მუქი ფერის იღლია ხშირად არ არის სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემით გამოწვეული, ის არის კანის მდგომარეობა და ეწოდება აკანტოზი ნიგრიკა (AN), ის ასქელებს და ამუქებს კანს. თუმცა შავი იღლიების ქონა იწვევს ერთგვარ უხერხულობას, მით უმეტეს, როცა მოკლე მხრიანი მაისურის ჩაცმა გინდა ან საცურაო კოსტიუმით ზღვაზე გასვლა.
იღლიების გაღიავების მიზნით ჩვენი რედაქცია გთავაზობთ სილამაზის 8 საშუალებას და შინაური პროდუქტების კომბინაციას, რომელიც ებრძვის მუქ კანს.
1. ვაშლის ძმარი და საკვები სოდა
დაგჭირდება:
- 2 ჩ. კ. ვაშლის ძმარი
- 2 ჩ. კ. საკვები სოდა
რა უნდა გააკეთო: შეურიე ვაშლის ძმარი საკვებ სოდას. ის ბუყბუყს დაიწყებს. როცა ბუშტები გაჩნდება, დაიდეთ ნარევი იღლიის არეალზე და შეიშრეთ. დაიტოვეთ გაშრობიდან კვლავ რამდენიმე წუთი, ხოლო შემდეგ კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით და კარგად გაიმშრალეთ.
სიხშირე: ზედიზედ კვირაში 3 დღე
2. ვარდის წყალი და სოდა
დაგჭირდება:
- ვარდის წყალი
- საკვები სოდა
რა უნდა გააკეთო: გააკეთე ვარდის წყლისა და სოდის პასტა. დაიდე ის მუქ ადგილებში და დაიტოვე 10 წუთი. შემდეგ ჩამოიბანე ცივი წყლით და კარგად გაიშრე.
სიხშირე კვირაში ორჯერ
3. რძე, მდოგვი და თაფლი
დაგჭირდება:
- ერთი ს. კ. რძე
- ერთი ს. კ. მდოგვის ფხვნილი
- ერთი ჩ. კ. თაფლი
რა უნდა გააკეთო: შეურიე ყველაფერი და დაიდე პასტა იღლიის მიდამოში. აცადე გაშრობა და შემდეგ ჩამოიბანე.
სიხშირე: ზედიზედ 3 დღე კვირაში
4. ყავისფერი შაქარი და ზეითუნის ზეთი
დაგჭირდება:
- 3 ს/კ ყავისფერი შაქარი
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
რა უნდა გააკეთო: შეურიე ინგრედიენტები კარგად. გამოიყენე ის მუქი ადგილებისთვის, როგორც სკრაბი. მასაჟური მოძრაობით წაისვი 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაიჩერე 5 წუთი და ჩამოიბანე იღლია თბილი წყლით. შეიმშრალე კარგად.
სიხშირე: კვირაში ორჯერ
5. ნუშის ზეთი
დაგჭირდება:
- რამდენიმე წვეთი ნუშის ზეთი
რა უნდა გააკეთო: გამოიყენე ზეთი მუქი ადგილების მასაჟისთვის. პროცედურა უნდა იყოს 8-10 წუთიანი.
სიხშირე: ყოველდღე
6. მინერალური მიწა (Fuller’s earth), ლიმონი და წყალი
დაგჭირდება:
- 2 ს. კ. მინერალური მიწა
- ერთი ჩ. კ. ლიმონის წვენი
- წყალი
რა უნდა გააკეთო: შეურიე სამივე ინგრედიენტი და შექმენი მათგან პასტის ნარევი. წაისვი ის იღლიის მიდამოში და დატოვე 15 წუთით. ჩამოიბანე ნელ-თბილი წყლით.
სიხშირე: კვირაში ორჯერ
7. კარტოფილი
დაგჭირდება:
- ერთი პატარა კარტოფილი
რა უნდა გააკეთო: გაფცქვენი და გახეხე კარტოფილი. გაჭყლიტე, რათა მისგან წვენი მიიღო. წაისვი წვენი იღლიებში, დაიტოვე 15 წუთი და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანე.
სიხშირე: დღეში ორჯერ: დილით და ღამე, ძილის წინ
8. ჩაის ხის ზეთი და წყალი
დაგჭირდება:
- 4-5 წვეთი ჩაის ხის ზეთი
- ერთი ჭიქა წყალი
რა უნდა გააკეთო: ჩაასხი სპრეის ბოთლში წყალი. დაამატე 4-5 წვეთი ჩაის ხის ზეთი და აანჯღრიე ბოთლი. შეისხი იღლიებში და დააცადე გაშრობა.
სიხშირე: ყოველდღე
თქვენ თუ გქონიათ მსგავსი პრობლემა? სილამაზის რომელი საშუალება გიცდიათ? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში! სტატია კი მეგობრებსაც აჩვენეთ!