგრძნებებს, ზოგიერთი კი მხოლოდ მუცლის არეში კარგავს შეგრძნებას. თუ ინექციის შემდეგ ტკივილი გრძელდება, ექიმს შეატყობინეთ. აგრამ, მთლიანად ნუ იქნებით დამოკიდებული ეპიდურალურ ანესთეზიაზე.

3. არ მიირთვათ ან დალიოთ მაშინვე ეპიდერალური ანესთეზიის შემდეგ.

ამ დროს მუცელი მუშაობას წყვეტს. სჯობს მანამდე მიირთვათ ან ისეთი რამე მიიღოთ რაც ადვილად გადამუშავებადია.

4. ნაწლავების მოძრაობა მუშაობის დროს

ეს ნებისმიერ ქალს შეიძლება დაემართოს. მართალია უცნაური და უხერხულია, მაგრამ ნუ ინერვულებთ თუ იგრძნობთ.

5. ბავშვის დაბადების შემდეგ, შეკუმშვები გრძელდება.

მშობიარობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, სხეული პლაცენტას მოშორების პროცესშია. ამიტომაც, ნუ დაიძაბებით, თუ შეკუმშვები გაგრძელდება. ის სწრაფად და უმტკივნეულოდ ჩაივლის.

6. თქვენი საზარდული შეიძლება ცუდად გამოიყურებოდეს.

მშობიარობის შემდეგ, ფეხებს შორის მდგომარეობა შეიძლება არ მოგეწონოთ, მაგრამ ბევრი რამე დაგეხმარებათ მის ნორმაში მოსაყვანად. უბრალოდ ნუ დააკვირდებით და დაელოდეთ.

7. მშობიარობის შემდგომ შეიძლება სისხლდენა გქონდეთ.

მ მეთოდის მიხედვით, თუ როგორ იმშობიარებთ, სისხლდენას გამოცდით. ეს საშვილოსნოდან იქნება. სანამ დასრულდება, გამოიყენეთ დიდი საფენები. ტამპონებმა ამ დროს შესაძლოა ინფექცია გამოიწვიოს.

8. შეიძლება პამპერსის ტარება მოგიწიოთ.

სისხლის შეწყვეტას მშობიარობიდან 4-6 კვირა სჭირდება, მაგრამ ხანდახან 2 თვეც გრძელდება. ამის გამო ქალები სპეციალურ, დიდებისთვის განკუთვნილ პამპერსებს ატარებენ. ის კომფორტულია.

9. ჩაგიტარებენ მასაჟს, მაგრამ არ მოგეწონებათ.

სახლში გაგზავნამდე, ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი წესრიგშია. ამიტომაც, მედდა სპეციალურ მასაჟს ჩაგიტარებთ, რათა საშვილოსნო ნორმალურ ფორმაში ჩადგეს. ეს ცოტა გეტკინებათ.

10. ახალშბილს უცნაური ჭიპი ექნება.

ჭიპის წესრიგში მოყვანას დრო დასჭირდება, ნუ დაფრთხებით თუ ის ცუდად გამოიყურება!

11. ახალშობლი შეიძლება ცოტა ლორწოვანი იყოს.

თითქმის ყველა ბავშვი, რომელიც 40 კვირამდე იბადება, სპეციალური საფარითაა გამორჩეული, რომელიც მის კანს საშვილოსნოში იცავდა.

12. შეიძლება პატარა თმიანი იყოს.

ზოგიერთი ახალშობილი გრძელი, მუქი თმით იბადება ყურებში, ხელებსა თუ ზურგზე. ნუ შეგეშინდებათ, დასცვივა!

13. ბავშვის თავის ფორმა შეიცვლება, მაგრამ არა ეგრევე.

თავის კუნთები ოდნავ რელიეფური იქნება. მოხერხებული იმისთვის, რომ საშვილოსნოდან გამოვიდეს. ის მაშინვე არ დაუბრუნდება მრგვალ ფორმას, ამას რამდენიმე დღე დასჭირდება.

14. შეიძლება ჭარბი წონა დაგრჩეთ.

მშობიარობის შემდეგ ის ტანსაცმელი დაგჭირდებათ, რომელიც დაახლოებით მეორე ტრიმესტრში გეცვათ. მაშინვე სავარჯიშოდ ვერ გაიქცევით, ასე რომ შეემზადეთ, რომ ფორმაში ჩადგომას დრო დასჭირდება.

15. შეიძლება თავი ცხლად იგრძნოთ.

ჰორმონების წყალობით, ბევრი ოფლის გამოყოფა მოგიწევთ. ზოგჯერ, მშობიარობის შემდეგ მაღალ ტემპერატურას გრძნობენ, ეს ნორმალურია. ოფლიანობა 2-დან 6 კვირამდე გაგრძელდება. როცა ჰორმონების დონე ნორმალურს დაუბრუნდება, ოფლიანობა შეწყდება.

16. შეიძლება თმა დაგცვივდეთ.

თმა, რომელიც ორსულობის დროს ლამაზი იყო, შესაძლოა დაგცვივდეთ. ეს იმ ჰორმონების გვერდითი ეფექტია, რომლებიც თვენს უსაფრთხო მშობიარობას უზრუნველყოფენ.

17. გამოცდით, რას ნიშნავს დიდი მკერდი.

თუ ბავშვის ძუძუთი კვებაზე უარს იტყვით, გამოცდით რას ნიშნავს დიდი, სავსე მკერდი. ეს შეიძლება სასიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ მიხვდებით რომ არც ისე სასიამოვნოა.

18. შეიძლება გქონდეთ პრობლემები ძუძუთი კვებისას.

პრობლემები აუცილებლად იჩენს თავს. მშვენიერი იქნება თუ ეს თქვენს რძეს არ შეეხება.

19. ბევრს იტირებთ!

ცოტა ქალს შეუძლია “გიჟურ ჰორმონებს” გაუმკლავდეს. შეიძლება ამან დეპრესიის სახეც მიიღოს. წინასწარ გააფრთხილეთ ოჯახი, რომ შესაძლოა ხშირად აგეტიროთ. ისაუბრეთ ადამიანებთან, რომლებიც კარგად გიცნობენ. მიმართეთ ექიმს.

20. შეიძლება ქმარს დროებით ვერ იტანდეთ.

ამაშიც ჰორმონები იქნებიან დამნაშავე. გაგაბრაზებთ ქმრის სახე ძილში, როცა მას კომფორტულად ეძინება, თქვენ კი ძილი გაგიტყდებათ. ან მაშინ, თუ ის ღამით ატირებული ბავშვის მოვლაში არ დაგეხმარებათ. თქვენმა მეუღლემ უნდა გაიგოს, რომ ამის თავიდან ასაცილებლად უნდა გადაინაწილოს პატარას მოვლა და ორსულობის დროსაც მუდამ თქვენზე იზრუნოს.