ხახვის ორიგინალური სალათა

by Keti Alaverdashvili

როგორ მოვამზადოთ გემრიელი სალათი, თუ სახლში მხოლოდ ხახვი და ორიოდ კვერცხია? ძალიან მარტივად. გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც გამოდის წვნიანი და გემრიელი სალათი ”ჩიპოლინო,” ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან. კერძი მზადდება სწრაფად, ხოლო საჭირო პროდუქტები ყველა მაცივარში მოიძიება.

ვიტამინებით სავსე  ორიგინალური კერძი ყველას მოეწონება. ძალიან გემრიელი გმოდის, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ინგრედიენტი ხახვია. მისი დამახასიათებელი სუნი და ზედმეტი გემო სალათში არ იგრძნობა.

ხახვის სალათა

სალათის შენელება შეგიძლიათ ნებისმიერი სოუსით – მაიონეზით, არაჟნით, იოგურტით, მდოგვით ან მხოლოდ ჩვეულებრივი ზეთით. შეგიძლიათ დაამატოთ ასევ ნებისმიერი ინგრედიენტი – მწვანილი, პომიდორი, კიტრი, ბარდა, მოხარშული ფილე…

ინგრედიენტები

  • სამი ან ოთხი მსხვილი ხახვი
  • სამი კვერცხი
  • ერთი ჭიქა თბილი წყალი
  • ერთი ს. კ. შაქარი
  • ერთი ჩ. კ. მარილი
  • ერთი ს. კ. ძმარი ან ნახევარი ჩ. კ. ლიმონის მჟავა
  • ორი ს. კ. მაიონეზი ან არაჟანი

მომზადება

1. კვერცხი მოხარშე მაგრად და გაათავისუფლე ნაჭუჭისგან. დაჭერი მსხვილ კუბებად.

2. ხახვი გაფცქვენი და დაჭერი თხელ ნახევარრგოლებად. დაასხი მდუღარე წყალი და გააჩერე 10 წუთით. შემდეგ გადაწურე დურშლაგზე ზედმეტი წყლის მოსაშორებლად.

3. ერთ ჭიქა წყალს დაამატე მარილი, შაქარი და ძმარი. აურიე და ეს მარინადი დაასხი ხახვს. გააჩერე 15-20 წუთი.

4. ამ დროის გასვლის შემდეგ მარინადი გადაწურე, ხახვი კი მსუბუქად გაწურე ხელით.

5. დამარინადებული ხახვი შეურიე დაჭრილ კვერცხს და მაიონეზს. დაამატე სასურველი საკმაზი, აურიე და გემრიელად მიირთვი!

საკმაოდ მარტივი რეცეპტია, ალბათ, დამეთანხმებით. აუცილებლად მოამზადეთ და შემდეგ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ჩვენი კომენტარების სექციაში.

ეს სტატია კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!

0

ასევე დაგაინტერესებთ